არქივი

მსოფლიოში ყველაზე შხამიანი გველები

11b54319b257

ბევრი რამაა დაწერილი სხვადასხვა ფობიებზე და შიშებზე, მაგრამ გველების შიში მეტია ვიდრე ფობია. ამ პოსტში გადავწყვიტე გიამბოთ რამდენიმე შხამიან გველლზე.

საშიში გველები მხოლოდ ხმელეთზე არ ცხოვრობენ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველი ბინადრობს ოკეანის სიღრმეებში – ესაა ზღვის გველი, რომელიც თითქმის კობრის იდენტურია. ეს შხამიანი რეპტილია ბინადრობს ტროპიკული რეგიონის თბილ წყლებში ინდოეთის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე.

f7b1212ac75e

ზღვის გველის შხამი ერთ-ერთია მსოფლიოს უძლიერეს ნეიროტოქსინებს შორის. ამ რეპტილიის ნაკბენი უმტკივნეულოა, როგორც წესი მოცურავე ადამიანი მას ვერც კი გრძნობს. რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება კრუნჩხვები, სუნთქვის პრობლემები და საბოლოოდ სრული დამბლა. ჩვეულებრივ, ეს გველები თავდასხმას მხოლოდ მაშინ ახორციელებენ როცა მას გააბრაზებთ. ზღვის გველის შხამი ნებისმიერი წყალხმელეთა რეპტილიის შხამზე უფრო ძლიერია.

7c035079e642

ჩხრიალა გველი ასევე ძალიან შხამიანია. ბინადრობს ამერიკის უდაბნოებში. ჩხრიალა გველის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ მათი ძირითადი ნიშანია კუდის ხმაურიანი დაბოლოვება, რომელსაც იყენებს მტრების გასაფრთხილებლად. იგი უკიდურესად საშიშია, რადგან მას შეუძლია ელვის სისწრაფით თავს დაესხას მსხვერპლს, მისი შხამიც ძალიან საშიშია. ჰემოტოქსიკური შხამი ანადგურებს ქსოვილებს და შინაგან ორგანოებს. რამდენიმე სახეობას აქვს ნეიროტოქსიკური შხამი, რომელიც ანადგურებს ნერვულ სისტემას. ამ შხამიანი გველის ნაკბენი უმეტეს შემთხვევაში ფატალურად მთავრდება.

52b605a12960

მსოფლიოში ყველაზე შხამიან გველებში ერთ-ერთ პირველია ტაიპანი. იგი გავრცელებულია ავსტრალიის მშრალ ვაკეებში. მის ტოქსიკურ შხამს შეუძლია ადამიანი მოკლას 45 წუთზე ნაკლებ დროში. საბედნიეროდ ტაიპანი საკმაოდ მშიშარაა და იშვიათად გადადის შეტევაზე, ამასთან ერთად არსებობს შხამსაწინააღმდეგო შრატი. ყოველივე აქედან გამომდინარე ტაიპანის ნაკბენით დაღუპულთა რიცხვი საკმაოდ მცირეა.

36b0478cd05f

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, არაა აუცილებელი რომ ყველაზე შხამიანი გველი იყოს ყველაზე საშიში. გველგესლა რუზელია, იგი ბინადრობს შრი ლანკაზე, Gველგესლა გაცილებით საშიშია, მაგრამ ნაკლებად შხამიანი. მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ შრი-ლანკა არ აწარმოებს მისი შხამის საწინააღმდეგო შრატს, რაც იწვევს მრავალ სასიკვდილო შემთხვევას.

9704b5802ecb

როგორც ხედავთ, ყველაზე საშიში გველების უმეტესობა ბინადრობს აზიაში, აფრიკაში ან ამერიკის უდაბნოებში. ამ მხრივ ჩვენ გაგვიმართლა რადგან ჩვენთან არ ბინადრობენ ისეთი გველები რომელთა ნაკბენსაც სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.

მსგავსი ამბები

Back to top button