საკითხავისაქართველოუცნაური

ნუნისი

როგორც ალბათ ბევრს გსმენიათ, არსებობს მოსაზრება რომლის მიხედვითაც ნოეს კიდობანი არის საქართველოში – კერძოდ კი სოფელ ნუნისში. . .

მე ძალიან დამაინტერესა ამ სოფელმა და დავიწყე ინფორმაციის მოძებნა ამ სოფელზე : ) ცოტა რამ ვნახე სხვადასხვა ადამიანების მონაყოლიდან : ) ასე რომ თუ გაინტერესებთ წაიკითხეთ ეს პოსტი და დააკომენტარეთ : )

ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ 4-5 წლის წინ(თუ 3-4), გაზეთ ასავალ-დასავალში გამოაქვეყნეს ვინმე გივი ალაზნისპირელის სტატია, რომელიც წერდა რომ საქართველოში, კერძოდ კი სოფელ ნუნისში არის ნოეს კიდობანი . . . სოფელი ნუნისი არის მთიან რეგიონში, და ნოეს კიდობანიც არის ერთ-ერთი მთა . . . ანუ, ნოეს კიდობანი არ ტივტივებდა წყალზე, ხალხი მხოლოდ იმის წყალობით გადარჩნენ, რომ კიდობანი(მთა, გამოქვაბული) დაიკეტა ჰერმეტიულად. ბატონი გივი ამბობდა, რომ ამ მთაში აღმოაჩინეს 13 ოთახი, რომელთაგანაც მხოლოდ 12 გახსნეს . . . და მეცამეტე კი არ გახსნეს იმიტომ, რომ მისგან სასტიკი კვნესა, კივილი და სხვა შემაძრწუნებელი ხმები მოდიოდა . . . და მეცნიერებმა დაასკვნეს(ან ბატონმა გივიმ…), რომ ეს მე13 კარები იყო ჯოჯოხეთში ჩასასვლელი(შესასვლელი).
კიდევ იყო ფაქტები. . . ცოტა ხნის შემდეგ ეს თემა ყველამ დაივწყა – და ეხლახანს,  ერთ-ერთ ჟურნალში აღმოვაჩინე დაახლოებით იგივე შინაარსის სტატია . . . რომელშიც მოყვანილი იყო ფაქტები – თუ რატომ იყო ის მთა ნოეს კიდობანი, და როგორ ცოცხლობდნენ შიგნით ადამიანები, მაგრამ არაფერი არ იყო ნათქვამი “ჯოჯოხეთის შესასვლელის” შესახებ. . . მაგრამ დამატებული იყო რამდენიმე ფაქტი – რომლებიდანაც გამომდინარეობდა რომ ეს ზონა იყო მაგნიტურად აქტიური(არც კი ვიცი, ესე ეწოდება?) – ანუ, კომპასი “იბნეოდა”, სურათები არ გამოდიოდა და ა.შ. . .

არის კიდევ ის დასკვნა რომ სვეტიცხოველზე გამოსახულ ხელი რომელსაც “კუთხე” ხესაწყო უჭირავს სინამდვილეში, იგივე ალაზნისპირელის აზრით, პროპორციულად მისანიშნი ნიშანი ყოფილა კიდობანისკენ, ანუ როგორც მახსოვს
თვითონ “კუთხე” ს სიგრძის პროპორციული გაზრდის შემდეგ ზუსტად ისაზღვრება კიდობანის ადგილ მდებარეობა რომელიც ისევ და ისევ ნუნისს უთითებს.

მე 2 წელი ვისვენებდი მოლითთან სოფ.ნებოძირში და ნუნისშიც რამდენჯერმე ვიყავი. იქ საშიში არაფერია და ხალხიც ძალიან კარგი ცხოვრობს, არავისთან არასოდეს არაფერი პრობლემა არ იყო. რაც შეეხებათ უცნაურ ხალხს გამოქვაბულში გეთანხმებით მთლად ნორმალურები ვერ უნდა იყვნენ მაგრამ მემგონი ისინიც არ უნდა იყვნენ საშიშნი თუმცა მცდელობა ქონდათ რაღაც გიპნოზი გაეკეთებინათ ჩვენზე, მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დამთავრდა.

P.S ეხლა კი თქვენი აზრი მაინტერესებს ამის შესახებ :yes:

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button
Close
Close