არქივი

უცნაური მოთხრობა…

ec184cad45b1

პატარა მოთხრობაა და არ დაგეზაროთ წაკითხვა :)

დიდი ხანია ქვეყანა ასეთი ლამაზი არ ყოფილა. ირგვლივ ყველაფერი მწვანეა: ხავსები დიდი მატლებით და ჭიებით, ჭაობები მწვანე, ჭუჭყიანი წყლებით, შიგ მომხიბვლელი გომბეშოებით და უცნაური თევზებით.
ყვავილები გაგაოგნებენ თავიანთი არაორდინალურობით: ისეთი შავები არიან, ისეთ სითბოს და სიყვარულს აფრქვევენ, რომ სიცოცხლე მოგბეზრდება. ქარი უბერავს ვიღაცის გახრწნილ და ნახევრად დამპალ თავს აქეთ-იქეთ ათამაშებს, თითქოს სხვა გასართობი არ ქონდესო. იქვე მახლობლად შეყვარებული წყვილი ზის და ბუნების მშვენიერებით ტკბება. ხე ისე გამხმარა, რომ ხეს აღარ ჰგავს. მისი ფესვები სიდამპლის სუნს აფრქვევენ და მიდამოს სიცოცხლით ავსებენ. მზე ისე ძლიერ გვათბობს, რომ ყველაფერი ხმება, იწვება, იბუგება. ცეცხლზე მშვენიერი რა უნდა იყოს, რომ მოგედება ისეთ სიამოვნებას გრძნობ, თითქოს ცეცხლი გიკიდია. მთები ახლა უფრო მედიდურად და ქედმაღლურად გამოიყურებიან. მათი გულ-მკერდი ყითელი, სარეველა ბალახით დაფარულა და ფორთოხლებს დამსგავსებიან, დამჭკნარ ფორთოხლებს!..
უფრო გაძლიერდა სიყვარული გრძნობა. საკუთარი თავი ისე შეგივყვარდა, რომ სხვა ყველაფერი დაგვავიწყდა. ეს კარგია, რადგან ვინმე მაინც ხომ გვიყვარს, საკუთარი თავი მაინც.
ზღვები და ოკეანეები კიდევ გაიზარდნენ და ხმელეთის ნახევარი დაფარეს. ევროპამ გულის ფორმა მიიღო. კოსმოსიდან ისე ლამაზად ჩანს… როგორი სიმბოლურია. ევროპელი ხალხების გულები ხომ სიყვარულით სავსენი არიან. მათი გულენი ისე გაიზარდა, რომ სინდისი გადაფარა და ახლა სინდისის ნაცვლად ორჯერ უფრო დიდი გულები აქვთ, სიყვარულით სავსე გულები, საკუთარი თავის, გართობის, დროსტარების, სიამოვნების სიყვარულით სავსე გულები. საქართველოც ევროპაა, რა მაგარია. ყველას ადარდებს ჩვენი ბედი, ყველას ვუყვარვართ, ისე ძალიან, რომ არ იციან რითი დაგვეხმარონ. მართლაც აღარ იციან რითი დაგვეხმარონ და აღარ გვეხმარებიან.

ეს არის ჩემი ძმაკაცის მიერ, ორი წლის წინ დაწერილი მოთხრობა და ძალიან კრიტიკულებიც ნუ იქნებით… 15 წლის ასკში შექმნილი “შედევრია” :) გთხოვთ შეფასება იყოს ეთიკის ფარგლებში…

მსგავსი ამბები

Back to top button