არქივი

ბიოლოგიური კომპიუტერი

center

ადამიანის თავის ტვინს ხშირად ბიოლოგიურ კომპიუტერის, ანუ ბიოკომპიუტერის სახელით მოიხსენიებენ. “ბიოლოგიურს” იმიტომ უწოდებენ, რომ ცოცხალი ორგანიზმის ნაწილს წარმოადგენს, ტვინი ისევე ინახავს და ამუშავებს ინფორმაციას როგორც ამას ჩვეულებრივი კომპიუტერი აკეთებს.

ადამიანის ტვინის კომპიუტერთან შედარება ზოგად წარმოდგენას გვიქმნის, თუ რამდენად კომპლექსურია თავის ტვინის მუშაობა. თუმცა, თავის ტვინი გაცილებით მეტ ინფორმაციას ამუშავებს, ვიდრე კომპიუტერი და მეტი რაოდენობის მონაცემების მართვა შეუძლია. მაგალითად, ჯერჯერობით არც ერთ კომპიუტერს არ შეუძლია ფიქრი, გაანალიზება, ისეთი გრძნობების განცდა, როგორიცაა სიყვარული, სიბრაზე, შიში ან, თუნდაც, ოცნება. მიუხედავათ იმისა, რომ კომპიუტერი ურთულეს მათემატიკურ ამოცანებს ხსნის, არ შეუძლია პოეზიის ან მხატვრული ფილმების შექმნა. ადამიანის ტვინი რუხ ნივთიერებას შეიცავს და გიგანტური კაკლის ფორმისაა; მოთავსებულია ქალას ღრუში და დანაოჭებულია. თავის ტვინის სიგრძე, დაახლოებით, 17 სმ–ს უდრის.  მამაკაცის ტვინის სისდიდე და წონა ოდნავ მეტია, ვიდრე ქალისა, რაც იმით აიხსნება რომ ქალის ორგანიზმი, საშუალოდ, ნაკლებია, ვიდრე მამაკაცისა. ზოგადად, მამაკაცის თავის ტვინის წონა არის 1 350 გრ, ხოლო ქალის 1 200 გრ.

თავის ტვინის აგებულება

  თავის ტვინი შეიცავს მოგრძო ტვინს, ნათხემს, შუა ტვინს, შუამდებარე ტვინს და დიდ ტვინს, რომელიც გაყოფილია ორ სიმეტრიულ ნახევარსფეროდ. მოგრძო ტვინს, შუა ტვინს და ზოგჯერ შუამდებარე ტვინს ერთად ტვინის ღეროს უწოდებენ. თავის ტვინი შეიცავს ღრუს, რომელსაც მოგრძო ტვინში, შუამდებარე ტვინსა და ნახევარსფეროებში ტვინის პარკუჭებადაა გაფართოებული. თავის ტვინი დაფარულია მაგარი ქსელისებრი და რბილი გარსით. ტვინის ღრუსა და გარსებს შორის სივრცეებში თავზურგტვინის სითხეა. ტვინის რუხი ნივთიერება თავის ტვინში ქმნის ბირთვებს, რომლებიც გარემოცულია გამტარი გზებით. უშუალოდ ბირთვების ნაწილი თავის ტვინის ნერვებთანაა დაკავშირებული, უმეტესობა კი იმპულსებს როგორც პირველადი ცენტრებიდან, ისე ზურგის ტვინიდან ღებულობს. თავის ტვინი 10 000 მილიონზე მეტ ნეირონს შეიცავს და ყოველი მათგანი ამ წინადადების ბოლოში დასმულ წერტილზე ბევრად უფრო მცირეა. ნეირონის ნაწილს,  სადაც თავმოყრილია ბირთვი და ორგანელები, ნეირონის სხეული ეწოდება; იგი მრავალგვარია ფორმით და სიდიდით. ყველა ნეირონს აქვს გამონაზარდები, რომელთაგანაც ყველაზე გრძელს აქსონი ჰქვია, დანარჩენებს კი – დენდრიტები. იმპულსები ელექტროსიგნალებს წააგავს. ყოველ ნეირონს მცირე ელექტრონული მუხტი გააჩნია  მაშინაც კი, როდესაც არ გამოიყენება. იგი უჯრედში და უჯრედის ირგვლივ სხვადასხვა რაოდენობის ელექტრულად დამუხტული ქიმიური ნივთიერებებისაგან არის წარმოქმნილი. თავის ტვინის იმპულსები აღწევენ როგორც უშუალოდ რეცეპტორებიდან, ისე ზურგის ტვინიდან. მირებული ინფორმაცია ჯერ ქექქვეშა სტრუქტურებში გადამუშავდება და შემდეგ გადაეცემა ქერქის სათანადო უბნებს, სადაც მისი საბოლოო ანალიზი ხდება. საპასუხო რეაქციები უპირობო და პირობითი რეფლექსების სახით ვლინდება. უპირობო რეფლექსების გამოვლენაში მონაწილეობენ ქექქვეშა ცენტრები  და გზები, რომელთა მოქმედება ქერქის მარეგულირებელ გავლენას ექვემდებარება. ქერქის გავლენით ხორციელდება უპრიობო ვეგეტატიური რეაქციები, რომელთა ცენტრები ჰიპოტალამუსსა და თავის ტვინის ღეროს სხვადასხვა ნაწილში მდებარეობს. თავის ტვინის მოქმედებისათვის აუცილებელია მისი ძირითადი ნაწილების აღგზნებადობის გარკვეული დონე (ტონუსი), რომლის რეგულაცია ხდება რეტიკულური ფორმაციიდან მოსული არასპეციფიკური იმპულსებით, თალამუსის ბირთვებიდან მიღებული სპეციფიკური იმპულსებით, სიმპათიკური ნერვული სისტემიდან და ნათხემიდან მოღწეული იმპუსლებითა და გრძნობების ორგანოებიდან მიმდინარე სპეციფიკური იმპულსებით. ამ ნაწილებთან ორმხრივი კავშირის არსებობის გამო, ქერქს უჩნდება თვითრეგულაციის უნარი. მაგალითად, ხელის ცხელ საგანზე შეხებით გამოწვეული იმპულსი ბევრად სწრაფია, ვიდრე ყურის მიერ ჩიტის სიმღერის ხმის აღსაქმელად წარმოქმნილი იმპულსი. ამგავარად, თავის ტვინი განსაზღვრავს, რომელი ინფორმაცია არის უფრო მნიშვნელოვანი ადამიანის ორგანიზმისთვის. ნერვული იმპულსები 400 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ. კომპიუტერისგან განსხვავებით, რომლის გამორთვაც შესაძლებელია, ადამინის ტვინი ყოველთვის აქტიურია, მაშინაც კი როცა გვძინავს.

 

 

 ქიმიური კავშირი 

თავის ტვინი, ასევე, მარტავს სპეციფიკურ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს  – ჰორმონებს. ადამიანის ორგანიზმში 30 – ზე მეტი სხვადასხვა ჰორმონია,  რომლებიც შინაგანი სეკრეციის  ჯირკვლებში გამომუშავდებიან და უშუალოდ სისხლში გამოიყოფიან. ჰორმონები სპეციფიკურ გავლენას ახდენენ ამა თუ იმ ორგანოს მოქმედებაზე ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური რეაქციების შეცვლით.
ნერვული იმპულსები სწრაფია თანაც აქტიური, ჰორმონების მიერ განხორციელებული ცვლილებები კი ნელ პროცესს წარმოადგენს, მაგალითად, ზრდა, სასქესო ორგანოების მომწიფება ან საკვებიდან მირებული ენერგიის გამოყენება. ადამიანის თავის ტვინი ახორციელებს უმაღლეს ნერვულ ფუნქციებს და ყველა სასიცოცხლო პროცესის კოორდინაციას. მისი დაავადებები შეიზლება იყოს ორგანული ან ფუნქციური ხასიათისა, რომელიც შეიძლება ანომალიით, ტრავმული დაზიანებით, სისხლის მიმოქცევის დარღვევით, ანთებითი პროცესით, მიკროორგანიზმებით ან მათი ტოქსინებით იყოს გამოწვეული.

center

 

შეტყობინებების (იმპულსების) გაგზავნა

თავის ტვინი ინფორმაციას გრძნობის ორგანოებიდან იღებს. ასე რომ, ამ პროცესში მონაწილეობს:  თვალები, ყურები, ცხვირი, ენა და კანი. კომპიუტერის შემთხვევაში ამ ფუნქციას მისი გარემოწყობილობა, კლავიატურა და თაგვი (მაუსი) ემსახურება. ინფორმაციის აღქმა ტვინის ნახევარსფეროებში სპეციალური იმპულსების მეშვეობით ხდება.

სხეულის უბნები
1, შინაგანი ორგანოები
2. საყლაპავი
3. ხახა
4. ენა
5. ყბა
6. ქვედა ტუჩი
7. ტუჩები
8. ზედა ტუჩი
9. სახე
10. ცხვირი
11. თვალი (ქუთუთო და თვალის კაკალი)
12. წარბი
13. კისერი
14. ხელის გული
15. საჩვენებელი თითი
16. შუა თითი
17. უსახელო თითი
18. ნეკი
19. ხელი
20. მაჯა
21. წინამხარი
22. იდაყვი
23. მკლავი
23. მხარი
24. კისერი და თავი
25. ტანი
26. ბარძაყი
27. მუხლი
28. ფეხი
29. კოჭი
30. ტერფი
31. ფეხის თითები
32. ვოკალიზაცია
33. ნერწყვის გამოყოფა
34. ღეჭვა

ამოწერელია ბიოლოგიური ენციკლოპედიიდან

EinsteiN

............

მსგავსი ამბები

Back to top button