არქივი

Vampire Knight

d87aa5f472df
რადგან ჩემი წინა პოსტი (სიკვდილის წიგნაკი/Death Note) ძალიან მოგეწონათ, გადავწყვიტე დამეწერა ახალი პოსტი მეორე არანაკლებ საინტერესო ანიმეზე  რაინდ ვამპირზე (Vampire Knight).

მანგა შექმნა მაცური ჰინომ და მის საფუძველზე დახატეს ანიმეც. მანგის სახით პირველად გამოვიდა იაპონიაში 2005 წელს ჟურნალ  LALA-ში, ხოლო აშშ-ში კი 2006 წლის ივნისში, ჟურნალ Shojo Beat-ში. მანგის მიხედვით შეიქმნა ანიმეს 2 სეზონი, ორივე სეზონი გამოვიდა 2008 წელს.

მოვლენები ვითარდება აკადემია კროსში-პრესტიჟულ საგანმანათლებლო ორგანიზაციაში, ზუსტად დაუდგენელია, თუ რომელ წელს ვითარდება მოვლენა, მიახლოებით შეიძლება გამოვიცნოთ იარაღებითა და ტექნიკით, რომელიც მანგას ბონუს თავებში გვხვდება. ამ აკადემიაში არის ორი განყოფილება, დღისა და ღამის. დღის განყოფილებაში სწავლობენ ჩვეულებრივი ადამიანები, ხოლო ღამის მოსწავლეები წარმოადგენენ ელიტას.

73647c483fee

დღის განყოფილების სტუდენტებმა და მოსწავლეებმა არ იციან, რომ ღამის მოსწავლეები და მასწავლებლები ვამპირები არიან. მთავარი გმირია იუკი კროსი, მასთან ერთადაა მისი ბავშვობის მეგობარი და ვამპირებზე მონადირე კლანის მემკვიდრე ზერო კირიუ.

b93ad6bae006

e2aad86194b2

ისინი არიან როგორც პრეფექტები
6af3377bcea7
(უფროსი კურსელები, რომლებმაც უნდა იზრუნონ უმცროს კურელებზე). ისინი ასევე აკონტროლებენ დღისა და ღამის განყოფილების სტუდენტების ურთიერთობას, რათა არ გაიცეს მათი ვამპირობის და საერთოდ ვამპირების საიდუმლო.

ეს ანიმე იმითი არის კარგი, რომ აუცილებლად ჩაგითრევთ(ნუ კარგია თუ ცუდი თქვენ განსაჯეთ) და გარანტიას გაძლევთ, რომ ანიმეს დასრულებამდე ვერ მიხვდებით ვინ რას რატომ აკეთებს(ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეგრევე ბოლო სერიას უყუროთ :D).
ეს საუკეთესო ”soundtrack”-ები:

ეს კი თრეილერები:


იმედია მოგეწონათ.

მსგავსი ამბები

Back to top button