არქივი

9 ისტორია ნაცნობ ლოგოტიპებზე

ffb404eedb7c

როგორ შეიქმნა Apple, Mercedes, Levi’s, I Love NY, Superman და Hard Rock Cafe-ის ლოგოტიპები.
ამ პოსტში წაიკითხავთ 9 ისტორიას 9 გავრცელებულ ლოგოტიპზე.

მაშ ასე დავიწყოთ

1) Apple.
b2d0fb6cd4c6

შექმნის თარიღი – 1976 წ.
დიზაინერი – რობ იანოვი.

ახლანდელ Apple-ის ლოგოს არანაირი კავშირი არ აქვს პირველ Apple-ის ძველ ლოგოსთან. ამ კომპანიის სიმბოლო თავიდან იყო სურათი, რომელშიც ასახული იყო ხის ქვეშ მჯდომიარე ისააკ ნიუტონი. და რათქმაუნდა მის თავზე იყო გაბრწყინებული ვაშლი.

იმ ყველასთვის ნაცნობი ვაშლის ავტორია – რობ იანოვი. როდესაც მომავალ iPhone-ის შემქნელს აუხსნეს რომ ნიუტონის გამოსახულება მომავალი ფირმისთვის არ გამოდგებოდა, Apple-მა სთხოვა დახმარება სარეკლამო ფირმას ახალი სიმბოლო მოსაფიქრებლად. ჯობსის მოთხოვნით პირველი შეხვედრის შემდეგ იანოვმა დაიწყო ვაშლის ლოგოდ “გარდაქმნა”. ის თვითონვე აღიარებს, რომ მისი მუშაობის დროს მან დახარჯა რამოდენიმე კილოგრამი ვაშლი. ლოგო არ შეცვლილა 1976 წლიდან. დიზაინერს (რობ იანოვს) ამ სამუშაოსთვის არცერთი ცენტი არ აუღია.

2) Penguin Books.

776a01ac8199

შექმნის თარიღი – 1935 წ.
ავტორი – ედუარდ იანგი.

Penguin Books იყო პირველი კომპანია, რომელიც ყიდდა მაღალხარისხიან,ძვირადღირებულ ფურცელზე გაკეთებულ წიგნებს. ამ ლოგოს ავტორი და დიზაინერი გახდა ახალგაზრდა ედუარდ იანგი, რომელიც ამავე კომპანიაში მუშაობდა.
მარტში 1936 წელს , 10 თვის შემდეგ რაც კომპანია არსებობდა გაიყიდა პირველი მილიონი წიგნი პინგვინის ყდით. როდესაც იანგმა დახატა ეს ფრინველი ის იყო 21 წლის.

3) კუვეიტის კომერციული ბანკი.

ed65aa25493c

შექმნის თარიღი – 1979 წ.
დიზაინერი – ალან ფლეტჩერი.

ეს უბრალო ვარსკვლავი არაა. ეს სულაც არაა ვარსკვლავი. ეს არის ბანკის სახელი დაწერილი კუფური ენით. სამოცდაათიანი წლების ბოლოს კუვეიტის კომერციულმა ბანკმა გადაწყვიტა საერთაშორისო ბაზარზე გამოსვლა და მას დასჭირდა კარგი და ეფექტური ნიშანი.

ბევრმა არ იცის რომ ეს ლოგო შეიქმნა სააგენტო “Pentagram”-ში. ამის გარდა მისი ავტორია ერთერთი საუკეთესო გრაფიკოსი – ალან ფლეტჩერი. ამ ლოგოს გაკეთება სულაც არ ყოფილა ადვილი. დიზინერს უნდა დაეხატა ლოგო რომელიც წაიკითხებოდა 3 ენაზე. რაც არ უნდა იყოს კუვეიტის კომერციული ბანკის ლოგო გახდა ყველაზე ცნობილი ლოგო მსოფლიოში.

4) I ❤ NY.

e3d594143836

შექმნის თარიღი – 1973 წ.
დიზაინერი – მილტონ გლეიზერი.

თავიდან ლოგოტიპს “I ❤ NY” არანაირი კავშირი არ ჰქონდა ნიუ იორკთან. ის შეიქმნა გლეიზერის მიერ ამერიკული ტურიზმისთვის ნიუ იორკის შტატში. კომპანიის მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო რამოდენიმე თვე და დიზაინერს არაფერი არ მოუთხოვია. როგორც არ უნდა ყოფილიყო ლოგოტიპი გახდა ძალიან პოპულარული. ამ ლოგოს ორიგინალი ინახება MOMA-ში. და როდესაც 2000 წლების შუაში ქალაქ ნიუ იორკისთვის Wolff Olins-ს შეუკვეთეს ახალი ლოგო, ხალხი აჯანყდა. ნიუ იორკმა გასულ წლებში საკმაოდ დიდი თანხა გაიღო ამ ლოგოს გამოყენების ნებართვის მოსაპოვებლად.

5)Superman.

f329684a6eba

შექმნის თარიღი – 1938 წ.
ავტორები – ჯერი სიგელი და ჯო შუსტერი.
შრიფტი – Helvetica

სიგელისა და შუსტერის მოგონილ ლოგოს თავიდან უნდა გამოეხატა პოლიციის ნიშანი. აქვე ისტორიული ფაქტი სუპერმენის ლოგო იყო პირველი ლოგო მაისურზე “ფუტბოლკაზე”. შეიძლება ითქვას ამ ნიშანმა შემოიტანა მაისურზე სუპერგმირების ნიშნის დახატვის მოდა.

6)Shell.

6a93c2d36c1d

შექმნის თარიღი – 1971 წ.
ავტორი – რეიმონდ ლუი.

ეს ლოგო დახატა რეიმონდ ლუიმ 1971 წელს. ამ ლოგოზე გამოსახულია წითელ-ყვითელი ფერის ნიჟარა. ის ასახულია ლოგოტიპზე 1900 წლიდან, მაგრამ მხოლოდ ლუის ლაკონური ნიშნის დახმარებით, ეს ლოგო გახდა კომპანიის სიმბოლო და 90 წლებში კომპანიამ თვით სახელიც კი წაშალა ლოგოდან.

7)Hard Rock Café.

e93f6dce88d7

შექმნის თარიღი – 1971 წ.
ავტორი – ალან ოლდრიჯი.

Hard Rock Café-ის ქსელი პატარა რესტორნიდან გავრცელდა და ახლა მას აქვს რამოდენიმე ლოგოტიპი სხვადასხვა ბიზნესისთვის, მაგრამ ყველა მათგანი ჰგავს 1971 წელს დახატულ ლოგოს. ეს ნახატი შექმნა ალან ოლდრიჯმა. ის ცნობილია თავისი ილუსტრაციებით რომლებიც დახატა The Beatles, The Rolling Stones და Elton John-ის ალბომებისთვის.

8)Mercedes.

5c9c3b1fe96f

შექმნის თარიღი – 1925 წ.
ავტორები – გოტლიბ დაიმლერი

Mercedes Benz-ის ნიშანი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია. საინტერესოა რომ ეს ნიშანი შემდგარია სამი Daimler-ის ვარსკვლავიდან. დაახლოებით 15 წელიწადის განმავლობაში ეს ნიშნები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ფირმის ლოგოს , მაგრამ შემდეგ ამ კომპანიებმა გადაწყვიტეს გაერთიანება. 1925 წელს კომპანიები გაერთიანდნენ. ლოგოს ავტორია გოტლიბ დაიმლერი.

9)Levi’s.

e33453619638

შექმნის თარიღი – 1973 წ.
ავტორი – ამოუცნობია.

იმ დროს როდესაც დევიდ იაკობსმა და ლევი სტრაუსმა შეკერეს ჯინსის შარვლები მათ არ ჭირდებოდათ ლოგო, რადგანაც ამდაგვარი შარვალი მსოფლიოში არ იყო. პირველი ლოგო გამოვიდა 1886 წელს, როდესაც ჯინსი გავრცელდა მსოფლიოში. ყველასათვის ნაცნობი წითელი ლოგო კი გამოჩნდა 1936 წელს. ყველა ლოგოს ვერსია შეიქმნა თვით ქარხანაში და ამიტომ მისი შემქმნელის დასახელება ვერ მოხერხდა.

მსგავსი ამბები

Back to top button