არქივი

Metallica…

02ade9a1478e
მეტალიკა (ინგლ. Metallica) – ამერიკული მეტალ ჯგუფი. დაარსდა 1981 ქალაქ ლოს-ანჟელესში. ჯგუფის დამაარსებლები არიან ჯეიმს ჰეტფილდი (რიტმური გიტარა, ვოკალი) და ლარს ულრიხი (დრამი).

875659d0eabd

ჯფუფის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს გაზეთ The Recyrcler-ის საშუალებით. ჯგუფის სახელი ლარსის და მისი მეგობრის არჩეულია. ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობა ასეთი იყო: ჯეიმს ჰეტფილდი (რიტმური გიტარა, ვოკალი), ლარს ულრიხი (დრამი), რონ მაქგოვნეი (ბას გიტარა). ჩაიწერა პირველი სიმღერა ”Hit The Lights” რონის გარაჟჟში. მალე ლარსმა ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება, რომ ჯგუფს სჭირდებოდა სოლო გიტარისტი და მალე ჯგუფს დაემატა დეივ მუსტეინი. მაგრამ რონი და დეივი მალე წავიდნენ ჯგუფიდან და მათი ადგილი დაიკავეს კირკ ჰამეტიმ (მთავარი გიტარა) და კლიფ ბურტონიმ (ბას გიტარა).
მეტალიკასს პირველი ალბომი არის Kill’EM All, რომელიც ჩაიწერა 1981 წელს. მას 1984-ში მოჰყვა Ride the Lightning და 1986-ში Master Of Puppets. ამავე წელს შვედეთის ტურნეს დროს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა კლიფი. ავტოავარიის მიზეზი ავტობუსის გაუმართაობა გახდა, შემდეგ როგორც ჯეიმსმა განაცხადა, მათ არ ჰქონდათ იმდენი საშუალება, რომ ნორმალური ავტობუსი დაექირავებინათ. ჯგუფმა ტურნე არ შეწყვიტა და ჯგუფს მალე დაემატა ახალი წევრი, ჯეისონ ნიუსტედი (ბას გიტარა).
1988 წელს ჩაიწერა პირველი სტუდიური ალბომი And Justice For All. მას მოჰყვა 1991 წელს Black Album იგივე Metallica. გადაღებულ იქნა პირველი კლიპი One 1988 წელს. 1996-ში ჩაიწერა [[Load (ალბომი)|Load. მას მოჰყვა 1997-ში Reload და 1998 წელს Garage Inc, რომელიც 2 დისკადაა გამოცემული. 1999 წელს მეტალიკამ ჩაატარა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტი ბარქელეის თეატრში. 2001 წელს დატოვა ჯეისონმა ჯგუფი. მისი განცხადებით ჯგუფის წევრები მას მეტალიკას სრულფასოვან წევრად არ მიიჩნევდნენ. მალე ლარსს და ჯეიმსს შორის მოხდა დიდი განხეთქილება და ჯეიმსი წელიწადზე მეტი დროით იყო წასული ჯგუფიდან. მისი დაბრუნების შემდეგ მეტალიკამ ჩაატარა რამოდენიმე კონცერტი ბას გიტარისტის გარეშე. ამ დროს ბას გიტარაზე უკრავდა ბობ როკი.
2003 წელს ჩაიწერა ალბომი St.anger. მალე ჯგუფში მოვიდა ბას გიტარისტი რობერტ ტრუჯილიო.

8e8854c78b30

ჯილდოები მეტალიკამ მოიგო გრემის დაჯილდოება 7-ჯერ:
1990: საუკეთესო მეტალ შესრულება – “One”
1991: საუკეთესო მეტალ შესრულება – “Stone Cold Crazy”
1992: საუკეთესო მეტალ შესრულება ვოკალთან ერთად – მეტალიკა
1999: საუკეთესო მეტალ შესრულება – “Better Than You”
2000: საუკეთესო ჰარდ როკ შესრულება – “Whiskey in the Jar”
2001: საუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულება – “The Call of Ktulu” მაიკლ კემენი და ფრანცისკო სიმფონისთან ერთად.
2004: საუკეთესო მეტალ შესრულება – “St. Anger”
MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება [რედაქტირება] მეტალიკა არის აღიარებული MTV-ს მიერ, როგორც ”საუკეთესო მეტალ ჯგუფი” მთელს ისტორიაში
1992: საუკეთესო მეტალ ვიდეო – “Enter Sandman”
1996: საუკეთესო მეტალ ვიდეო – “Until it Sleeps” ამერიკული მუსიკის დაჯილდოება:
1996: ფავორიტი შემსრულებელი – მსუბუქი მეტალი/მძიმე როკი: მეტალიკა – Load
1996: ფავორიტი მეტალი/მძიმე როკი სიმღერა – “Until it Sleeps”
1996: გამოჩენილი დრამერი – ლარს ულრიჩი
1997: ცნობილი მძიმე როკი ალბომი – ”ReLoad”

cc8d39fa9873

მსგავსი ამბები

Back to top button