არქივი

ტოპ-15 სელებრითების კეთილი ქმედებები, რომლებიც თქვენ არც კი გაგიგიათ, ნაწ II

59279de54fe1

გთავაზობთ სელებრითების თხუთმეტ ყველაზე საოცარ კეთილ ქმედებას. ბევრი მათგანი შესაძლებელია თქვენ არც კი იცით:

7. კრიშტიანუ რონალდუ – (Cristiano Ronaldo)
კრიშტიანუ რონალდუ — პორტუგალიელი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად რეალ მადრიდში ასპარეზობს. 2007–2008 წლების სეზონში რონალდუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, ის დაასახელეს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.

337baaae570c
2014 წლის მარტში, ერთმა ოჯახმა წერილი მისწერა კრიშტიანუ რონალდუს და სთხოვდა წყვილ ბუცებს (სპორტული ფეხსაცმელი) და ფეხბურთის მაისურს თავად კრიშტიანუს ხელმოწერით. ისინი მერე გაყიდიდნენ ამ ნივთებს აუქციონზე, რათა გადაეხადათ ოპერაციის ფული თავიანთი 10-თვის ბავშვისთვის. ბავშვს სჭირდებოდა გადარჩენისათვის სასწრაფო ოპერაცია, რომელიც შეადგენდა € 65 000 ევროს (დაახლობით $ 99 000 ამერიკული დოლარი).
კრიშტიანუ რონალდუმ გაუგზავნა თავისი ბუცები, ფეხბურთის მაისური და €83 000 ევროს ჩეკი (დაახლოებით $ 112 000 ამერიკული დოლარი)
ნახეთ ვიდეო: რა მაგარიააა

8. კიანუ რივზი – (Keanu Reeves)
კიანუ რივზი არის კანადელი მსახიობი, რომელიც ცნობილია ფილმების ტტრილოგიით „მატრიცა“. ის თანამშრომლობდა სტივენ ფრირზთან და აგრეთვე ბერნარდო ბერტოლუჩისთან (Bernardo Bertolucci) .

e910e8a55f06
როდესაც კიანუ რივზი აწარმოებდა მოლაპარაკებებს მისი ფილმის ტრილოგია „მატრიცა“-ს საშუალებით მოგებული თანხის გაყოფას , მან გადაწყვიტა მიეცა თავისი მოგების ნაწილი სპეც ეფექტების და კოსტიუმების ჯგუფის ადამიანებისათვის, რადგანაც ის თვლიდა, რომ მათ ეს 100 %-ით დაიმსახურეს . საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ კიანუმ თავის თანამშრომლებს მისცა დაახლოებით $ 75 მილიონი ამერიკული დოლარი.
9. ზაკ გალიფიანაკისი – (Zach Galifianakis)
ზაკის არანაირი თეატრალური განათლება არ აქვს მიღებული, ის თვითნასწავლი მსახიობია. ზაკის სამსახიობო კარიერა ნიუ-იორკში დაიწყო, სადაც ის ჰამბურგერებით მოვაჭრე ფურგონის გვერდით აწყობდა იუმორისტულ ნომრებს. ხოლო ხუმრობით, იგი თავის წვერს მოფერებით „შელის“ უწოდებს.

0e57ddecc252
სანამ ზაკ გალიფიანაკისი გააკეთებდა წარმატებულ კარიერას ჰოლივუდში, ის ხშირად სტუმრობდა „Fox“-ის სამრეცხაოს სანტა-მონიკაში, სადაც გაიცნო და დაუმეგობრდა 87 წლის ელიზაბეტ ჰაისტს, რომელიც ცხოვრობდა მომსახურებისათვის ნაჩუქარი ფულით. ზაკმა შეწყვიტა სამრეცხაოში სტუმრობა ფილმ “Hangover”-ის წარმატების შემდეგ. მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ ელიზაბეტა აღმოჩნდა უსახლკარო, გადაწყვიტა დახმარებოდა მას. ზაკმა იქირავა მისთვის ბინა და ყოველთვის იხდის მის გადასახადებს. მან ასევე წაიყვანა ელიზაბეტა ფილმის “Vegas to Bangkok” კინოპრემიერაზე. დაახლოებით 3 თვის მერე ელიზაბეტას უყიდა 2 -ოთახიანი ბინა სანტა მონიკაში.
10. დეივ გროლი – (Dave Grohl)
დევიდ ერიკ გროლი არის ამერიკელი მომღერალი, როკ მუსიკოსი და სიმღერების ავტორი. 1990 წელს იქცა ჯგუფ ნირვანას მედოლედ. 1994 წელს ჩამოყალიბდა ჯგუფი Foo Fighters, რომელშიც დეივი ლიდერი და სიმღერების ავტორი გახდა. გარდა ამისა, გროლი ჩჩართული იყო სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში, როგორიც იყო „Queens of the Stone Age“ და თავად დეივის დამატებითი პროექტი Probot;

6d15c4254f69
2006 წელს, შახტის ჩამონგრევის მერე ორი ავსტრალიელი მეშახტე ხაფანგში აღმოჩნდა. როდესაც ელოდებოდნენ მაშველებს, ორივე მეშახტემ მოითხოვა, რომ შახტაში ჩაეშვათ Ipod-ი «Foo Fighters» მუსიკით. მათ მიიღეს Ipod-ი პირადი შეტყობინებით „Foo Fighters“-ის სოლისტისაგან: „მინდა იცოდეთ, რომ როცა სახლში მოხვალთ, თქვენ დაგხვდებათ ორი Ipod-ი, ჩეკი $ 12 000 დოლარით, ორი ბილეთი „Foos“ -ს ნებისმიერ შოუზე, ნებისმიერ ადგილზე და ორი ცივი ლუდი. შევთანხმდით? ”
11. ჯონი დეპი – (Johnny Depp)
„ჯონი“ დეპი არის ამერიკელი მუსიკოსსი, მსახიობი და პროდიუსერი.
ჯონი დეპს მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და კინომსახიობთა გილდია ფილმისათვის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ . ჟურნალმა „People“ მსახიობი 2-ჯერ დაასახელა „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“. 2012 წელს შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, 75 მილიონი დოლარით.

302ff05c3e53
ჯონი დეპს ყოველთვის მიაქვს „კაპიტან ჯეკ ბეღურას“ (Captain Jack Sparrow) კოსტუმი როდესაც მოგზაურობს, რომ მოინახულოს საავადმყოფოები. ერთხელ, 9-წლის მოსწავლე ბიჭისაგან ჯონმა მიიღო წერილი, სადაც მოსწავლე ბიჭი დახმარებას სთხოვდა ჯონი დეპს , რომ მოეწყო ამბოხება მასწავლებლების წინააღმდეგ. მართლაც, ჯონიმ მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრა სკოლას „Captain Jack Sparrow „-ს კოსტუმში გამოწყობილი და საჩუქრად სკოლას გადასცა $ 3 მილიონიანი თანხა. (აი ხელგაშლილობააა  )

12. ტომ კრუზი – (Tom Cruise)
ტომ კრუზი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერია . ტომი ნომინირებული იყო 3-ჯერ ამერიკულ კინოაკადემია ოსკარზე და მოგებული აქვს ორი ოქროს გლობუსი.

4e3c1a1690d0
1996 წელს ტომ კრუზი მოწმე გახდა უბედური შემთხვევის, როდესაც BMW Serie 3 GT-ს მძღოლმა დაარტყა მანქანა გოგონას, თვითონ კი მიიმალა. ტომმა გააჩერა მანქანა , გამოიძახა სასწრაფო დახმარება და დარჩა მსხვერპლთან სანამ სასწრაფო არ მოვიდა დანაშაულის ადგილზე; ტომ კრუზი დაუყოვნებლივ გაყვა სასწრაფოს მანქანას საავადმყოფოში, რათა დარწმუნებულიყო, რომ გოგონა სერიოზულად არ დაზარებულა. როდესაც ტომმა შეიტყო, რომ დაზარალებულს არ ქონდა სამედიცინო დაზღვევა, მან გადაიხადა $7 000 ამერიკული დოლარი და რადგან ერთი ჯგუფის სისხლი ქონდათ, სისხლიც ჩააბარა. საბედნიეროდ, გოგონა გადარჩა…
13. ბილ მიურეი – (Bill Murray)
ამერიკელი მსახიობი – ბილ მიურეი 2003 წელს შესრულებული როლისთვის ფილმში „თარგმანში დაკარგული“ წარდგენილი იყო ოსკარის ნომინაციაზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის.

4086a942d8c6
ბილს არ ეშინია თავის ფანებთან ახლო ურთიერთობის . გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს სძულს ავტოგრაფების მიცემა, რადგან მას მიაჩნია, რომ ისინი უპიროვნოა. როდესაც ბიჭების ჯგუფმა სთხოვა მას, რომ მიეცა ავტოგრაფი, მიურეიმ განუცხადა: „არა-ო“. ამის ნაცვლად, ის დათანხმდა ამ ბიჭებთან ფილმის კომიკურ ტრეილერში გადაღებას .
სულ ახლახანს, ბილ მიურეისთან კაფეში მივიდა „უცოლოთა“ საღამოს წვეულების ერთ-ერთი მონაწილე , მაგრამ მიურეიმ იუარა მასთან ლაპარაკიც კი. რამოდენიმე წუთის შემდეგ, ბილ მიურეი გამოჩნდა მათ წვეულებაზე და წარმოსთქვა იმპროვიზებული და ინსპირირებული სადღეგრძელო სიყვარულზე და საერთოდ ცხოვრებაზე. გარდა ამისა ბილ მიურეიმ საჩუქრად გადასცა „უცოლოთა“ საღამოს წვეულების ყველა მონაწილეს კრუიზის ბილეთები „P&O ship„ გემზე.
14. რასელ ბრენდი – (Russell Brand)
რასელ ბრენდი არის ინგლისელი მსახიობი, პუბლიცისტი, მწერალი, იუმორისტი და BBC-ის ტელე-წამყვანი.

653c145cb06f
რასელ ბრენდის ხშირად ხედავენ უსახლკარო ადამიანებთან ლოს ანჯელესში. ის აძლევს მათ საკვებს, ტანსაცმელს, ფულს და მიყავს ისინი თავისი მანქანით, სადაც უნდათ.
ბოლო წლებში, თავისი დროის დიდ ნაწილს რასელი ატარებს დიდ ბრიტანეთში, ამიტომაც მან გაუღო თავისი ვილის კარები უსახლკარო მეგობრებს; აღსანიშნავია, რომ ბრენდის ვილა შეფასებულია $ 3,4 მილიონ დოლარად . რასელის მეგობარი- ტომ ბრეინდფორდი (Tom breindpordi) თვალყურს ადევნებს უსახლკაროებს, რომელმაც განაცხადა პრესაში, რომ: „ისინი უბრალოდ ცხოვრობენ და უყურებენ სახლის კონოთეატრს ან ისვენებენ აუზთან, არაფერი რომ ვთქვათ საკვებზე. მათ ცხოვრებაში არ უნახიათ ასეთი ფუფუნება“. 3 უსახლკარო ადამიანს რესელმა უყიდა უელსის შემოგარენში პატარა ზომის სახლი , რითაც რასელმა სიმშვიდე და დიდი აღმაფრენა იგრძნო.
15. ქერი ანდერვუდი – (Carrie Underwood)
ქერი ანდერვუდი, American Idol-ის გამარჯვებულებიდან, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია: მას მოგებული აქვს 5 გრემი, 6 American Music Award და 15 სხვა დაჯილდოვება.

8c5fdbc1aa16
2012 წლის კონცერტზე, აიოვას შტატის ქალაქ დე-მოინში (Des Moines) ქერი ანდერვუდმა დაკარგა თავისი ხმა, მას შემდეგ როცა მღეროდა შეუსვენებლივ 2,90 წუთის განმავლობაში. მას უნდა შეესრულებინა კიდევ რამდენიმე სიმღერა კონცერტის დასრულებისათვის, მაგრამ ქერიმ ვერ შეძლო სიმღერა და უთხრა ტავის მაყურებელს: „მე ვგრძნობ თავს ნამდვილ დამნაშავედ, რომ ვიღებ სარგებელს ამ შოუში… ამიტომ, ყველაფერს რასაც გამოვიმუშავებ კვლავ ამ ქალაქს დავუბრუნებ, მე ვგრძნობ რომ ზუსტად ესაა ის რაც უნდა გავაკეთო. „ ქერიმ, იმ საღამოს კონცერტში აღებული თანხა სრულად დაუბრუნა თავის მაყურებელს და უფასოდ დაპატიჟა კენტუკის შტატის ქალაქ ფრანკფორტში გამართულ თავის კონცერტზე.
ნახეთ ვიდეო: ქერი ანდერვუდი და სტივენ ტაილერი (Steven Tyler)

“მეფე” სტივენ ტაილერი არის ამერიკელი მომღერალი, ტექსტების ავტორი, მულტი ინსტრუმენტალისტი, ვოკალისტი და ბოსტონური როკ-ჯგუფ Aerosmith-ის ლიდერი. მისი ზედმეტსახელია ,,ყვირილის ეშმაკი’’
ნახეთ:

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button