კულტურაუცნაური

ვეფხვმა მნახველების წინაშე თავის მომთვინიერებელს ყელი გამოჭამა

Тигр перегрыз горло смотрителю зоопарка на глазах у посетителей

ზოოპარკის ზედამხედველი და ვეფხვის მომთვინიერებელი აგერ უკვე 15 წელია, რაც ოთხფეხა მტაცებლებს უვლიდნენ. გუშინ კი მის დასანაყრებლად გალიაში შესულ მომთვინიერებელს უკნიდან ვეფხვი დაესხა თავს და თავისი ბასრი და უზარმაზარი კბილებით ყელი მთლიანად გამოაჭამა.

56 წლის მამაკაცი მიუნსტერში, გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში განლაგებულ ზოოპარკში „მოღვაწეობდა“ . ის ძალიან გამოცდილი გახლდათ ამგვარ საკითხებში, ის ძალზედ თამამი იყო  მტაცებლების მიმართ, თვით ცხოველებიც ძლიერ მოწიწებითა და შიშით ეპყრობოდნენ, თუმცა ცხოველი მაინც ცხოველია და ერთხელ დაშვებულ შეცდომას არას დიდებით გაპატიებს.

Тигр перегрыз горло смотрителю зоопарка на глазах у посетителей

ხანში შესული მომთვინიერებელი აგერ უკვე რამდენიმე წელია, რაც ხალხის წინაშე პოზიორობს თავისი „ტრიუკებით“, ის საზოგადოდ დაბმულ ვეფხვებს აჭმევს ხორცეულს და ამით აღტაცებაში მოყავს ისინი.

დრევანდელი ინციდენტი კი, როგორც გამომძიებლები ამბობენ, დაზარალებულის დაუდევრობამ გამოიწვია. მან, ტაშის მოლოდინში მყოფმა, კარგად ვერ მიაბა გიგანტი ლეშიჭამელი და არაპროფესიულმა საქციელმა თავისი გამოიღო.

მარტინი(მისი გვარი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ კიდევ უცნობია) პირველი არ ყოფილა ვეფხვის თავდასხმის ობიექთაგან. მტაცებელმა, სახელად რასპუტინმა, წინათაც მოინდომა დამატებითი „ულუფას“ მოპოვება, თუმცა მაშინ იყოჩაღა თავდამცველმა და სიკვდილს დაუსხვლტა კლანჭებიდან.

tigr peregryz gorlo smotritelyu na glazax u posetitelej zooparka 43772 1

საუბედუროდ იგივე ვერ მოახერხა მარტინმა, ზოოპარკის უფროსობამ განაცხადა, რომ მარტინს ძლიერ უყვარდა თავისი აღსაზრდელები და თვით „შეგირდებიც“ მას აღიქვამდნენ მეტს, ვიდრე უბრალოდ მოსიარულე ხორცს. ის მათ უყვარდა, თუმცა მიზეზი ამგვარი გაავებისა ვერ გაუგიათ.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ შემთხვევა ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია და ყველაფერს პროფესიონალთა ბოლოსიტყვა დაადგენსო. თუმცა ვარაუდობენ, რომ შემთხვევა ტრაგიკულია და არაფერი არ აქვს კავშირი სამართალდარღვევასთან.

 

ნახეთ ვიდეო:

Back to top button