უცნაური გასართობი, რომლის გამომგონებლის ვინაობა არ არის ცნობილი, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა, დანარჩენი გაგრძელებაში
ეს არის დიდი საღეჭი რეზინი, რომელსაც არ აქვს სუნი და გემო, საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს ხელში, მას შეიძლება მისცე ნებისმიერი ფორმა, იგი იწელება და შემდეგ ისევ იბრუნებს თავის ფორმას. არაა ცნობილი, რატომ ან ვის მიერ შეიქმნა, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ საინტერესო გასართობია. წარმოგიდგენთ რამოდენიმე სურათს.
Handgum-ი იმდენად მკვრივია, რომ შეიძლება მისგან გამოძერწილი ჩაქუჩით ლურსმნებიც კი დავაჭედოთ (მე ეჭვი მეპარება, მაგრამ რომ მქონდეს აუცილებლად შევამოწმებდი).
Handgum-ი ყოველთვის მიისწრაფვის დადნობისაკენ, თქვენ ამის შემჩნევას შეძლებთ, თუ მას რაიმე ფორმას მისცემთ და დაიცდით და დაინახავთ, როგორ გადაიქცევა ის თხელ მასად.
მიამაგრეთ Handgum-ი რაიმე ზედაპირზე ქვემოდან და თქვენ დაინახავთ, თუ როგორ გაიწელება და ჩამოწვეთავს ძირზე.
ნელა გაწელეთ Handgum-ი და იგი გაიწელაბა ძალიან დიდზე, ისე რომ არ გაწყდება.
Handgum-ს მიეცით ბურთის ფორმა, შემდეგ დააგდეთ ძირზე და თქვენ გაოცდებით, ისე კარგად დახტუნავს იგი იატაკზე.
თუმცა ნებისმიერი ადამიანი მას მოუძებნის სხვადასხვა უამრავ გამოყენებას, მაგალითად:
1. იგი გამოდგება ნერვების დასამშვიდებლად, იმის მაგივრად რომ იკვნიტოთ ფრჩხილები.
2. ითამაშეთ როგორც ბურთით, ესროლეთ კედელს ან იატაკზე.
3. ავარჯიშეთ ხელის კუნთები და აღიდგინეთ ძალა ტრავმის შემდეგ.
4. გაბერეთ ბუშტები და გახეთქეთ ისინი.
5. აჩუქეთ ვინმეს დაბადების დღეზე და არ უთხრათ, რა არის.
6. ან გააკეთეთ ტელეფონის ჩასადები, რომელიც წყალს არ ატარებს და დარტყმის საწინააღმდეგოა.
და ა.შ.
იმედია მოგეწონათ, მე გავაგრძელებ საღეჭ რეზინებზე საუბარს.