კულტურა

ქართული საარტილერიო დანადგარი

f4bef5270372

დღეს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართული წარმოების ახალი ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. რეაქტიული სისტემის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების დემონსტრირებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დაესწრნენ.

97b09b8d9115

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, საკომანდო პუნქტების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად.
საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება, პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს.
მანქანას გააჩნია დაჯავშნული კაბინა, რომელიც მასში მყოფ ხუთკაციან გათვლის დაცვას, ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან უზრუნველყოფს.

4ab29af272d2

მიმმართველების რაოდენობა – 40-დან 80 ერთეულამდე, რეაქტიული ჭურვის კალიბრი – 122 მმ, მიმმართველებიანი პაკეტის ამაღლების კუთხე – მინიმალური – 0 გრადუსი, მაქსიმალური – 60 გრადუსი, ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე – შასიდან მარჯვნივ – 80 გრადუსი, შასიდან მარცხნივ – 120 გრადუსი. სრული ზალპის ხანგრძლივობა 20 წმ. სროლის სიშორე რაკეტის ტიპიდან გამომდინარე – მინიმალური – 1000 მ, მაქსიმალური – 40 000 მ. მანქანის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე – 80 კმ/სთ. სვლის მარაგი-500 კმ. გათვლა -5 კაცი.

f69f24b73fa5

“დღეს, როგორც ნახეთ იყო პრეზენტაცია პირველი ქართული საარტილერიო დანადგარის, რომლის მონაცემები და შესაძლებლობები თქვენ უკვე გაქვთ. მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი შეირაღებული ძალებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გვყავდა კარგი არტილერისტები ჩვენ ისტორიულად გვქონდა ნაკლებობა საარტილერიო დანადგარების. ამიერიდან, შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოცდილი საარტილერიო დანადგარი მაქსიმალურად დააკმაყოფილებს ჩვენი შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს და შემდგომ შეიძლება, რა თქმა უნდა, უფრო განვითარებაზე და წინსვლაზე ვიფიქროთ. “ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ.

8477dca3ee61

ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის შექმნისას მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. ის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის “დელტას” ბაზაზე შეიქმნა.

94cb926970a3

წყარო: www.mod.gov.ge

მსგავსი ამბები

Back to top button