გართობაუცნაური

Geoduck – უცნაური მოლუსკი

7462ed314cca
ეს უცნაური არსება თამამად შეგვიძლია მივაკუთვნოთ ყველაზე საოცარ და უცნაურ ცხოველთა რიგს…

გუიდაკი, (ლათ. Panopea abrupta ან Panope generosa) წარმოადგენს ზღვის ორსაგდულიან მოლუსკს Hiatellidae-ს ოჯახიდან. ცნობილია ასევე, როგორც სამეფო მოლუსკი და მოლუსკი “სპილოს ხორთუმი”.  იგი ბინადრობს ამერიკის და კანადის დასავლეთ სანაპიროებზე. მისი წონა აღწევს 0,5 – 1,5 კგ-მდე, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა 146 წლამდე.

e055f78f558a

მოლუსკი შედგება ორი ნაწილისაგან: ნიჟარისგან (დაახლოებით 20 სმ.) და სიფონისგან, რომელიც 4 – 5 ჯერ აჭარბებს ნიჟარის ზომას. ნიჟარა მთლიანად მოქცეულია ქვიშაში და მხოლოდ სიფონის ბოლო ნაწილი რჩება გრუნტის ზედაპირზე, მიქცვის დროს კი მთლიანად ეფლობა ქვიშაში.

f66d7f42354f

არსებობს ცნობები რამოდენიმე ეგზემპლარის შესახებ, რომლებმაც დაახლოებით 160 წელს და 7 კგ-ს მოაღწიეს. ეს ნიშნავს რომ გუიდაკი არის ყველაზე დიდი მოლუსკი და ერთ-ერთი ყველაზე დიდხანს მცხოვრები ორგანიზმი დედამიწაზე. ამის ორი მიზეზი არსებობს: 1. არც თუ ისე ინტენსიური ნივთიერებათა ცვლის პროცესი და 2. ბუნებრივი მტრების სიმცირე. მხოლოდ პატარა ზვიგენებს და ზღვის წავებს შეუძლიათ მათი გრუნტიდან ამოყვანა. ასევე ზღვის ვარსკვლავები, რომლებიც უტევენ გრუნტის ზედაპირზე არსებულ სიფონს. და რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს ყველაზე დიდი მტერი – ადამიანი.

ec24fcced2f3

სახელწოდება – Geoduck, იგივე Gweduck წარმოიქმნა XlX საუკუნის ბოლოს ინდიელებისგან და ნიშნავს ღრმად მთხრელს. მართლაც მოლუსკი ამართლებს ამ სახელს და საკმაო სიღრმეზე (დაახლოებით 1 მეტრი) ეფლობა ქვიშაში და მთელი ცხოვრება ერთ ადგილას ატარებს)))

ceefef070358

გუიდაკის ხორცი საკმაოდ მაგარია, ამიტომ ამერიკელები ჭრიან ნაწილებად, წვავენ ხახვთან ერთად ზეთში და ისე მიირთმევენ. უმეტესად კი დიდ ნაწილს საექსპორტოდ უშვებენ იაპონიაში (აქ მას მურუგაის ეძახიან), ჩინეთში და ტაივანში. აღმოსავლურ სამზარეულოში აქტიურად გამოიყენებენ მის ხორცს და დელიკატესად ითვლება.საკმაოდ ძვირიც ღირს, დაახლოებით 200 – 300$ 1 ცალის ფასი. აზიელები მას მდუღრავენ, აძრობენ კანს, აცლიან შიგნეულობას, თხლად ჭრიან და აკეთებენ სუშის.

019efa856a39

შთამომავლობის დატოვებაზეც უცნაური ხერხებით ზრუნავენ და მრავლდებიან გარე განაყოფიერებით. მდედრი წყალში ამოსტყორცნის უამრავ კვერცხს, მამრები კი მათ გასანაყოფიერებელ სითხეს… :D

503c5dc09a40

რამოდენიმე ფაქტი გუიდაკის შესახებ:
ითვლება რომ გუიდაკის ხორცი ამაღლებს მამაკაცის პოტენციას)))
გუიდაკზე დიდხანს მხოლოდ გიგანტური კუები ცხოვრობენ
გუიდაკის ნიჟარაზე წარმოიქმნება წლიური რგოლები, ისევე როგორც ხეებზე
მდედრი გუიდაკი სიცოცხლის 100 წლიან მანძილზე ყრის 5 მილიარდამდე კვერცხს(ამ მხრივაც ნამდვილი რეკორდსმენები არიან)))

1e80bd4598bf

ესეც ჩემი პირველი პოსტი, იმედია მოგეწონათ)))

მსგავსი ამბები

Back to top button