გართობაკულტურა

KO PHI PHI – სამოთხე დედამიწაზე?

e57508a0bc3b

კო პი პი. ალბათ ყველას გაგვიგია ეს სახელი და ვინც არ იცის იმისთვის, ეს არის კუნძულთა ჯგუფი ტაილანდში, რომელიც გამოირჩევა ძალიან ლამაზი ბუნებითა და პლიაჟებით. დანარჩენი სრულიადში

 

 

PHI PHI კუნძულები მდებარეობს ტაილანდში, დიდ კუნძულ პუკეტსა და დასავლეთ ანდამანის ზღვის სანაპიროს შორის. კუნძულები მიეკუთვნებიან კარიბის პროვინციას. კო პი პი დონ არის ყველაზე დიდი კუნძული ამ ჯგუფში და ერთადერთი, რომელზეც მოსახლეობა მუდმივია. თუმცაღა დიდი პოპულარობით სარგებლობენ პლიაჟები, რომლებიც მიეკუთვნებიან სიდიდით მეორე კუნძულს კო პი პი კი-ს, ეს კუნძულები ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად ვერ დაიჩივლებენ. დანარჩენი კუნძულები არ არიან გამორჩეუული, თუმცა მაინც წარმოგიდგენთ მათ სახელებს: Bida Nok, Bida Noi, Bamboo.

კო პი პი დონის თავდაპირველი მოსახლეები იყვნენ მუსლიმი მეთევზეები, 1940 წლის შემდეგ კი ეს ადგილი ქოქოსის პლანტაციად იქცა.

კო პი პის კუნძულები არ იყო საერთაშორისოდ ცნობილი 2000 წლამდე. 2000 წელს აქ გადაიღეს ბრიტანულ-ამერიკული ფილმი ”პლიაჟი”, ამ ფილმმა ცნობილი გახადა ეს კუნძულები და ტურისტებმაც არ დააყოვნეს, მცირე დროში ამ კუნძულებს ათიათასობით ტურისტი ეწვია.

კლიმატი კუნძულებზე არის ტროპიკული, სულ არის ორი სეზონი. ცხელი და წვიმიანი. ცხელი _ იანვრიდან აპრილამდე, წვიმიანი _ აპრილიდან დეკემბრამდე. წლის საშუალო ტემპერატურა არის 25-დან 32 ცელსიუსამდე.

კო პი პის გააჩნია ულამაზესი პლიაჟები, ძალიან სუფთა და ლამაზი წყალი, ლამაზი ბუნება და საინტერესო ტრადიციები, რომლებიც მაგნიტივით იზიდავენ ტურისტებს.

ეს ადგილი ცნობილია აგრეთვე როგორც ყველაზე მორგებული ადგილი diving-ისთვის, აქ მისი სკოლებიც კი არის გახსნილი.

ახლა კი დატკბით სურათებით :):)

ce65ce13d4c1

b0e71d259bc4

454afffcf44f

9f8ad6fa3311

eaa4f477b71d

9fcf6b316877

2391d828a842

c0fa10111777

f1d4c899958b

d06f3310f92f

იმედია მოგეწონათ, ძალიან არ გამსაჯოთ, ეს ჩემი პირველი პოსტია :):):)

archiee

:):)

მსგავსი ამბები

Back to top button