არქივი

პომადის ისტორიიდან

aee933e89cbf

ცნობილია, რომ უძველესი დროიდან ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანები სხეულს ბუნებრივი საშუალებებით იხატავდნენ. დროთა განმავლობაში სხეულის მხოლოდ ცალკეული ადგილების მოხატვა დაიწყეს, აქცენტს, ძირითადად, თვალებსა და ტუჩებზე აკეთებდნენ. ტუჩის საცხი, ანუ პომადა, ძველ ეგვიპტეში გამოიგონეს. ეგვიპტელებს, დღევანდელთან შედარებით, სილამაზის სულ სხვა პარამეტრები ჰქონდათ, ისინი საცხის საშუალებით კი არ იდიდებდნენ, პირიქით, იპატარავებდნენ ტუჩებს. მოგვიანებით ძველმა ბერძნებმაც დაიწყეს საცხის გამოყენება. ბერძენი ლამაზმანები საცხს პატარა ოქროს კოლოფებში ინახავდნენ, მისი გამოყენების ფუფუნება კი მხოლოდ დიდგვაროვნებს ჰქონდათ. იმ პერიოდში პომადას სპეციალური პატარა ჯოხით ან თითით ისვამდნენ.

რომაელებმა ტუჩების შეღებვა ბარბაროსებისაგან ისწავლეს. შუა საუკუნეებში პომადის წასმის გამო შეიძლებოდა კუდიანად მოენათლეთ და კოცონზე დაეწვით. პომადის აქტიური გამოყენება რენესანსის ეპოქაში დაიწყეს, მაშინ, როდესაც ადამიანის სილამაზე გააკულდეს. იმ დროს კოსმეტიკის გამოყენება იმდენად აქტიურად ხდებოდა, რომ XVII საუკუნეში, ინგლისის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მამაკაცს უფლება ჰქონდა ცოლს გაყროდა, თუ ქორწინების შემდეგ ქალი ისეთივე ლამაზი არ იქნებოდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ფრანგები მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისაგან დამზადებულ პომადას იყენებდნენ და მას მხოლოდ მამაკაცები ხმარობდნენ, რათა ტუჩის კონტური წვერებში გამოკვეთილი ყოფილიყო.

552310827cfb

XX საუკუნის დასაწყისში პომადა მთლიანად ქალებმა დაიპყრეს. თავიდან მას მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იყენებდნენ, მაგრამ მალე ეს ტენდენცია შეიცვალა.

1903 წელს ამსტერდამის გამოფენაზე ნამდვილი სენსაცია იყო ახალი კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც ქალის ტუჩებზე წასასმელად გახლდათ განკუთვნილი. პროდუქტი ირმის ცხიმისაგან იყო დამზადებული. ახალი კოსმეტიკური საშუალება დადებითად შეაფასეს ქალბატონებმა და მისი აქტიური გამოყენებაც დაიწყეს. ერთ-ერთი პირველთაგანი მათ შორის ცნობილი მსახიობი სარა ბერნარი გახლდათ.

1915 წელს ამერიკაში გაჩნდა პირველი პომადა, რომელიც მოხერხებულ ტუბში გახლდათ მოთავსებული. მეტალის ტუბში მოთავსებულმა პომადამ ნამდვილი ბუმი გამოიწვია. კინოს გამოჩენამ და განვითარებამ მოდაში შემოიტანა თეატრალური გრიმისმაგვარი მაკიაჟი, რომლის განუყოფელი ატრიბუტიც სწორედ პომადა იყო. 20-30-იან წლებში ისეთი კინოვარსკვლავების წყალობით, როგორებიც იყვნენ მარლენ დიტრიხი, ჯოან კროუფორდი და გრეტა გარბო, პომადა ქალების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ატრიბუტად იქცა.

1947 წელს პარიზში ნამდვილი კოსმეტიკური ბუმი დაიწყო. იმ დროისათვის არ არსებობდა ქალბატონი, რომლის ხელჩანთაშიც პომადა არ ინახებოდა. პარფიუმერიულმა წარმოებამ უამრავი სახის და ფერის პომადა გამოიტანა გასაყიდად. მოდაში შემოვიდა წითელი და სტაფილოს ფერი პომადები, რომლებსაც მოხუცებიც აქტიურად იყენებდნენ.

დღესდღეობით მსოფლიო კოსმეტიკურ ბაზარზე პომადას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს აქტუალურობა. ეს არის პროდუქტი, რომელიც მოდიდან არ გადადის.

ფრანგებმა დაითვალეს, რომ სიცოცხლის განმავლობაში მამაკაცი ქალის ტუჩებიდან, საშუალოდ, 6 კგ პომადას მიირთმევს.

Bo0M

Never give up
Back to top button