არქივი

საწოვარა ბავშვისთვის მავნებელია !

0376836047f4

ძალიან დიდი ხანია უკვე,რაც სამეცნიერო და სამედიცინო წრეებში მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ საწოვარას ბავშვებისთვის უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოაქვს, ვიდრე დადებითი.

ამ დრომდე არსებული მოსაზრების თანახმად, საწოვარა მხოლოდ კბილების დეფორმაციას იწვევდა, ახლა კი ექიმებმა ისიც დაადგინეს, რომ მისი რეგულარული მოხმარება ბავშვებში ოტიტის (ყურის ანთების) გამომწვევი მიზეზიც ხდება. აღნიშნული ფაქტი ჰოლანდიელმა სპეციალისტებმა 5 წლიანი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომელშიც 500-ზე მეტმა ჩვილმა მიიღო მონაწილეობა. ბავშვებზე განხორციელებულმა დაკვირვებებმა ცხადყო,რომ ყურთან დაკავშირებული ინფექციების გაჩენის რისკი საწოვარას შეჩვეულ პატარებში ორჯერ იზრდება.

ამ პრობლემას საკმაოდ სერიოზული ყურადღება დაუთმეს გერმანელმა სპეციალისტებმაც, რომლებმაც 4 წლამდე ასაკის 476 ბავშვის მდგომარეობა გამოიკვლიეს და გამოავლინეს, რომ 90 მათგანი ოტიტის გაჩენის სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა. ექიმები ფიქრობენ, რომ ამ არასასიამოვნო დაავადების გამოწვევა შემდეგნაირად ხდება: საწოვარას დახმარებით სახის მიდამოებიდან ჯერ ცხვირში, შემდეგ კი შუა ყურში უფრო ბევრი ბაქტერია ხვდება. აქედან გამომდინარე, ისინი მშობლებს კატეგორიულად არ ურჩევენ ბავშვებისთვის საწოვარას მიცემას… :papa:

620a7d359016

წყარო: ქრონიკა

მსგავსი ამბები

Back to top button