არქივი

პენტაგრამა, ოქროს კვეთა და საქართველო

1297dc158c41
ჩემი წინა პოსტი ეძღვნებოდა პენტაგრამის თემას და “ოქროს კვეთის” პრინციპის გამოყენებას თანამედროვე და ანტიკურ სამყაროში. მაშინ დაგპირდით, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაგრძელებდი ამ თემაზე წერას, თუ საზოგადოების ინტერესი იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობ, აჯობებს კიდევ ერთი პოსტი შემოგთავაზოთ ამასთან დაკავშირებით. კერძოდ საქართველოში პენტაგრამისეული “ოქროს კვეთის” პრინციპის გამოყენების ფაქტებზე.

როგორც ცნობილია, საქართველოში იცნობდნენ “ოქროს კვეთის” პრინციპს პროკლე დიადოხოსის ნაშრომის “თეოლოგიის ელემენტებიდან”, რომელიც ქართულადაც კი იყო თარგმნილი.

კომენტირება კი იოანე პეტრიწმა (1055-1130) გაუკეთა. როგორც ჩანს XI-XII საუკუნეებში ქართული მეცნიერება დაინტერესებული იყო ახალი აღმოჩენებითა და თეორიებით, რომელის თარგმნის ერთადერთ მიზეზად მხოლოდ სამეფო კარის სწავლულთათვის იყო განკუთვნილი.

1297dc158c41
იოანე პეტრიწი და ანტიკური ფილოსოფია.

ცნობილია, რომ “ოქროს კვეთის” პრინციპი იმდენად დაინერგა და ფართო გამოყენების გახდა საქართველოში, რომ შუა და ცოტა ადრეული საუუკინეების კოკებიც და სურებიც სწორედ ამ პრინციპით არის აგებული.

44d3bfe5ec69
სურა.

გ. წერეთელი კი თვლიდა, რომ “თამარიანსა” და “ვეფხისტყაოსანში” გამოყენებული დაბალი შაირი შემთხვევით სულაც არ იყო “ოქროს კვეთის’ პრინციპით დაყოფილი.

6db87047cf4c
გ.წერეთელი

ვეფხისტყაოსნის 1587 სტროფიდან 863 – როგორც უკვე აღვნიშნე ე. წ. დაბალი შაირი დაყოფილია შემდეგნაირად. 8 მარცვალი გაყოფილია ორ ნაწილად, რომელთაგან ერთი ხუთ, მეორე კი სამ მარცვლიანია. აქედან გამომდიარე კი ვიღებთ შეფარდებას 3:5:8. 3:5=0.6 5:8=0.6. როგორც ვხედავთ ზუსტად 0,618 ვერ მივიღეთ მაგრამ ეს მარტივი მიზეზით აიხსნება – ლიტერატურაში მხოლოდ ლუწი და კენტი მარცვლები შეიძლება არსებობდეს და მათ შორის საშუალო არ არის. რომ იყოს აუციებლად მივიღებდით პითაგორელების მაგიურ ციფრს.

5af3bbb870e9
შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი.

როგორც ვხედავთ პენტაგრამის პრინციპის გამოყენება ჩვენი წინაპრებისთვის უცხო ნამდვილად არ ყოფილა და არც თავად სიმბოლო გახლავთ უცხო. უახლოეს წარსულში სწორედ ის იყო საბჭოთა არმიის, კომუნიზმის სიმბოლო, ორდენები და ა.შ.

9d4e91a79be0
გამარჯვების ორდენი.

გარდა საბჭოთა წარსულისა პენტაგრამას ვაწყდებით ყოველი ფეხის ნაბიჯზე. პირველკლასელ მოსწავლეებსაც ხომ ამ სიმბოლოს აძლევენ წარმატების ნიშნად.

a1123c0a0ddc
ფერადი ვარსკვლავი, რომლის მიღებაც ძალიან უხარიათ პატარებს :)

რელიგიურადაც რომ განვიხილოთ ბიბლიურად ვარსკვლავს ძალზე დიდი დატვირთვა აქვს. ღვთისმშობლის ხატებზე ხშირად ვხვდებით რვა ქიმიან ვარსკვლავს. ბიბლიური დავითის სიმბოლოდ ითვლება ექვს ქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც სავარაუდოდ შემთხვევით არ უნდა შედგებოდეს ორი მართკუთხა სამკუთხედიდან.

b9a8a5235910
დავითის ვარსკვლავი, ისრაელის სიმბოლო.

ხოლო ხუთქიმიანი ვარსკვლავი ივარაუდება, რომ სოლომონის ბეჭედია, მაგრამ რადგან ამის დამამტკიცებელი დოკუმენტური მასალა არ არსებობს პენტაგრამის სოლომონ მეფესთან დაკავშირება, შუა საუკუნეების ლეგენდად უფრო ითვლება ვიდრე მეცნიერულ შეხედულებათ.

f7b3356025b2
სოლომონ მეფე. ააშენა პირველი ტაძარი.

ჩემი აზრით სოლომონის დაკავშირება პენტაგრამასთან მხოლოდ ლეგენდა არ უნდა იყოს. იოანეს გამოცხადების მიხედვით ერთ-ერთი ბეჭდის ახსნის შემდეგ გამოვლენ 7 ანგელოზნი, რომლებიც ჩაჰბერავენ 7 საყვირს და კაცობრიობას დაატყდება განსაცდელი. ერთ-ერთი ასეთი კი შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროში ვამპირებად მიჩნეულ არსებებს ჩამოჰგავენ (ყოველ შემთხვევაში ერთნაირ საქმიანობას ეწევიან), რომელთა წარმოშობა ძველი აღთქმის მიხევით ანგელოზებისა და ადამიანის შვილების შთამომავლობას უკავშირდევა და ღმერთმა ურჩი ანგელოზი სავარაუდოდ ამ ბეჭდით დაბეჭდა, როცა უდაბნოში პირქვე დამარხა და 1000 წლით დაატყვევა.

ალბათ ყველას გვინახავს ჰოლივუდური ვარსკვლავის გახსნის ცერემონიები და დიდადაც გაგვხარებია, როცა ჩვენი საყვარელი მსახიობი დაუფასებიათ ასე, მაგრამ მათ ვარსკვლავებს თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ პენტაგრამაა.

1c02dd7bdc71
პენელოპა კრუსის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია.

მოკლედ, რომ ვთქვათ ძალიან ბევრ ასოციაციას გვიტოვებს ეს სიმბოლო და აჯობებს თუ ყველაფერს ერთად არ განვიხილავთ. შემდეგ პოსტში კი შემოგთავაზებთ პლატონურ სხეულებსა და დოდეკაედრისა და პენტაგრამის შედარებით ანალიზს.

გამოყენებული მასალა :
გ.წერეთელი, გაზეთი “დროება”, 1966 წ. გაზაფხული პუბლიკაცია

ლ. ალექსიძე,  “იოანე პეტრიწი და ანტიკური ფილოსოფია”.

მ. კოპალეიშვილი,  “ციფრების სამყარო”

evelin_greis

წერა ჩემი ცხოვრების ნაწილია, ვიმედოვნებ მხოლოდ მე არ მომანიჭებს სიამვნებას ეს პროცესი :)
იხილეთ ასევე
Close
Back to top button