არქივი

ველურ პირობებში

ac84745ec2eb

მე მინდა გიამბოთ ადამიანის შესახებ , რომლისთვისაც არ იყო მნიშვნელოვანი თუ რა გააჩნდა მას, როგორ ეცვა, რა მანქანა ყავდა, რამდენი ჰქონდა საკრედიტო ბარათზე თანხა და ა.შ.

მისი სახელი ბევრისთვის შესაძლოა უცნობი იყოს მაგრამ ბევრისთვისაც ის მაგალითია…

623111eb188f

კრისტოფერ ჯონსონ მაკკენდლესი დაიბადა 1968 წლის 12 აგვისტოს კალიფორნიაში. მაგრამ 1976 წელს მაკ-კენდლესების ოჯახი გადავიდა ვირჯინიის შტატ ანანდეილში სადაც კრისტოფერი იზრდებოდა და და სადაც მან გაატარა ბავშვობა.

მამაისი უოლტ მაკკენდლესი ნასაში მუშაობდა ანტენების სპეციალისტად ხოლო დედა- ვილჰელმინა ჯონსონი, მამამისის მდივანი იყო.

კრისტოფერი ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა უჩეულო მიზნებით რაც მის მასწავლებლებს არ გამოპარვიათ.

1986 წელს კრისტოფერმა დაამთავრა ვუდსონის სკოლა და ჩაირიცხა ემორის უნივერსიტეტში ატლანტაში,სადაც დაეუფლა ისტორიას და ანტროპოლოგიას .ხოლო მისი დამთავრების შემდეგ-1990 წელს მან საკუთარი დანაზოგიდან 24,000 დოლარი შესწირა საქველმოქმედო ფონდს და შემდეგ კი გაემგზავრა ალიასკის მიმართულებით.

5484e7f3c7c3

კრისტოფერმა გაანადგურა თავისი დოკუმენტები,საბუთები და ახალ ცხოვრებას “ალექსანდრე სუპერ-მწანწალას” სახელით შეუერთდა. მან მოიარა კალიფორნია ,სამხრეთ დაკოტა და არიზონა. კრისტოფერი ყოველთვის ოცნებობდა ალიასკურ საგაზე, როცა ის ყველანაირ ცივილიზაციას მოსწყდებოდა მას თან ჰქონდა დღიური სადაც ბუნების წიაღში ცხოვრებით მიღწეულ ინტელექტუალურსა და სულიერ პროგრესს აღწერდა.
ამერიკელი მოხეტიალე,რომელიც თითქმის ყოველგვარი აღჭურვილობის და საჭმლის გარეშე გაემგზავრა ველურ ალიასკაზე იმ მიზნით რომ გარკვეული დროის განმავლობაში ეცხოვრა მარტოობაში, სადაც მან კარგ სამსახურს, ადამიანებთან კონტაქტის გარეშე ცხოვრება არჩია.

35ddb9822156

ჯეიმს გალეინი,ბოლო ადამიანი ვინც მაკკენდლესი ცოცხალი ნახა, რადგან სწორედ მან მიიყვანა იგი სტამპედამდის ბილიკამდე. ჯეიმს გალეინი განცვიფრებული იყო მაკკენდლესის ასეთი ქცევით, რადგან მას თან არანაირი აღჭურვლობა არ ჰქონდა.როდესაც მაკკენდლესმა ალიასკას მიაღწია,იქ მან ნახა მიტოვებული ავტობუსი რომელიც ერთგვარი თავშესაფარი გახლდათ.

ავტობუსი ცარიელი არ აღმოჩნდა. მისდა სასიკეთოდ კრისტოფერმა 10 ფუნტი ბრინჯი, ნახევრად ავტომატური შაშხანა, წიგნი ადგილობრივ მცენარეთა სამყაროზე და კარავი აღმოაჩინა. ალბათ “ალექსი” ვარაუდობდა რომ ნადირობით და მცენარეული საკვებით გაიტანდა თავს. ავტობუსს კი “ჯადოსნური ავტობუსი უწოდა”.

5cdbf1a8103c

მისი დღიური შეიცავს უამრავ ჩანაწერებს, რომელთაც მაკკენდელსი 189 დღის განმავლობაში აკეთებდა. ივლისსში, ავტობუსში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ, მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო სახლში, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა მდინარე ტეკლანიკას ჩაეხერგა, რომელიც მნიშვნელოვნად ადიდებულიყო, ვიდრე აპრილში, სწორედ მაშინ, როდესაც კრისტოფერი აქ მოვიდა. მან ვერ შეძლო მოკლე გზით მდინარეზე გადასვლა. კრისტოფერს ერთი ნაფლეთებად ქცეული გამოუსადეგარი რუკა ჰქონდა, რომელიც არ შეიცავდა მისთვის საჭირო ინფორმაციას.

ხელნაწერები

13c9e07453b8

9ca674726bac

e78289c16081

0ca2edab5b50

12 აგვისტო,დღე როდესაც კრისტოფერ მაკკენდლესმა საბოლოო ჩანაწერი გააკეთა თავის დღიურში რომელსაც “მშვენიერი მოცვი” ეწოდებოდა. ბოლო გვერდი მან ამოხია ლუი ლამორის მემუარიდან ციტატა,რომელიც შედგებოდა რობენსონ ჯეფერსის პოემიდან –“ბრძენი ხალხი ცხოვრების მძიმე წუთებში”

სიკვდილი არის მკაცრი გულყვითელა,მაგრამ სანამ მოკვდები
ჩაიდინე ისეთი რამ რაც გასტანს საუკუნეები… ხოლო
კუნთები და ძვლები არის ძირითადად სისუსტის დასამსხვრევად.
მთბი, არის მკვდარი ქვების გროვა…
ადამიანი აღმერთებს და სძულს მისი ფიგურა როგორც მისი თავხედური სიჩუმე.
მთები კი არც შემსუბუქდებიან და არც შეწუხდებიან რადგან რამოდენიმე
დაღუპული მამაკაცის ფიქრებს იგივე ხასიათი აქვთ…

(ოხ ჯეფერს,რაც შენ მაწვალე…)

a68bf6cdf007

მეორე მხარეს კი მან დაამატა : “მე ვიცხოვრე ბედნიერად და ამისთვის მადლობას ვწირავ ღმერთს. მშვიდობით, დაე ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!”

1992 წლის 6 სექტემბერს ორმა მონადირემ იოპვა მინაწერი ავტობუსის კარზე : “S.O.S. მე თქვენი დახმარება მჭირდება. ცუდად ვგრძნობ თავს, სიკვდილის პირას ვარ და ზედმეტად სუსტად ვგრძნობ თავს იმისთვის, რომ აქედან გავაღწიო. სრულიად მარტო ვარ, ეს არაა ხუმრობა. ღვთის გულისათვის, გთხოვთ, მიშველეთ. გასული ვარ კენკრის შესაგროვებლად და დღეს საღამოს დავბრუნდები. მადლობთ, პატივისცემით, კრის მაკ-კენდლესი. აგვისტო?”

d01b38379011

მაგრამ უკვე გვიანი გამოდგა რადგან მისი გვამი იპოვეს საძილე ტომარაში, ავტობუსში…გარდაცვალების დღიდან ორი კვირის შემდეგ. კრისტოფერ მაკკენდლსი სულ რაღაც 30 კილოგრამს იწონიდა. მისი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად შიმშილით სიკვდილია. თუმცა, ასევე არსებობს არაოფიციალური ვერსია ,რომლის მიხედვითაც კრისტოფერ მაკკენდლესის სიკვდილის მიზეზი მცენარის მომწამვლელი თესლის ჭამა გახდა.

148b8ff298bc

33a3cef0f205

იმ ადამიანებისაგან გასხვავებით, ვისაც დიდი სიმპატიები გააჩნია მაკ-კენდელსის მიმართ, ალასკას მცხოვრებლებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ მათდამი, ვინც მისი ბედის რომანტიზებას ცდილობს, კრისტოფერმა ხომ უარი თქვა მისთვის ისეთი აუცილებელი ნივთების თან წაღებაზე, როგორებიცაა კომპასი და რუკა. ოთხასი მეტრის მანძილზე იმ ადგილიდან, სადაც მაკ-კენდლესმა უშედეგოდ სცადა “გადაულახავ მდინარეზე” გადასვლა, იმდენად ადვილი იყო მეორე ნაპირზე გადასვლა, რომ ეს ახალნაოპერაციებმა ადამიანმაც კი შეძლო. კრისტოფერს რომ დეტალური რუკა ჰქონოდა, უპრობლემოდ გადარჩებოდა.

99f37a904713

და დღესაც კი როდესაც ვინმე დაუფიქრდება თუ რა ქნა კრისტოფერ მაკკენდლესმა, თუ ვინ იყო ის… გმირი თუ თვითმკვლელი ?თითოეულ ადამიანს ამაზე თავისი პასუხი ექნება თავის გულში.. და ვინც რად არ უნდა შერაცხოს დრეს იგი, კრისტოფერ მაკკენდლესი ჩიტივით თავისუფალია……თქვენ კი შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ამ ამბის ფილმისეულ მხარეს, რომელიც არანაკლებ შთამბეჭდავია.
ფილმის სახელია: “Into The Wild – ველურ პირობებში”

dc94d5162246

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button