არქივი

საინტერესო ფაქტები ტექნოლოგიებისა და მექანიზმების შესახებ

27bdd0d4c22a

1. მსოფლიოში პირველი ესკალატორი გაკეთდა ინგლისში, ის გაუშვეს 1898 წლის 16 ნოემბერს, ქვეყანაში იმ დროისათვის ყველაზე უფრო ცნობილ მაღაზიაში ჰაროდსში (Harrods). მაღაზიის დირექტორმა გადაწყვიტა , რომ მოძრავი კიბე მოიზიდავდა კიდევ უფრო მეტ მყიდველებს. თუმცა თავდაპირველად ბევრმა ვერ გაბედა მასზე ასვლა, ხოლო “თამამებს” კიბის ბოლოში ელოდნენ მაღაზიის თანამშრომლები და სთავაზობდნენ ბრენდის ან სასუნთქ მარილს.


c0a4764b549e

2. იცით, რომ სახელწოდება Jeep («ჯიპი») შეიქმნა სამხედრო უნივერსალური ავტომანქანის შემოკლებული დასახელებისაგან . სახელი “ჯიპი” გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის დროს. 1941 წელს აშშ-ის არმიამ ჩაატარა ტენდერი მსუბუქი და სანდო ავტომანქანების შეძენაზე. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია Willys-Overland–მა . როგორც ჩანს გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ კომპანიის მიერ შეთავაზებული ავტომანქანების ძალიან დაბალმა ფასმა. ერთი მანქანა ღირდა სულ რაღაც 738,74 ამერიკული დოლარი. კომპანია Willys-Overland-ის მიერ წარმოებული ავტომანქანები აღმოჩნდნენ ძალიან უნივერსალურები. მასზე დაჭრილებიც გადაჰყავდათ, მისით დაზვერვაზეც დადიოდნენ, ზედ დგამდნენ ყუმბარმტყორცნსაც. მანქანებს იყენებდნენ როგორც სატვირთო დანიშნულებით, ასევე მასზე გადაადგილდებოდნენ ოფიცრებიც. სწორედ ამის გამო დოკუმენტაციაში მანქანებს შემოკლებულად მოიხსენიებდნენ როგორც GP – რაც ნიშნავს General Purpose – საერთო დანიშნულება.

რთული სათქმელია შემოკლებული GP-დან როგორ გამოვიდა სახელი Jeep, არის ასეთი ვერსიაც . იმდროისათვის არსებობდა ძალიან პოპულარული კომიქსების პერსონაჟი, პატარა, გაურკვეველი ჯიშის დიდცხვირა ცხოველი – იუჯინ ჯიპი. ამერიკელები ამ სახელით მოიხსენიებდნენ ყველაფერს, ადამიანიდან დაწყებული, თვითმფრინავამდე დამთავრებული. ამგვარად 1936 წელს კომპანიამ Halliburton Oil Well Cementing ჯიპი დაარქვა სამოქალაქო ყველგანმავალ ავტომანქანას (Off-road vehicleве) FWD. მანქანას ორივე მხარეს ეწერა – Jeep. ხოლო 1 წლის შემდეგ 1937 წელს ჯიპი დაარქვეს სამხედრო ვერტმფრენს YB17. 40-იანი წლების დასაწყისში ამერიკულმა გაზეთებმა გამოაქვეყნეს მაბუქსირებელი ავტომობილის MM NTX სურათები, რომელსაც სათაურად ეწერა: “ჯიპი ეხმარება გმირების სიცოცხლის გადარჩენაში” და ამის შემდეგ დაიწყო…

4a551d7b4419

3. ჩაის პაკეტები გამოგონებული იქნა სრულიად შემთხვევით. ჩაის მაგნატი ტომას სალივანი არ ცდილობდა გამოეგონა გამოეგონა ჩაის დაყენების რაიმე ახალი ტექნოლოგია, ის უბრალოდ ცდილობდა შეემცირებინა მისი შეფუთვის ხარჟები. 1904 წელს მან გადაწყვიტა, რომ ის გაცილებით შეამცირებდა ხარჯებს, თუ თავის პოტენციურ მყიდველებს, ჩაის ნიმუშებს ჩვეული, მეტალის კოლოფის ნაცვლად გაუგზავნიდა მოთავსებულს რაიმე უფრო იაფ შეფუთვაში . ასეთ შესაფუთ მასალად სალიმანმა აირჩია პატარა აბრეშუმის ტომრები, რომლებიც ხელით იყო შეკერილი და შიგ თავსდებოდა ჩაის დიდი პორციები.

ყველა დანარჩენი ნაბიჯები ამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვის გზაზე გადადგეს სალივანის კლიენტებმა. მათ ჩათვალეს , რომ შესთავაზეს ჩაის დაყენების ახალი ტექნოლოგია და დაიწყეს ასეთი ტომრების სულ უფრო მეტი და მეტი შეკვეთა. ასეთი ტომრების პოპულარობის ზრდის გამო დაიწყეს პაკეტების მარლისაგან დამზადება, ხოლო შემდეგ გადავიდნენ ქაღალდზე. თანამეროვე ჩაის პაკეტები, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, გამოშვებული იქნა 1929 წელს ადოლფ რამბოლდომის მიერ.

d7df9cdee283

4. ცეცხლსასროლი იარაღისა და ცივი იარაღის შეთავსება აზრად მოუვიდა ერთერთ ფრანგ გამომგონებელს 1640 წელს. ცეცხლსასროლი იარაღი გამოგონებულ იქნა XV საუკუნეში, მაგრამ ბრძოლისას მეომარს უწევდა ხან ესროლა იარაღიდან, ხანაც ებრძოლა ცივი იარაღის გამოყენებით. დამეთანხმებით საკმაოდ მოუხერხებელია. გამომგონებელმა იფიქრა, რომ იარაღზე დაემაგრებინა მოკლე დაშნა. ამის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლებოდა ისევე როგორც ცივი იარაღის. სამწუხაროდ გამომგონებელის სახელი ისტორიამ ვერ შემოგვინახა.

1a9f101e58c9

5. პირველი ლურსმანი გაჩნდა 5000 წლის წინ . მესოპოტამიის უძველეს ქალაქ ურში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წელს ლურსმანს უკვე იყენებდნენ. პირველად ლურსმანს ამზადებდნენ მყარი ჯიშის ხის მასალისაგან, თევზების ძვლებისაგან, მას თლიდნენ ქვისგანაც. XVI საუკუნემდე ლურსმნებს მჭედლები ამზადებდნენ ხელით. თუმცა ეს პროცესი ძალიან შრომატევადი იყო, 1741 წლისათვის ინგლისში ლურსმნის წარმოებაზე მუშაობდა 65 000 კაცი. პირველი ლურსმნის დამამზადებელი მანქანა გამოიგონა ამერიკელმა იზიკიელ რიდმა, XVIII საუკუნის ბოლოს. ხოლო 1851 წელს ნიუ-იორკელმა ადოლფ ბრაუნმა გამოიგონა მავთულის ლურსმნის დამამზადებელი მანქანა.

cc4ddfbcff5b

6. პირველი სეისმომეტრი ( რომელსაც ეხლა სეისმოგრაფს ეძახიან) – დანადგარი , რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია მიწისძვრის დაწყების განსაზღვრა, გამოგონებულ იქნა ჯერ კიდე 132 წელს ჩინელი გამომგონებლის ზანგ ხენგომის მიერ. ის წარმოადგენდა ჯამს სპილენძის გუმბათით. გარშემორტყმული ქვის ურჩხულის თავებით, რომელთაც პირში ჰქონდათ ბრინჯაოს ბურთები. დანადგარის მუშაობის პრინციპი მდგომარეობდა იმაში, რომ მიწის ზედაპირის რხევის დროს, მას მოძრაობაში მოყავდა გუმბათზე დაკიდებული ქანქარა, რომელიც აგდებდა ურჩხულის პირიდან ბურთს და ის ვარდებოდა ბაყაყის ღია პირში, რაც წარმოქმნიდა ძლიერ ხმას. ეს იყო სიგნალი მიწისძვრის დაწყების. ამასთან იმის მიხედვით თუ რომელი ბურთი ჩამოვარდა შეიძლებოდა იმის განსაზღვრა თუ რომელი მხრიდან იყო მიწისძვრის ეპიცენტრი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button