არქივი

ტირანოზავრი – ცარცული პერიოდის მეფე

f421643cfbdf

დინოზავრები – ეს ცხოველების ძალიან მრავალფეროვანი ჯგუფია. ისინი შედგებოდნენ 1850 სახეობისგან, რომელთაგანაც 75% დღესაც არაა გამოკვლეული. ისინი დედამიწაზე ბატონობდნენ 160 მილიონ წელზე მეტი, და პირველად გამოჩნდნენ 230 მილიონი წლის წინ. მაგრამ, ცარცული პერიოდის ბოლოს(65 მილიონი წლის წინ), კატასტროფის შედეგად მოხდა დინოზავრების გადაშენება. ახლა მინდა გიამბოთ ყველა დროის ყველაზე საშინელ და სასტიკ მტაცებელზე – ტირანოზავრზე.

ტირანოზავრი – ესაა ხვლიკი ტიტანი. მისი სახელწოდება მოდის ბერძნული სიტყვებიდან “ტირანოს” – დეპოტი და “ზაუროს” – ხვლიკი. მისი ძვლები პირველად აღმოაჩინა პროფესორმა პალეონტოლოგმა ა.ლეიკსმა 1874 წელს კოლორადოს შტატში.

42b7bb58049d

აღმოჩენებით ყველაზე მდიდარი ადგილებია ჩრდილოეთ ამერიკა(კანადა, აშშ) და აზია(მონღოლეთი).

ee8af9ba36b7

ტირანოზავრებისთვის დამახასიათებელი იყო მასიური ძლები, მოკლე და მძლავრი კისერი. ტირანოზავრები გადაადგილდებოდნენ ორი უკანა მძლავრი კიდურით, ხოლო წინა კიდურები წარმოადგენდა “პატარა ხელებს”. წონასწორობის შეკავებაში მას ეხმარებოდა კუდი. კუდი, შეიძლება ითქვას, რომ საჭის ფუნქციას ასრულებდა. კიდურების ბოლოს გამოზრდილი იყო თითები. წინა კიდურებზე იყო 2 თითი, ხოლო უკანაზე 4, მაგრამ მათგან ერთი ზევით იყო აწეული და არასოდეს ეხებოდა მიწას.

a5891e3b57d4

მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი დინოზავრი აღემატებოდა ზომით, იგი მაინც რჩებოდა ყველაზე ძლიერ მტაცებლად. მისი სიმაღლე იყო დაახლოვებით 5 მეტრი, სიგრძე – 14 მეტრი და იწონიდა 7.5-8 ტონას. ასეთი მონაცემებით მას შეეძლო ემოძრავა 5 მ/წმ სიჩქარით, რადგან მისი ნაბიჯის ზომა იყო 4 მეტრი.

8f1ad6ae056a

dc453fc27962

დადგენილია, რომ მას ჰქონდა კისრის -10 , გულმკერდის – 12 , გავის – 5 და კუდის – 40 მალა. მეცნიერებს შორის დღესაც მიმდინარეობს დავა, თუ როგორები იყვნენ დინოზავრები – მტაცებლები თუ ლეშისმჭამელები? ერთი რამ ნათელია, რომ თუ ტირექსის ძირითადი საკვები იყო ლეში, რაში სჭირდებოდა მას ასეთი კარგად განვითარებული კუნთები, მოქნილი ჩონჩხი და უზარმაზარი ფეხები. ეს მტაცებლის მოდელია, ტირექსი იყო სიკვდილის მანქანა, იგი საკების მოსაპოვებლად ნადირობდა.

aa73e2247432

პალეონტოლოგებმა იპოვეს ყველაზე დიდი თავის ქალა, რომელიც ეკუთვნოდა ტირანოზავრს. ის იყო სიგრძით 1.5 მეტრი და ყველაზე დიდი კბილი მასში იყო 30სმ. მეცნიერებმა დაადგინეს რომ ტირანოზავრის კბნისას წარმოქმნილი წნევა შეადგენდა რამდენიმე ტონას. ერთ ჯერზე მას შეეძლო 70 კილოგრამიანი ხორცის ნაჭრის მოჭმა.

69276e72f450

848f9584e450

მიუხედავად თავიანთი სისასტიკისა, მდედრი ტირანოზავრები ძალიან მგრძნობიარენი იყვნენ საკუთარი პირმშოს მიმართ. კვერცხის დადებამდე იგი აკეთებდა “ბუდეს”, და მალავდა მას ფოთლებით. და ორი თვის განმავლობაში იგი ჭუთითაც არ ტოვებდა ინკუბაციის ადგილს, საკვებსაც არ იღებდა, რადგან მისი ბუდე ძალიან იზიდავდა ლეშისმჭამელებს. მას შემდეგ რაც დაიბადებოდნენ პატარა დინოზავრები, დედა მათ სრულად იცავდა და კვებავდა, მაგრამ ორი თვის შემდეგ ის შვილებს ტოვებდა.

172995ebf749

სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჰიპოთეზაა. ეს უნიკალური ცხოველები ვეღარ განმეორდებიან. თუ ჩვენ ბევრი რამ გვეცოდინებოდა ამ ცხოველების შესახებ, სამყარო უფრო საინტერესო და გასაგები გახდებოდა ჩვენთვის…

მსგავსი ამბები

Back to top button