გამოგონებასაკითხავისასარგებლო

შეცდომა – დიდი აღმოჩენის საფუძველი

5550cb270120

კაცობრიობის ზოგიერთი გენიალური გამოგონება ადამიანთა შეცდომის და შემთხვევითობის შედეგია, ალბათ ყველაზე ცნობილი მსგავს აღმოჩენებში ეს ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენაა – ის სინამდვილეში მიცურავდა აზიის მხარეს და აღმოჩნდა ამერიკაში.

კოკა-კოლა

1886 წელს ექიმი და ფარმაცევტი ჯონ ფემბერტონმა ცდილობდა მოემზადებინა მიქსტურა მატონიზირებელი ეფექტის მქონე სამხრეთამერიკული მცენარის კოკას ფოთლებისა და აფრიკული თხილის კოლას გამოწურვით. ფემბერტონმა გასინჯა მიქსტურა და მიხვდა, რომ მიქსტურას ჰქონა შესანიშნავი გემო. მან ჩათვალა, რომ ეს სიროფი დაეხმარებოდა ადამიანებს დაღლილობის, სტრესისა და კბილის ტკივილის გადალახვაში. ფარმაცევტმა წაიღო სიროფი ატლანტის ყველაზე უფრო დიდ აფთიაქში. იმავე დღეს გაიყიდა სიროფის პირველი პორციები , ერთი ჭიქა 5 ცენტად. ხოლო ყველასათვის ცნობილი Coca-Cola ქვეყანას მოევლინა შემთხვევითობის წყალობით. სიროფის გამყიდველს აერია ონკანები და ჩვეულებრივი წყლის მაგივრად სიროფში ჩაასხა გაზიანი წყალი. მიღებული ნაზავი გახდა კოკა-კოლა. თავდაპირველად ამ სასმელს არ ჰქონდა დიდი წარმატება. პირველ წელს ახალი სასმელის რეკლამაზე წარმოებამ დახარჯა 79.96 $ , მაგრამ შეძლო მხოლოდ 50 დოლარის სასმელის გაყიდვა . ამჟამად კოკა-კოლას ამზადებენ მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში.

მწებავი ფურცლები

539c4ebe690d

მწებავი ფურცლები გაჩნდა ექსერიმენტის შედეგად, როცა ცდილობდნენ წებოს სიმკვრივის გაზრდას. 1968 წელს კომპანია 3M – ის კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომელი ცდილობდა გაეზარდა მწებავი ლენტის (სკოტჩის) ხარისხი. მან მიიღო სქელი წებო, რომელიც იყო სრულიად გამოუსადეგარი სკოტჩის წარმოებისათვის. მკვლევარს უბრალოდ ვერ წარმოედგინა, რისთვის შეიძლებოდა მისი გამოგონების გამოყენება. 4 წლის შემდეგ, მისი კოლეგას, რომელიც თავისუფალ დროს მღეროდა ეკლესიის გუნდში და აღიზიანებდა ის , რომ ფსალმუნების წიგნიდან ფურცლები ხშირად უცვიოდა, გაახსენდა მისი მეგობარის გამოგონების შესახებ. 1980 წელს მწებავი ფურცლები პირველად იქნა გამოშვებული გაყიდვაში.

რეზინი

7495d2e37a49

1844 წელს გამომგონებელმა ჩარლზ გუდიარმა შემთხვევით აღმოაჩინა ისეთი რეზინის დამზადების რეცეპტი, რომელიც არ რბილდება სიცხეში და რა ხდება მყიფე სიცივეში. ახალ აღმოჩენას ეწოდა ვულკანიზაცია. გუდიარი წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა გაეუმჯობესებინა რეზინის ხარისხი, რომელიც იმ დროისათვის ძალიან მოუხერხებელი მასალა იყო. ერთხელაც უსაქმოდ ყოფნის დროს მან სამზარეულოს ღუმელზე გააცხელა რეზინი და გაურია გოგირდი. ამის შედეგად გაჩნდა რეზინი.

რეზინის ვულკანიზაციის აღმოჩენის პროცესი გახდა ბიძგი ელექტროწარმოების, ვინაიდან რეზინი წარმოადგენს სადენების საიზოლაციო მასალას. გუდიარის აღმოჩენამ გახადა შესაძლებელი თანამედროვე ავტომანქანების შექმნაც.

ურიკა სუპერმარკეტისათვის

cbc811a15b06

მაღაზიაში მოვაჭრე სილვან გოლდმანმა, 1936 წელს გამოიგონა მსოფლიოში პირველი საყიდლების ურიკა. გოლდმანი იყო მსხვილი სავაჭრო მაღაზიის მეპატრონე ქალაქ ოკლაჰამა-სიტიში. მან შეამჩნია, რომ მყიდველები უარს ამბობენ ზოგიერი რამის შეძენაზე, იმის გამო, რომ ის მძიმეა და არ შეუძლიათ მისი წაღება. აღმოჩენა შემთხვევით მოხდა გოლდმანმა დაინახა, რომ ერთერთმა მყიდველმა მძიმე ჩანთა დადო თავისი ბავშვის სათამაშო მანქანაზე. მოვაჭრემ პირველად ჩვეულებრივ ჩანთას გაუკეთა პატარა ბორბლები, შემდეგ საქმეში ჩართო მექანიკოსები და შექმნა თანამედროვე სავაჭრო ურიკის პროტოტიპი. ამ მოწყობილობის მასიური გამოშვება დაიწყო 1947 წელს. ურიკის გამოგონებამ დაუდო საფუძველი ახალი ტიპის მაღაზიის – სუპერმარკეტის შექმნას.

პოლიეთილენის ნაგვის ტომარა

2a97aae60157

ჰარი ვასილიუკმა 1950 წელს გამოიგონა მსოფლიოში პირველი ნაგვის პარკი. ვასილიუკი იყო გამომგონებელი და ინჟინერი , მას ერთხელ მიმართა ქალაქის მინიციპალიტეტმა, რომელმაც დაუყენა ამოცანა: გაეკეთებინა ისე , რომ მანქანაზე დატვირთვის დროს მანქანიდან არ გადმოყრილიყი ნაგავი. ვასილიუკი დიდხანს ფიქრობდა შეექმნა რაღაც მტვერსასრუტის მსგავსი, მაგრამ გადაწყვეტილება მოვიდა უცაბედად. მისმა ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა თქვა: “მე მჭირდება ჩანთა ნაგვისათვის!”. ვასილიუკი მიხვდა, რომ ამისათვის საჭირო იყო ერთჯერადი ტომარა და შესთავაზა, გაეკეთებინათ ისინი პოლიეთილენისაგან. პირველად ნაგვის პლასტიკური ტომრების გამოყენება დაიწყო ჰოსპიტალმა ქალაქ ვინიპეგში. ხოლო ნაგვის ტომრების კერძო პირებისათვის გაყიდვა დაიწყო 1960-იან წლებში.

მიკროტალღური ღუმელი

b528dedadb1c

ცნობილი მკვლევარი, 120-ზე მეტი გამოგონების ავტორი, მსოფლიოს ერთერთი მსხვილი სამხედრო-საწარმოო კომპანიის Raytheon თანამშრომელი, პერსი სპენსერი სრულიად შემთხვევით გახდა მიკროტალღური ღუმელის შემქმნელი.

1945 წელს ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ის ატარებდა კვლევებს, რომელიც ითვალისწინებდა რადარების ხარისხის გაუმჯობესებას. ცდების დროს მან ჩაიარა მოქმედ გამოსხივების წინ და აღმოაჩინა რომ შოკოლადი, რომელიც მას ჯიბეში ედო გადნა . რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ შეიქმნა მსოფლიოში პირველი მიკროტალღური ღუმელი, რომელიც იწონიდა 400 კილოგრამს . მას იყენებდნენ რესტორნებში, თვითმფრინავებში და გემებზე, ისეთ ადგილებში სადაც საჭირო იყო საჭმელის სწრაფი გაცხელება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close