კულტურაუცნაური

მალე მამონტებს გააცოცხლებენ

gtruv

შესაძლებელია თუ არა პრეისტორიულმა ბეწვიანმა არსებამ ისევ ისეირნოს დედამიწაზე? იაპონელი მეცნიერები აპირებენ, უახლოესი 5 წლის განმავლობაში მამონტის გაყინული დნმ-დან სპილოს 8000 წლის წინ მობინადრე წინაპრები აღადგინონ.

იაპონელები გამოდიან ამბიციური წინადადებით, მკვდრეთით აღადგინონ დიდი ხნის წინ გადაშენებული ძუძუმწოვარი. ამისთვის მათ სჭირდებათ დნმ-ის ნიმუში, რათა მოახდინონ კლონირება, ასევე სპილო, რომელიც შეასრულებს სუროგატი დედის ფუნქციას.

ოსრულობის პერიოდი გაგრძელდება დაახლოებით 600 დღე, თანამედროვე მამონტის პირველი შვილი კი დაიბადება 4-5 წელიწადში. გასულ წლებში მეცნიერებმა ციმბირის ყინულებში ნაპოვნი თმა გამოიყენეს მამონტის გენეტიკური კოდის “შესაკოწიწებლად”. ძვალში შენახული დნმ კი გამოადგებათ პრეისტორიული გიგანტის სისხლის ხელახლა შესაქმნელად.

კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევარები აპირებენ ზაფხულში ეწვიონ ციმბირის ნოტიო ადგილებს იმ მიზნით, რომ მამონტის სხვა, უკეთ შემონახული ნარჩენები აღმოაჩინონ. თუ არადა, მათ უკვე აქვთ კანისა და ქსოვილების ნიმუშები, რომელიც შეიძლება ითქვას, საკმარისი იქნება პროექტის განხორციელებისთვის.

1 კვ. დუიმის (6.5 კვ.სმ) ზომის ნიმუში საკმარისია ყველანაირი გენეტიკური ინფორმაციის მისაღებად.

მამონტის უჯრედიდან აღებული დნმ შეუერთდება თავისუფალ კვერცხუჯრედს, რომელიც თავის მხრივ, აღებული იქნება სპილოსგან, მამონტის უახლოესი ნათესავისგან.

განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გამოცოცხლება მოხდება ელექტრული იმპულსით, რის შემდეგაც ის დაიწყებს ზრდასა და განვითარებას, როგორც ნორმალური ემბრიონი. რამდენიმე დღის განმავლობაში ლაბორატორიაში მომწიფდება, შემდეგ კი სუროგატი სპილოს სხეულში გადაიტანენ.

პროექტის წარმატების წინაპირობაა ის ფაქტი, რომ ორი წლის წინ იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს თაგვის კლონი. ეს თაგვი 16 წლის განმავლობაში იყო გაყინული. თუმცა 1100 ცდიდან მხოლოდ 7 იყო წარმატებული, ანუ 7 ნაყოფი აღმოჩნდა ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი.

2hq0v

პროექტის წარმატების შემთხვევაშიც კი დგება სხვა პრობლემები. სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი აკირა ირიტანი ამბობს: “თუკი შეიქმნება კლონირებული ემბრიონი, უნდა განვიხილოთ, სანამ მოხდება ტრანსპლანტაცია, როგორ უნდა გამოვკვებოთ და გავზარდოთ ის (მამონტი) დაბადების შემდგომ და ასევე, ვაჩვენოთ თუ არა ფართო საზოგადოებას.”

პატარა მამონტზე დაკვირვებამ შეიძლება ნათელი მოჰფინოს იმ დილემას, რატომ გადაშენდა ეს არსება გამყინვარების ბოლო პერიოდში, როცა მანამდე ევრაზიისა და ჩრდილო ამერიკის ტერიტორიაზე დასეირნობდა.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამის მიზეზი იყო ის, რომ მამონტები საკვებად იქცნენ იმ სახეობისთვის, რომელიც შემდეგ გაბატონდა – ადამიანისთვის. სხვები ამას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ – სიცივეს შეჩვეულებმა დათბობას ვეღარ გაუძლეს.

მამონტის წარმატებული კლონირების შემთხვევაში ალბათ დადგება საკითხი უფრო საინტერესო არსებების კლონირებისა, რომლებიც 65 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ – დინოზავრების.

მსგავსი ამბები

Back to top button