საკითხავისასარგებლოუცნაური

მამლების ჩხუბი

უძველესი და აკრძალული ორთაბრძოლა

მამლების ჩხუბი წარმოადგენს უძველეს სისხლიან სანახაობას. მისი ისტორია სათავეს იღებს ჩვენს წელთ აღრიცხვამდელ ბაბილონიდან. მოგვიანებით გავრცელდა ინდოეთში, ჩინეთსა და სპარსეთში. ასევე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა უძველეს საბერძნეთში, საიდანაც რომის იმპერიაშიც შეაღწია და არსებობს ჩანაწერები, სადაც ნახსენებია, რომ უამრავ რომაელს სახლ-კარიც კი წაუგია მამლების ორთაბრძოლებზე ფსონების დადების გამო.

როგორც წესი, მამლების ორთაბრძოლა იმართება ადამიანებით გარშემორტყმულ წრეში ან სპეციალურად მომზადებულ შემოღობილ არენაზე და გრძელდება მანამ, სანამ ერთ ერთი მამალი ძირს არ დაეცემა. მეტი ეფექტისთვის და სანახაობისთვის მამლებს დეზებზე პატარა ალესილ დანებს უმაგრებენ. უმეტეს შემთხვევაში მამლების ორთაბრძოლები ფსონების დასადებად კეთდება და მათი ორგანიზატორები კარგ ფულსაც შოულობენ.

მამლების ჩხუბი თითქმის მთელს მსოფლიოში იყო გავრცელებული, მაგრამ დღესდღეობით ევროპასა და შეერთებულ შტატებში აკრძალულია და მათ ორგანიზატორებს დიდი ფულადი ჯარიმები ემუქრებათ. 2011 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 33 ადამიანი დააკავეს მამლების უკანონო ბრძოლებისთვის, რომლებიც ერთ-ერთ სარდაფში იმართებოდა. ასევე ყოფილა შემთხვევა, როდესაც მამალმა მის პატრონს დეზზე მიმაგრებული დანით ჭრილობა მიაყენა და მეპატრონე საავადმყოფოში დროულად არ მისვლის გამო გარდაიცვალა.

მამლების ჩხუბები ნებადართულია ლათინური ამერიკის ქვეყნებში და სამხრეთ დასავლეთ აზიაში. ამ ქვეყნებში მამლების ორთაბრძოლების ჩემპიონატებიც კი იმართება.

იერუსალიმთან ახლოს არქეოლოგებმა იპოვეს ნახატი, რომელზეც მოჩხუბარი მამალია გამოსახული და მეექვსე საუკუნით თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფაქტი, რაც კი მამლების ბრძოლებზე მოიპოვება ადრეული ისტორიიდან.

როგორც ვიცი, საქართველოშიც აკრძალულია მამლების ჩხუბი, თუმცა ბავშვობაში ბევრჯერ მინახავს სოფელში მწვანე მოლზე გამართული მამლების შერკინება და მათ ირგვლივ აღტკინებული ხალხი.

გთავაზობთ შოთა ნიშნიანიძის ლექსს მოჩხუბარ მამალზე. ისიამოვნეთ :)

არა ესპანური მოდგმის,
ანდა მექსიკური ჯიშის,
არა რაღაც მითქმა მოთქმის,
ანდა ჭორისა და ქიშპის
მე გამომყავს საჭიდაოდ
კოლხ-იბერთა მამალი
ყველას გიწვევთ სათითაოდ
მთელი თქვენი ამალით.
აქ არც ბაზრის ყაყანია,
არც კარნავლის ნიღაბი
აქ ომია, რა ხანია
სიმართლის და სიყალბის.
ყელს შეაგდებს სალამური
ლეგენდებგადავლილი
შიგ ცეცხლი მყავს დამალული
მოჩხუბარ მამალივით.
ხტოდა ბარიკადებზე
ზარბაზნების ლულიდან
მეფის ტახტს და სასახლეს
ჟრუანტელად უვლიდა
და შეხტება მეტაფორაც
მამალივით ოდესმე
და სტრიქონზე ჩამოჯდება,
როგორც ცეცხლი თონეზე
მეტაფორის სასწაული
მიითარგ-მოითარგოს
გამარჯობათ აზნაურო
ესპანელო იდალგო!
ეჭვი ყველამ დამალეთ
და არც როსმე მომკითხოთ,
მოჩხუბარი მამალი
რატომ მოჰგავს დონ კიხოტს
ან მეომარ მამალივით
კისერს რატომ იწვდიდეს
პოეზია,რაინდობა,
სიმართლე და სიწმინდე
რაინდის თუ მეოცნების
ემბლემა თუ ღერბი
ანუ პატიოსნება-
სინამდვილის მსხვერპლი

მიდი,არ დაიგმინო!
მიდი, ყალყზე შედექი!
როგორც ცერზე მიმინო
როგორც მტკვარზე მეტეხი!
თუ სიყალბე რთულია,
სიმართლეა მარტივი
დაანარცხე მეტოქე,
ძირს-გაჭრილი კარტივით.
აჰა,ყინჩად აზიდული
ცეცხლის შთამომავალი-
ჩემი ლექსი-კოლხ-იბერთა მოჩხუბარი მამალი..
აჰა,თენდება…
საბრძოლო დღე იწყება ისევ
და მზეც მეომარ მამალივით იგრძელებს კისერს.

პოსტი მომზადებულია ჩემს მიერ სხვადასხვა საიტებიდან თარგმანით.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close