არქივი

სტატიები და მორალი

36e548c866db
დააჭირეთ გაგრძელებას, დაგაინტერესებთ….

ნუ იქნები ის რაც სხვას უნდა!!!

ერთხელ მოხუცი კაცი და მისი პატარა შვილიშვილი გზაზე მიდიოდნენ. კაცი ვირზე იჯდა, ხოლო მისი შვილიშვილი, პატარა ბიჭი კი ვირს წინ მიუძღვებოდა. მოულოდნელად მათ წინ გამვლელი შემოხვდათ.

– ეს ამხელა კაცი უსირცხვილოდ ვირზე ზის, ხოლო პატარა ბავშვი კი ფეხით მოდის. საწყალი ბავშვი, როგორ დაღლილა, მისი შიშველი ფეხები მზით გახურებულ მიწას ვეღარ უძლებენ, – თავისთვის ჩაილაპარაკა გამვლელმა.

მაშინ მოხუცი ჩამოქვეითდა და ვირზე ბავშვი შესვა, თვითონ კი ვირს წინ გაუძღვა. მათ მეორე გამვლელი შემოხვდათ:

– როგორ არ გრცხვენია, – უთხრა გამვლელმა ვირზე მჯდომ ბავშვს, – შენ ვირზე წამომჯდარხარ, ეს მოხუცი, თეთრწვერიანი კაცი კი ფეხით მოდის.

ბავშვს შერცხვა და სთხოვა მოხუც პაპას, რომ ვირზე მასთან ერთად შემჯდარიყო. მოხუცი ბიჭს უკან მიუჯდა და ორივე ვირზე ამხედრებულებმა განაგრძეს გზა.

მალე მათ მესამე გამვლელი შემოხვდათ.

– საწყალი ცხოველი, ჩუმი, უტყვი, რახან მას ლაპარაკი არ შეუძლია, ასე უნდა გაიმეტოთ. ორივე წამომჯდარხართ ვირზე და არ ფიქრობთ, რომ მას არ შეუძლია ერთდროულად თქვენი ტარება.

მაშინ მოხუცი ვირიდან ჩამოქვეითდა და შვილიშვილსაც უბრძანა ჩამოსვლა. ისინი ფეხით გაუძღვნენ ვირს და ასე გააგრძელეს გზა. გარკვეული მანძილი რომ გაიარეს მათ კიდევ

შემოხვდათ გამვლელი, რომელმაც დასცინა მოხუცსა და შვილიშვილს:

– ვირს არავითარი ტვირთი არ ჰკიდია და ესენი ფეხით მიჰყვებიან ვირს. აი, ნამდვილი სულელები.

მაშინ, მოხუცი მოუბრუნდა პატარა ბავშვს, მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

– ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება. სჯობს ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი და ყოველთვის შენ უნდა გადაწყვიტო რა უნდა გააკეთო.

მორალი: იყავი ის რაც ხარ და არა ისეთი როგორიც სხვას უნდა რომ იყო!!!

 ყურადღების მიღმა ბევრი რამ გვრჩება!!

477d84b0a927

ვაშინგტონში მეტროს სადგურზე კაცი ჩამოჯდა და ვიოლინოს დაკვრა დაიწყო. იანვრის ცივი დილა იდგა. 45 წუთის განმავლობაში მან ბახის ექვსი პიესა შეასრულა….

პიკის საათი იყო და გამოთვლების მიხედვით, ამ ხნის განმავლობაში მას ათასობით ადამიანმა ჩაუარა. მათგან უმრავლესობა სამსახურში მიიჩქაროდა.

სამი წუთის შემდეგ შაუხნის მამაკაცმა ყურადღება მიაქცია მუსიკოსს, მან ნაბიჯები შეანელა, რამდენიმე წამით შეჩერდა კიდეც… შემდეგ კვლავ თავის საქმეებზე გაიქცა…

კიდევ ერთი წუთის შემდეგ მევიოლინემ პირველი დოლარი დაიმსახურა: ჩამვლელმა ქალმა ფული ჩაუგდო და არ შეჩერებულა, ისე განაგრძო გზა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ვიღაც კაცი კედელს მიეყრდნო და ყური მიუგდო დაკვრას, მაგრამ შემდეგ საათზე დაიხედა და წავიდა. ცხადია, სამსახურში აგვიანდებოდა.

ყველაზე მეტი ყურადღება მუსიკოსს სამი წლის ბიჭუნამ მიაქცია, მას დედა ხელჩაკიდებულს მიარბენინებდა, მაგრამ ბავშვი შეჩერდა, მუსიკოსისთვის რომ შეეხედა. ბოლოს და ბოლოს დედამ სტაცა ხელი ბავშვს და თან გაიყოლა. ბიჭუნა წავიდა, მაგრამ უკან იყურებოდა იქამდე , სანამ მევიოლინის დანახვა შეეძლო. ასევე მოიქცა რამდენიმე სხვა ბავშვიც. უკლებლივ ყველა მშობელი აიძულებდა შვილს, გზა განეგრძო.

45 წუთის განმავლობაში, სანამ მუსიკოსი უკრავდა, მხოლოდ ექვსი ადამიანი შეჩერდა და დაყოვნდა რაღაც ხნით. ოციოდე ადამიანმა მას ფული მისცა, მაგრამ ნაბიჯი არ შეუნელებიათ. სულ 32 დოლარი შეგროვდა. როდესაც მან დაკვრა დაამთავრა და სიჩუმე ჩამოვარდა, არც ეს შეუმჩნევია ვინმეს. ტაში არავის დაუკრავს, არც სხვა გზით გამოუხატავთ აღტაცება.

არავინ იცოდა, რომ ეს მევიოლინე იყო ჯოშუა ბელი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი. მან 3,5 მილიონ დოლარად ღირებულ ვიოლინოზე შეასრულა ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწარმოები, რაც კი ოდესმე დაწერილა…..

მეტროს სადგურზე გამართულ კონცერტამდე ორი დღით ადრე ჯოშუა ბელი ბოსტონის თეატრში უკრავდა სავსე დარბაზში. მის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი საშუალოდ 100 დოლარს შეადგენდა.

ეს ნამდვილი ამბავი გახლავთ. ჯოშუა ბელის ინკოგნიტო გამოსვლა „ვაშინგტონ პოსტის “ ორგანიზებული იყო და სოციალური ექსპერიმენტის ნაწილს შეადგენდა. მისი მიზანი ხალხის აღქმის, გემოვნების და პრიორიტეტების გამოვლენა იყო. კითხვა ამგვარად იდგა: ჩვეულ გარემოში და არახელსაყრელ დროს – გაგვაჩნია სილამაზის აღქმა?

შევჩერდებით, რათა დავტკბეთ ? გამოვარჩევთ ტალანტს უჩვეულო ვითარებაში?

ამ გამოცდილების ერთ-ერთი დასკვნა შესაძლოა ასეთიც იყოს: თუკი ჩვენ წუთიც ვერ გამოგვინახავს, რათა შევჩერდეთ და ყური დავუგდოთ მსოფლიოს ერთ უდიდეს მუსიკოსს, რომელიც უკრავს ერთ-ერთ საუკეთესო მელოდიას, რაც კი ოდესმე შექმნილა – რამდენი სხვა რამ გვრჩება ყურადღების მიღმა?

 “სიტყვა” მაგიური ძალა…

ea65f4f9da11

ორი ახალგაზრდა კენგურუ ტყეში თამაშობდა. უეცრად ისინი ძალიან ღრმა ორმოში ჩაცვივდნენ. ცდილობდნენ ამოხტომას, მაგრამ არ შესწევდათ ძალა საკმარისად მაღლა ამხტარიყვნენ, რომ როგორმე თავი დაეღწიათ იქაურობისთვის.

ამასობაში ორმოსთან კენგურუების დიდი ჯგუფი შეგროვდა. ისინი ორმოში მყოფ კენგურუებს ჩასძახოდნენ, რომ ორმოდან ამოსვლა შეუძლებელი იყო. უფროსი კენგურუ რამდენიმე ხნის შემდეგ დანებდა და მიიძინა, მაშინ როცა უმცროსი მეტად და მეტად ცდილობდა ორმოდან ამოღწევას. როგორც იქნა, მან ეს შესძლო. მაყურებლები გაოცებულები იყვნენ. მათ ჰკითხეს კენგურუს: როდესაც გეუბნებოდით, რომ შენ ამას ვერ შესძლებდი, რატომ აგრძელებდი ბრძოლას, მიზნის მისაღწევად?

სინამდვილეში კენგურუ ყრუ იყო და სწორედ მაყურებელთა ოვაციებმა და შეძახილებმა შეაძლებინეს მას შეუძლებელი.

მორალი: აკონტროლეთ სიტყვები, ისინი სხვებზე მოქმედებენ!

 

იმედია მოგეწონათ. და თუ თხოვნა იქნება, ასეთ პოსტს კიდევ დავდებ…
 
წყარო: astrologia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button