ბოლო ფრაზები V ნაწილი
დამემოწმებით, მე თვითონ შეწყვეტას ვაპირებდი ამ სერიის, მაგრამ ბევრის თხოვნა იყო, რომ გამეგრძელებინა. ასე რომ წარმოგიდგენთ ცნობილი ადამიანების უკანასკნელ ფრაზებს. გააგრძელეთ
მე და ჩემი ფურცელი ვებრძვით სიკვდილს. ჩვენს შორის ერთი გაიმარჯვებს-ოსკარ უაილდი.
ერთხელაც დამისხით-ჯეკ დანიელსი
მხოლოდ შენ გამიგე, მაგრამ არასწორად-ჯორჯ ჰეგელი
უკვე ძალიან გვიანაა ერთგულება-ნერონი
შენ ხომ იცი, რომ ეს არაა “ჰამლეტი”-ლაურენს ოლივიერი (მსახიობი)
ეს ჯოჯოხეთია სიკვდილის გზებს შორის-ჯორჯ პატონი (ამერიკელი ოფიცერი, რომელმაც ეს სიტყვები საავადმყოფოში თქვა, სადაც დაჭრილი მიიყვანეს)
ლუსი…-ავგუსტო პინოჩეტი (ჩილეს ყოფილი დიქტატორი, რომელიც თავის ცოლს მიმართავდა)
ყოველი სისულელისთვის, რაც კი ცხოვრებაში გაგიკეთებია, შენ გაზღვევინებენ-ედიტ პიაფი (ფრანგმა მომღერალმა ეს სიტყვები თავის დას უთხრა)
უფალო, დაეხმარე ჩემს საცოდავ სულს-ედგარ ალან პო
მე იმის ნახევარიც კი ვერ ვთქვი, რაც ვნახე-მარკო პოლო (ვენეციელი მოგზაური)
ნახვამდის ბიჭებო, მე ნამდვილ ამერიკელად ვკვდები-უილიამ “ყასაბი” პული (ამერიკელი განგსტერი)
სულ ეს იყო.იმედია მოგეწონათ. მეტს აღარ ვდებ და ტყუილად არ მთხოვოთ, მაგრამ სხვა თემაზე საინტერესო (ჩემი აზრით) პოსტებს არ მოგაკლებთ.