საკითხავიუცნაური

ცენტრალია – ქალაქი მოჩვენება პენსილვანიაში

ცენტრალია – შახტიორთა პატარა ქალაქია პენსილვანიის შტატში. 1961 წელს ეს ქალაქი ათასობით ადამიანის სახლი იყო. 2007 წელს კი მათი რიცხვი 9–დე შემცირდა. რამ აიძულა მოსახლეობა სამუდამოდ მიეტოვებინა ეს პატარა ქალაქი?

მოსახლეობის ასეთი სწრაფი მიგრაციის მიზეზი იყო ცეცხლი, რომელიც ქალაქის შახტებში უკვე ნახევარი საუკუნეა ბობოქრობს.
უფრო უკეთ რომ გავიგოთ ამ შემთხვევის მიზეზი გადავხედოთ ამ ქალაქის ისტორიას. 1841 წელს ჯონათან ფაუსტმა პენსილვანიის არც თუ ისე დიდ დასახლებაში გახსნა პატარა სასადილო სახელწოდებით „მოზვერის თავი“ . 1854 წელს სამთო ინჟინერი ალექსანდრ რეი გამოგზავნილ იქნა რათა ამ დასახლებასთან დამაკავშირებელი გზის პროექტირება მოეხდინა. 1865 წლამდე ქალაქი ცნობილი იყო როგორც ცენტერვილი . თუმცა იმ დროისთვის ქალაქი ასეთი დასახელებით უკვე არსებობდა, რამაც იძულებული გახადა მოსახლეობა ქალაქისთვის სხვა სახელი მიეცათ. ასე დაიბადა სახელი ცენტრალია.

ანტრაციტის მოპოვება მოსახლეობის მთავარი საქმიანობა იყო. ქვანახშირის მრეწველობა ცენტრალიაში 1960–იან წლებამდე გრძელდებოდა, რის შემდეგაც კომპანიების უმრავლესობა გაბანკროტდა. სამთო მრეწველობა კი 1982 წელს სამუდამოდ შეჩერდა.

დღესაც უცნობია იმ ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი, რომელმაც ცენტრალია ქალაქ–მოჩვენებად აქცია. ერთი თეორია ამტკიცებს, რომ 1962 წლის მაისში, ქალაქის საბჭომ მეხანძრეები დაიქირავა, რათა ქალაქის სანაგვე გამოენთავისუფლებინათ, თვითონ ეს სანაგვე კი მიტოვებულ კარიერში იყო განთავსებული. მეხანძრეები ხელმძღვენლობდნენ რა წინაზე მრავალჯერ გამოცდილი მეთოდით, ცეცხლი მოუკიდეს ნაგავსაყრელს და ნება მისცეს, რომ ის გარკვეული დრო მწვარიყო. ასეთი მეთოდი სხვა ნაგავსაყრელებთანაც გამოუყენებიათ ქალაქის სხვა ადგილებში, თუმცა ამ ჯერად ყველაფერი სხვაგვარად დამთავრდა. კარიერში ნაგავსაყრელის ღრმა განთავსების გამო, ცეცხლმა კარიერის მიტოვებულ შახტებში შეახწია .

აგრეთვე ამ თეორიის გამამტკიცებელი საბუთებიც არსებობს.დასუფთავების ერთი თანამრომელი ყვებოდა, რომ ისინი გავარვარებულ ქვანახშირს დიდ ნაგვის ორმოში ყრიდნენ. ქალაქი კანონის მიხედვით ვალდებული იყო ნაგვის ყოველი ფენის დაბლა თიხის ცეცხგაუმტარი ბარიერი შეექმნა, თუმცა ისინი გრაფიკს ჩამორჩნენ და ბარიერიც დაუმთავრებელი დატოვეს. ამ ყველაფერმა კი გავარვარებული ქვანახშირის მიწისქვეშ მოხვედრა გამოიწვია და ხანძრადაც გადაიქცა.

ცეცხლმა ჩვეულებრიც განაგრძო წვა მიწისქვეშ და ცენტრალიის ყველა შახტას მოედო. მცდელობები ხანძრის აღმოფხვრისა წარუმატებელი გამოდგა და მან მთელი 10 წლეულის განმავლობაში განაგრძო წვა. მას ყურადღებას აღარავინ აქცევდა მანამ სანამ ადგილობრივ მოსახლეობაში თავისტკივილები არ გახშირდა. ეს თავის ტკივილები კი ცეცხლის წვისგან გამოყოფილი აირების ბრალი იყო, რომელნიც მიწაში და გზებში გაჩენილი ხვრელების გავლით ხვდებოდნენ ჰაერში.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ამ კატასტროფის მაშტაბურობა მაშინ გაიაზრეს რაც ბენზინ გასამრთის სადგურის მფლობელმა შემდგომში კი ქალაქის მერმა ჯონ კოდინქტონმა ბენზინის რეზერვუარში სპეციალური საზომი ჩაყო მისი დონის დასადგენად. როცა მან საზომი ამოიღო, ის ცხელი იყო. რეზერვურაში თერმომეტრის ჩაყოფის შემდეგ კი მან დაადგინა რომ ბენზინის ტემპერატურა ცელსიუსით 80 გრადუსი იყო.

ყურადღება კი მთელი შტატის მაშტაბით მაშინ მიიპყრო, როდესაც 1981 წელს 12 წლის ბიჭი ტოდ დომბოსკი, მიწაში მოულოდნელად გაჩენილ 150 ფუტიან (45,7 მ) ორმოში ჩავარდა. მისი გადარჩენა კი ბიძაშვილის ერიკ ვოლფგანგის სწრაფი რეაგირების წყალობით მოხდა. ამ ორმოდან ცხელი მომწამლავი გაზების დიდი რაოდენობა ამოდიოდა.

1984 წელს შტატების კონგრესმა გამოყო $42 მილიონი ადგილობრივი მაცხოვრებლების გადასახლებისთვის. მოსახლეობის უმარვლესობა მთავრობის შემოთავაზებას დასთანხმდა და მეზობელი დასახლებებისკენ გაემართა. დღეს–დღეისობით კი ცენტრალიაში რამოდენიმე სახლიღაა, ქალაქი გადამწვარ მინდორს გავს ჩამომდნარი გზებით. ხანძრის ერთადერთ ნიშნად, რომელიც ქალაქის ქვემოთ ბობოქრობს, კვამლის სვეტებია რომელიც ყველა ნაპრალიდან ამოდის და აგრეთვე რამდენიმე ნიშანი რომელიც გამვლელს მიწისქვეშა ცეცხლზე და მომწამლავ აირებზე აფრთხილებს. მიწისქვეშა ცეცხლი დღემდე არ ჩამქვრალა და არც მომდევნო 250 წელი ჩაქრება.

ქალაქის მოსახლებოს ნაწილი 2016 წელს აქ დაბრუნებას აპირებს და დროის კაპსულას გახსნის, რომელიც ვეტერანების მომორიალთან დამარხეს 1966 წელს.

ცენტრალიის ყოფილი მოსახლეობის დიდი ნაწილი, აგრეთვე ფიქრობს რომ შახტებისთვის ცეცხლის მოკიდება შეთქმულების გამო მოხდა, რათა ქალაქის ნიადაგებში არსებულ წიაღისეულზე ყველა უფლება მოეპოვებინათ. ამ საბადოს ფასი ერთ დროს რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენდა. დღეს–დღეისობით ქალაქის ყველა ქუჩა და მისამართი სახელმწიფო რეესტრში წაშლილია. 2002 წელს კი ცენტრალიის საფოსტო ინდექსიც გააუქმეს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close