კულტურაუცნაური

ყველაზე პატარა გველი მსოფლიოში

37e4a2083e7a

2008 წლის 4 აგვისტოს ჟურნალ “Zootaxa”-ში გამოქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ გველი, რომელიც არის სპაგეტის ატრიაზე მცირე ზომის, ისეთი პატარა, რომ თავისუფლად მოთავსდება ამერიკულ ფულის ერთეულ “quarter”-ზე, ახლახანს გამოცხადდა მსოფლიოს ყველაზე პატარა გველად.


ახლად აღმოჩენილი სახეობა სახელად “Leptotyphlops carlae”, რომლის სიგრძე მხოლოდ 2.9 ინჩია( დაახლოებით 74 მმ), ნაპოვნი იქნა კლდის ქვეშ ბარბადოსის დასავლურ ატლანტის კუნძულზე. აგრეთვე 2 სხვა ძალიან პატარა გველი, L. bilineatus-ი მარტინიკიდან და L. breuili-ი სენტ-ლუსიადან, რომლებიც აღმოჩენილები იყვნენ ახლომახლო, ყველაზე პატარა გველებად აღიარეს.

ბლერ ჰეჯმა, რომელმაც ეს გველები აღმოაჩინა, განაცხადა რო ამ გველების ყველაზე პატარა გველად დადგენა არ არის მარტივი.

მან დაადგინა, რომ ბარბადოსის გველები ყველაზე პატარები იყვნენ ყველა იმ 3,100 გველს შორის რომლებიც ცნობილია.მან თქვა რომ, თუ ამ გველებზე პატარა იარსებებდა მაშინ მას არ ექნებოდა ისეთი რამე, რითიც გამოიკვებებოდა.

სრული სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ გვერძე ინგლისურად:
სტატია

მსგავსი ამბები

Back to top button