არქივი

ბორბალი

8a8c0d285cb2

ბორბალი ისეთ მარტივ მექანიზმად გვეჩვენება, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია , რამდენად გონებამახვილური და მნიშვნელოვანი გამოგონებაა იგი სინამდვილეში.. საკუთარი ღერძის ირგვლივ მბრუნავი მრგვალი დისკოს ან ცილინდრის გამოჭრით მრავალი მიზნისთვის გამოყენებული მარტივი მექანიზმი შეიქმნა. თუ მას მივამაგრებთ რაიმე ტვირთს ან საზიდარს, იგი ამცირებს ხახუნს და უადვილებს ადამიანს ტვირთის სწრაფად და დიდ მაძილზე გადატანას. ამგვარად, ბორბალმა განსაზღვრა კაცობრიობის ისტორია ათასწლეულების განმავლობაში . ბორბლისა და კბილანის ბრუნვითმა მოძრაობამ მანქანის შიგთავსში საფუძველი დაუდო ყველა მექნიზმს საათიდან ორთქლის ძრავამდე და აეროპლანის პროპელერიდან კომპიუტერის დისკის დრაივერამდე. ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას , რომ ბორბალმა მსოფლიოს შემოუარა.

ბორბლის განვითარება : 5000 წელია არ შეცვლილა ბორბლის ფუნქცია: ის საშუალებას აძლევს ტვირთს ან ტრანსპორტს თავისუფლად იმოძრაოს ზედაპირზე. მაგრამ განვითარების გრძელ გზაზე ძელის საგორავიდან რთული ფუნქციის მქონე ავტომობილის ან მოტოციკლის ბორბლამდე , იგი ბევრად მტკიცე მსუბუქი და უფრო რთული გახდა, რაც უზრუნველყოფს ჩქარა და სრიალით მოძრაობას.

5df527f3d3ba

1.ძელის საგორავი : უძველეს ხანაში ადამიანი ტვირთის ადგილზე მისატანად ძელის საგორავს იყენებდა . ბორბალი ტვირთთან კონტაქტის გამო ჩქარა ცვდებოდა. მოგვიანებით შეიქმნა ღერძი ბოლოებში დამაგრებული ბორბლებით, რაც ბევრად უფრო მსუბუქი და ადვილად გამოსაყენებელი იყო.

9e1fa874d033

2.შუმერული ბორბალი : ეს ბორბლები ერთმანეთზე მიმაგრებული ხის სამი ძელისაგან მზადდებოდა. ძელებს წრის ფორმას აძლევდნენ.

4161f724cb8a

3.მანებიანი ბორბალი : რომის იმპერიის ხანაში ბორბალი უფრო ფართო , მსუბუქი და ეფექტური გახდა. მისი ცენტრალური ნაწილი შემსუბუქდა სხივანების გამოყენების წყალობით. ისინი თვალის ფერსოს ცენტრალურ ღერძთან აკავშირებდა.

4f9284084cf6

4.მატარებლის ბორბალი : ადრეული მატარებლის ბორბალს ორთქლის ძრავისა და მძიმე ვაგონებისთვის რომ გაეძლო, რკინის მძიმე ღერძები და ფერსოები ჰქონდა. ძრავიდან ენერგიის გადაცემის უზრუნველსაყოფად ამძრავი ბორბლები კვანძებით უკავშირდებოდა ერთმანეთს.

2851ff2f8817

5.პნევმატური ბორბალი : პნევმატური ბორბლის შექმნის მიზანი იყო გზის საფარზე უკეთესი ჩაჭიდებისა და უფრო მოხერხებული მგზავრობის უზრუნველყოფა. ეს გამოგონება სწრაფად გავრცელდა სხვა სახის ტრანსპორტზე.

b9efac44c339

6.მოტოციკლის ბორბალი : მოტოციკლის თანამედროვე, მტკიცე და მსუბუქი ბორბლის მოქნილი მასალისგან დამზადებული სალტე კარგად ეჭიდება გზის საფარს, აადვილებს დამუხრუჭებასა და სიჩქარის კონტროლს.

მსგავსი ამბები

Back to top button