არქივი

ოჰაგურო

fed9d0090224
შუასაუკუნეების იაპონიაში საკუთარ კბილებს განძრახ იღებავდნენ შავ ფრად.

მეიძის ეპოქამდე (1868-დან 1912 წლის ჩათვლით) იაპონიაში, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არსებობდა კბილების მოხატვის საკმაოდ პოპულარული წესჩვეულება — ოჰაგურო. ამისთვის ამზადებდნენ სპეციალურ საღებავს, რომლის უმთავრესი შემადგენელიც იყო რკინის მუქი-ყავისფერი ხსნარი, ძმრის მჟავაში (ამისთვის რკინის ნაფშხვნებს ურევდნენ ძმარში). შემდეგ ხსნარს ურევდნენ მცენარეულ სათრიმლაო ნივთიერებებთან. ამის შემდეგ ხსნარი მუქ ფერს ღებულობდა და წყალში აღარ იხსნებოდა. ჩვეულებრივ საღებავს დღეში ან რამდენიმე დღეში ერთხელ ისმევდნენ.

42efaaaf2e38

ჰეიანის პერიოდის ბოლოს (794-დან 1185 წლის ჩათვლით) კბილებს ამგვარად იღებავდნენ სრულწლოვანებას მიღწეული არისტორკატიული ოჯახების ქალები და მამაკაცები და ასევე დიდი ტაძრების მსახურნიც. კბილების შეღებვა პირველრიგში სილამაზისთვის კეთდებოდა, თუმცა ასევე პრაქტიკული მიზნითაც: ეს განსაკუთრებული საღებავი კბილებში კარიესის გაჩენას უშლიდა ხელს. ამის გარდა, გათხოვილი ქალების კბილებზე მუქი საღებავის მდგრადობა ასოცირდებოდა ქმრისადმი უსაზღვრო ერთგულებასთან.

b37962093e12

მურომატის პერიოდში (1336-დან 1573 წლამდე) ოჰაგურო შეიმჩნეოდა მხოლოდ ზრდასრული ასაკის ადამიანებში. თუმცა სენგოკუს პერიოდის დასაწყისში, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისამდე გრძელდებოდა, კბილების გამუქება 8-დან 10 წლამდე ასაკის გოგონებმაც დაიწყეს, რომელნიც მხედართმთავრების ქალიშვილებს წარმოადგენდნენ. ეს ყველაფერი კეთდეობოდა იმისთვის, რათა ეჩვენებითან, რომ გოგონამ სრულწლოვანებას მიაღწია (თუმცა ეს ასე არ იყო) და ხელსაყრელ კანდიდატზე რაც შეიძლება მალე რომ გაეთხოვებინათ.

0e7b4b476f08

ედოს პერიოდის შემდეგ (1603-დან 1868 წლამდე) ეს ტრადიციამ თავისი დრო თითქმის ამოწურა. გამუქებულ კბილებს ცუდი სუნი ჰქონდათ, თვითონ პროცესი დიდ დროს ართმევდა და მალე მისი მოახლოებად სიბერესთან ასოცირებაც დაიწყეს. ამ მიზეზების გამო კბილებს მხოლოდ საიმპერატორო და არისტოკრატიული ოჯახების კაცები და გათხოვილი ქალები და 18 წელზე წევით მყოფი გოგონები მიმართავდნენ. უბრალო ხალხი კბილების შეღებვას მხოლოდ სხვადასხვა ღონისძიებების დროს იყენებდნენ, როგორებიც ქორწილი, დაკრძალვა ან მაცური (ფესტივალების ანალოგი) იყო.

db5950c38053

ოჰაგუროს ტრადიცია თანდათან გაუქმდა 1879 წლის შემდეგ, როდესაც იაპონიის იმპერატორის მეუღლემ გადაწყვიტა კბილები აღარ გაემუქებინა და ფართო საზოგადოებაში თეთრი კბილებით გამოჩნდა. ჩვენს დროში გამუქებული კბილების ხილვა იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასაკოვან მანდილოსნებს შორის.

მსგავსი ამბები

Back to top button