გართობა

Strange Notes სკეიდბორდერები

d9cc860f2dec

გაგრძელებაში იხილეთ სურათები, ვიდეოები და მცირე ინფორმაცია

5729f9ce565d

ისინი მზად არიან ნებისმიერი რისკისთვის, მათ არ აქვთ შიშის გრძნობა, ეს მათთვის მეორე ცხოვრებაა.

1d09ed8f5f20

ყოველდღე ეს ადამიანები ეძებენ რაიმე ახალს და არ ჩერდებიან ერთი და იმავე დონეზე, მათი მიზანია, რაც შეიძლება დიდი სიამოვნება მიიღონ ამ სფეროში და გამოსდით კიდეც

a16b0cf223bc

ca223cfb0ed7

22b5a4e3ae61

ea12847dc141

a46206cd31dd

ეს ადამიანები უკვე 9 წელია, მისდევენ ამ სპორტს და თავის დანებება ჯერ არ გადაუწყვეტიათ. პირიქით, მათ ჩამოაყალიბეს ისეთი ჯგუფი, რომელიც 3 ნაწილად არის დაყოფილი: დამწყებები გადიან 5 თვიან ვარჯიშს და თქვენ წარმოიდგინეთ, გამოცდასაც კი აბარებენ 5 თვის შემდეგ. გამოცდის წარმატებულად გადალახვის შემთხვევაში კი გადაინაცვლებენ მეორე ჯგუფში, სადაც ისინი გადიან 2 თვიან ვარჯიშს შედარებით გამოცდილ ექსტრემალებთან. ხოლო 2 თვის შემდეგ ენიჭებათ სრულყოფილი სტატუსი. ეს ხალხი ერთმანეთისთვის ნათესავებივით, უფრო მეტიც ძმებივით არიან. ისინი ერთად იღებენ ყველანაირ გადაწყვეტილებას და ერთმანეთში კამათის გარეშე წყვეტენ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საქმეს. მათ აქვთ უკვე საკუთარი სავარჯიშო დარბაზები, ტრასები და ა.შ ხალხის სიმრავლის გამო ჯგუფი ორად გაიყო და ასე ცდილობენ დამწყები ახალგაზრდების პროფესიონალად ჩამოყალიბებას. ყველაფერი კი არც თუ ისე კარგად დაიწყო : ადრე დაახლოებით 2002 წელს ეგრეთ წოდებული ექსტრემალების 6 კაციანი გუნდი ერთ-ერთ უბანში ჩვეულებრივ დღეს ვარჯიშობდა, როდესაც ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც სულ რაღაც 13 წლის იყო, შემთხვევით სერიოზული ტრამვა მიიღო, რომელიც არც თუ ისე ადვილი გადასატანი აღმოჩნდა. იგი ერთ-ერთი ილეთის შესრულების დროს ჭიშკრის წვეტიან რკინაზე ჩამოეგო, რის შედეგადაც 4 თვე რეანიმაციაში გაატარა, ხოლო ახალგაზრდის მშობლებმა გუნდის წევრებს პასუხი მოსთხოვეს და საქმე სასამართლომდე მივიდა. რა თქმა უნდა, გუნდის წევრები დამნაშავეები არ იყვნენ არაფერში და სასამართლოც მათ სასარგებლოდ დამთავრდა, ხოლო ის ახალგაზრდა 13 წლის ბიჭი კი უკვე სრულყოფილი წევრია, მათი გუნდის და ევროპის რამოდენიმე გზის ჩემპიონიც გახლავთ. ნელ-ნელა ეს გუნდი პოპულარობას იხვეჭს და დღესდღეობით საუკეთესოა ამ სფეროში..

b56602df1c4f

1e4514d81e4f

დღესდღეობით ეს ექსტრემალთა გუნდი ამ სფეროში საუკეთესოა და დღითიდღე ვითარდება. რამდენიმე მათგანს შვილიც კი ჰყავს მისი ასაკის მიუხედავად და ალბათ რომ წამოიზრდებიან, ისინიც გაყვებიან ამ სპორტს და მამებისგან ისწავლიან ბევრ რამეს. გუნდის წევრთა რაოდენობა უკვე 80 კაცს შეადგენს და დღითიდღე ემატება ხალხი. ასაკი შეზღუდულია 10 წლამდე, რადგან ისინი ჯერ მზად არ არიან ამხელა პასუხისმგებლობის ასაღებად, რადგან ტრამვები ძალზედ ბევრია, მაგრამ არც თუ ისე სერიოზული, რადგან ჯერ ნაკლებათ გამოცდილებს სპეციალურ დარბაზში ავარჯიშებენ, სადაც გარკვეული ზომებია მიღებული ტრამვისგან დასაცავად. ხოლო ვინც გარეთ ქუჩის პირობებშია, ის უკვე გამოცდილია და წაქცევის შემთხვევაშიც კი არ კარგავს თვითკონტროლს და თქვენ წარმოიდგინეთ, რბილად ეცემა. წარმატებებს ვუსურვებ მათ გუნდს, რადგან მეც ძალიან მომწონს ეს სპორტი მიუხედავად იმისა, რომ არ გამომდის :D:D .

სულ ეს იყო. მე გაგაცანით ეგრეთ წოდებული ექსტრემალების გუნდის ისტორია და მცირედი ინფორმაცია მათ შესახებ. იმედია, მოგეწონათ, რადგან ძალიან ბევრი ვიწვალე მათზე ინფორმაციის მოსაპოვებლად და მერე გადასათარგმნად.

იმედია პოსტი მოგეწონათ. და ვიმედოვნებ ეს სპორტი საქართველოშიც საფუძვლიანად მოიკიდებს ფეხს..

წყარო strangenotes.com და სხვა საიტები…

Back to top button