სასარგებლო

როგორ აღვადგინოთ შემთხვევით წაშლილი ფაილები

image4
როდესმე წაგიშლიათ ფაილები შემთხვევით ფოტო კამერიდან, კომპიუტერიდან, ფლეშკიდან ან რომელიმე სხვა მოწყობილობიდან? შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ჩვეულებრივ ამ ფოტოების აღდგენა შესაძლებელია (კამერის SD ბარათიდანაც).
აღვადგინოთ კონკრეტული ფაილი თუ ფოტო Recuva-ს საშუალებით
ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც დაგვეხმარება წაშლილი ფაილის ამ შემთხვევაში ფოტოსურათის აღდგენაში არის Recuva. პროგრამა ძალიან მარტივია მოხმარებაში დაინსტალირების დროს დარწმუნდით, რომ შემთხვევით არ დააყენებთ იაჰუს თუულბარს, რომელიც არაფერში გამოგადგებათ.
image157
მას შემდეგ რაც დააყენეთ პროგრამა (იაჰუს თუულბარის გარეშე) ჩართეთ რექუვას ვიზარდი და შევუდგეთ შემთხვევით წაშლილი ფოტოს აღდგენას.
image158
პირველ ფანჯარაში ვირჩევთ ჩვენთვის სათანადო ფაილს თუ მოვხაზავთ Pictures-ს რექუვა მოძებნის მხოლოდ სურათების ტიპის ფაილებს ასევეა სხვა ფაილებზეც ეს ყველაფერი აადვილებს მომხმარებლისთვის ფაილის მოძიებას და ამცირებს ძიების დროს.
image159
შემდეგ თქვენ უნდა მოხაზოთ ფაილის ადგილმდებარეობა, სადაც ის იმყოფებოდა წაშლამდე. ჩემი ფოტოები კამერიდან ამოვშალე (SD ბარათიდან) ამიტომაც ვეძებ სათანადო განყოფილებაში.
image160
შემდეგ ეტაპზე პროგრამა გვეკითხება გვინდა თუ არა სკანირება იყოს ღრმა (დიდ დროს საჭიროებს) თუ ჩვეულებრივი სკანირება. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ პირველ ჯერზე უბრალოდ დაასკანირეთ, რადგანაც თუ საჭირო გახდა შემდეგ გამოვიყენოთ ღრმა სკანირება, რომელსაც დიდი დრო სჭირდება.
image161
და ახლა თქვენ ნახავთ ყველა იმ კონკრეტულ ფაილს, რომელიც წაიშალა თქვენი მყარი დისკიდან, SD ბარათიდან, ფლეშკიდან ან რაიმე სხვა მოწყობილობიდან რაშიც ეძებდით (ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე აღმოვაჩინე კამერის SD ბარათიდან ჩემი შემთხვევით წაშლილი ფოტოები).
image162
თუ სკანირების შემდეგ თქვენ მიიღეთ ბევრი შედეგი ფაილის მოძიების დასასწრაფებლად შეგიძლიათ გადართოთ Advanced View-ზე და მოიძიოთ ფაილი მოდიფიკაციის დროის მიხედვით ამით ბევრ დროს მოიგებთ და არ მოგიწევთ ყველა ფაილის გადახედვა.
image163
აქ თქვენ უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ სათანადო ფაილები აირჩიოთ, რომ გნებავთ მათი აღდგენა და შეინახოთ ისინი მყარ დისკზე.

გადმოწერე Recuva

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close