არქივი

საოცარი პირამიდები

center

პირამიდების ისტორია უძველესი დროიდან მოდის. ამ პოსტში წარმოგიდგენთ საოცარ პირამიდებს:

 

 

ნუბიური პირამიდა მეროეში

center

უკანასკნელი პირამიდები, რომელთაც სამეფო აკლდამების დანიშნულება ჰქონდათ, იყო ქვიშაქვისგან აგებული ნუბიური პირამიდები მეროეში. ფარაონებისთვის განკუთვნილი ეს პირამიდები 30 მეტრის სიმაღლეს აღწევდა და ჩუქურთმებით იყო მორთული. პირამიდის შუაგულში ულამაზეს კუბოებში მეფეებისა და დედოფლების მუმიფიცირებული ცხედრები ინახებოდა მსხვერპლად შეწირული მსახურების ცხედრებთან ერთად, რომლებიც თავის ბატონებს იმქვეყნად უნდა მომსახურებოდნენ.

საკარის კიბისებრი პირამიდა

center

ესაა დედამიწაზე აგებული პირველი პირამიდა. ის საკარაში, გიზას სამხრეთით მდებარეობს. კიბისებრი პირამიდა ძველი წელთაღრიცხვით 2630–2611 წლებში მეფე ჯოსერისთვის ააგო უდიდესმა არქიტექტორმა იმჰოტეპმა. არქეოლოგებმა პირამიდის წინ ჯოსერის ბრწყინვალე ქანდაკება, ხოლო პირამიდის მიწისქვეშა დერეფნებში ულამაზესი ჩუქურთმები აღმოაჩინეს.

ურის ზიქურათი

center
სურათისთვის ბოდიშს ვიხდი ესეც ძლივს ვიშოვე..

უძველესი შუმერის მოსახლეობამ არაერთი პირამიდისებრი ნაგებობა შექმნა, რომელთაც ზიქურათებს უწოდებდნენ. მათ საფეხურებად დალაგებული ფენების სახე ჰქონდათ. ყველაზე სრულყოფილი ზიქურათი ურში ააგეს. ეს ტაძარი ტალახის აგურებით დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 2100 წელს ააშენეს. უკანასკნელ წლებში ურის ზიქურათის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია განხორციელდა. ზიქურათი დიდ განძს ინახავდა, რომელთა ნაწილი თანამედროვე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს.

ჯადოქრის პირამიდა

center

მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქი უქსმალი მაიას ხალხმა ააგო ახალი წელთაღრიცხვით 700–1000 წლებში. მე–15 საუკუნეში ქალაქი დაცარიელდა. ლეგენდის თანახმად, ჯადოქრის 39 მეტრიანი პირამიდა ერთ ღამეში ააგო ღმერთ–ჯადოქარმა იტცამნამ. თუმცა, არქეოლოგიურმა გათხრებმა გვიჩვენეს, რომ ეს პირამიდა ხუთ ეტაპად შენდებოდა. უქსმალის ცენტრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივი ღვთისმსახურებისთვის, ხოლო მისი განლაგება იმ დროისთვის ცნობილ პლანეტებზე მიანიშნებდა. მაგალითად, პირამიდის დასავლეთ კედლის კიბე წელიწადის ყველაზე გრძელ დღეს ზუსტად ჩამავალი მზისკენ არის მიმართული.

ტენოჩტიტლანის დიდი ტაძარი

center

ტენოჩტიტლანი (დღევანდელი მეხიკო) ატცეკების დიდი იმპერიის დედაქალაქი იყო. ქალაქის ცენტრში გალავნიანი მოედანი მდებარეობდა, სადაც მრავალი ტაძარი იდგა. მათ შორის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სიმაღლეში 30 მეტრს აღწევდა, რაც გიზას დიდი პირამიდის სიმაღლის მეხუთედია. პირამიდაზე ორი ტაძარი იდგა. ერტი პუიტცილოპოჩტლის, ომისა და მზის ღმერთს ეკუთვნოდა, რომელსაც მსხვერპლად ადამიანებს სწირავდნენ, რადგან სწამდათ, რომ უამისოდ მზე აღარ ამოვიდოდა. მეორე ტაძარი ტლალოკს, წვიმის ღმერთს ეკუთვნოდა. მისი თაყვანისცემაკარგი მოსავლისთვის იყო აუცილებელი.

 “ტრანსამერიკის” პირამიდა 

center

კორპორაცია “ტრანსამერიკის” საერთაშორისო შტაბ- ბინა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლოს-ანჟელესის ყველაზე მაღალი შენობაა. ეს 48-სართულიანი პირამიდა 1972 წელს ააგეს. მისი სიმაღლე 260 მეტრია, საიდანაც 65 მეტრი ალუმინის პანელებით დაფარულ წვერს უჭირავს, რომლის კენწეროსაც თვითმფრინავების გამაფრთხილებელი შუქი ამშვენებს. შენობა ისეა აგებული, რომ მიწისძვრებს გაუძლოს, ხოლო პირამიდისებრი ფორმის გამო ის ნაკლებად ჩრდილავს ქუჩას. მიუხედავად იმისა, რომ “ტრანსამერიკის” პირამიდა ასეთი დიდი ჩანს, მისი ფუძის ფართობი გიზას დიდი პირამიდის ფუძის ფართობზე ნაკლებია.

 სასტუმრო “ლუქსორი”

center

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლას-ვეგასში მდებარე სასტუმრო “ლუქსორი” 1993 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა 229 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა. სასტუმროს სიმაღლე 107 მეტრია და მასში 4400 ოთახია. 1100-ადგილიანი დარბაზისა და უზარმაზარი კაზინოს გარდა, აქ სტადიონის ზომის საცურაო აუზი და მდინარე ნილოსის იმიტაციაც კი არსებობს, რომლის ნაპირებზეც აქლემების მოლაპარაკე მოდელებს შეხვდებით. აქ ლიფტებიც კი არაჩვეულებრივია და დიაგონალზე, 39 გრადუსიანი დაქანებით გადაადგილდება. შენობის წვერი ისეა განათებული, რომ ზოგიერთის აზრით, კოსმოსიდანაც უნდა ჩანდეს. სასტუმროს კიდევ ერთი საოცრებაა შესასვლელთან მდგარი სფინქსი, რომლის თვალებიც ლაზერის სხივებივით ანათებს.

სასტუმროს ინტერიერი:
center

center

center

center

საცურაო აუზი
center

სტატია შედგენილია ჩემს მიერ!

EinsteiN

............

მსგავსი ამბები

Back to top button