არქივი

სხეულის მოვლის ისტორია

954a6fe3b078

სხეულის მოვლა მთელ რიგ ჰიგიენურ წესებს მოიცავს, მაგრამ ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ჰიგიენისა და კოსმეტიკის თანამედროვე კომპლექსებია. სხულის მოვლა მხოლოდ მისი ანატომიური საზღვრებით არ შემოიფარგლება, მას ადგილობრივი კულტურის თვალსაზრისითაც განიხილავენ. სხეულის მოვლაში ჩანდა და ჩანს ეთნიკურობა, გვარტომობრიობა, სოციალური მდგომარეობა, ასაკობრივი სტატუსი. აღსანიშნავია მასთან დაკავშირებულ რიტუალებში მონაწილეობა. ამ პოსტში სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებ, ანუ სხეულის მოვლის ისტორიაზე.

 

არაევროპელთა ტრადიციულ კულტურებში გარეგნობასა და სხეულის ფიზიკურ სრულფასოვნებას, მასთან დაკავშირებულ რიტუალებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ინდუიზმში ფიზიკური არასრულფასოვნება დასჯად ითვლებოდა. ძალიან ფასობდა ფიზიკური სილამაზე ძველ საბერძნეთში. ძველ რომში ვესტალები (ქურუმი ქალები) მხოლოდ ფიზიკურად უნაკლო გოგონები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ.

 

8d1fe2c7dddf

 

მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორში ძალიან ხშირად უარყოფითი პერსონაჟები ფიზიკურად არასრულყოფილი ადამიანები არიან. თუმცა ეს ხშირად ხთონურ სიძლიერესთან, განსაკუთრებულ სიძლიერესთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, ძველ რუსეთში მიაჩნდათ, რომ სამეფო ოჯახის წევრებს სხეულზე განსაკუთრებული ნიშანი ჰქონდათ გამოსახული. ასეთივე წარმოდგენა ჰქონდათ ბაგრატიონების შესახებ საქართველოს მთიანეთში (ხვსურეთში). ისინი ღვთაების რჩეულებად მიიჩნეოდნენ და ღვთაების ნიშნით იყვნენ აღბეჭდილნი. ხევსურთა წარმოდგენით “ნაწილიანი” ყოფილა თორღვა- ბაგრატიონთა ნაბიჭვარი, რომელსაც ბეჭებზე მზისა და მთვარის ბეჭედი აჯდა, ხოლო მათ შუა ჯვარი ჰქონდა გამოსახული. “ნაწილიანები” გამოირჩეოდნენ რაიმე განსაკუთრებული ნიჭით.
ფიზიკური სილამაზისა და სრულყოფილების წარმოდგნაზე დიდ გავლენას ადგილობრივი იდეალები და გემოვნება ახდენდა. ოკეანიის ზოგიერთი ხალხის ბელადი ძალიან სრული (მსუქანი) უნდა ყოფილიყო, მათ სპეციალურად კვებავდნენ. თანატომელებისგან ისინი სითეთრითაც გამოირჩეოდნენ. წინა აზიისა და აფრიკის ზოგიერთი ხალხის წარმოდგენით სისრულე და სიმსუქნე სილამაზის ნიშანი იყო. ხოლო უფრო განვითარებულ საზოგადოებებში ქალის გარეგნულ ჰარმონიულობაში ფიზიკიკური სილამაზის გარდა გუსლისხმობდნენ სათანადო მორთულობას, სამკაულებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს.

 

3f3a8d5aecf8

d39fc43e79ab

9e0c013d923c

80349a525539

 

ადამიანის სხეული ერთგვარი სოციალური ნიშანიც იყო. მორთულობა, ტატუირება, ვარცხნილობა, ტანსაცმლის ფორმები გვარტომობრივი განსხვავებულობის საშუალებები იყო. ძველად, განვითარებულ კულტურბში გვაროვნული განსხვავება ტანსაცმელსა და მორთულობაში ძირითადად ქალებს შორის იყო შემორჩენილი: ძველ რომში ცინცინატების გვარის ქალები გრძელ თმებს ატარებდნენ, ტორკვატების გვარისანი- ოქროს ძეწკვს, ხოლო ატილიელთა გვარისანი საერთოდ არ ატარებდნენ ტილოს ტანსაცმელს. სიცოხლის ციკლის ორი ისეთი წეს-ჩვეულება, როგორებიცაა ინიციაცია და ქორწინება განსაკუთრებით სხეულსა და გარეგნობას ეხებოდა. ბევრგან მამაკაცები ძველად (და ახლაც) გლოვის ნიშნად თმებსა და წვერებს უშვებდნენ და არ იჭრიდნენ. ესა თუ ის გარეგნული ნიშანი სოციალურ მდგომარეობასაც აღნიშნავდა. დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს არ შეეძლოთ გრძელი თმების ტარება. ამ თვალსაზრისით, ძველი ბერძნების, ბრიტანელებისა და თურქთა მაგალითის დასახელებაც საკმარისია. ოკეანიის ხალხებში ქალის მოკლე ვარცხნილობა და კაცების გრძელი თმა დაბალი სოციალური სტატუსის მაჩვენებელი იყო.

 

a88111d85640

 

სხეულის მოვლის სპეციფიკურ ფორმას მისი დეფორმაცია წარმოადგენდა- საკბეჩი კბილების ამოღება, თითების (უფრო ხშირად ნეკი თითის) მოჭრა, ჩვილობის ასაკში თავის ქალის დეფორმირება. ქალის თავის ფორმის შეცვლა ფართოდ იყო გავრცელებული ნეოლითისა და ბრინჯაოს ეპოქაში და აქა-იქ ის XIX საუკუნემდე შემორჩა (აფრიკაში, თურქმენეთში, ბრეტანსა და ნორმანდიაში).
სხეულის მოვლის განსაკუთრებულ ვარიანტად ითვლება კანზე ნაიარევის აღნიშვნა, რაც ყველაზე მეტად მუქი კანის ხალხებში იყო გავრცელებული (აფრიკელებში, ავსტრალიელებში, ანდამანელებში). სამკაულების გასაკეთებლად გავრცელებული წესი იყო ყურების, ნესტოების, ტუჩების გახვრეტა. აღნიშნული ორგანოების გახვრეტა ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის იყო დამახასიათებელი. ტატუირება უფრო ფერადკანიან ხალხებში იყო გავრცელებული. როგორც ბუნებრივი სხეულის შეცვლას, ტატუირებასაც ორი ფუნქცია ჰქონდა- პირველი გვარტომობრივი ნიშანი და მეორე- ასაკობრივი ინიციაციის გავლის მაჩვენებელი. თუმცა ტატუირებას თავის დაცვის რწმენის ფუნქციაც ჰქონდა. კანის შეღებვა მორთულობის უძველეს ფორმად ითვლება. ავსტრალიელებისთვის საყვარელი ფერი იყო წითელი (ღამით ჩასატარებელი რიტუალების დროს სხეულზე თეთრ ზოლებს იკეთებდნენ, რაც მკვლევარები ჩონჩხის გამოხატულებად მიიჩნევენ), ანდამანელებში ყვითელი ფერ იყო გავრცელებული, ძველ ბრიტებში- მწვანე. საერთოდ, ხალხების უმეტესობა უპირატესობას ძირითადად წითელ ფერს ანიჭებდა. ძველი ცივილიზაციის ხალხების (წინა აზია, ეგვიპტე) ფეხების, ხელისგულებისა და თმების შესაღებად ინას იყენებდნენ. რუსი ქალები ლოყებს ჭარხლის წვენით იწითლებდნენ. შეღებვას და ტატუირებას ბევრი რამ ჰქონდა საერთო, მაგრამ პირველ მათგანს უფრო მეტად ცხოვრებისეული ძალის, ნაყოფიერებისა და ეროტიკის სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

 

d16e633ab671

104a502cab79

 

სხეულის შეღებვას ბევრი ხალხი ჰიგიენურ მნიშვნელობასაც ანიჭებდა. როგორც ჩანს, ეს ასეცაა, რადგან, როგორც წესი, საღებავებს ცხიმების საფუძველე ამზადებდნენ. ჩრდილოეთ აფრიკისა და მახლობელი აღმოსავლეთის ხალხებში თვალების ცისფერი და შავი საღებავებით შეღებვა არა მხოლოდ მორთულობას, არამედ მხედველობის სიმახვილის ერთგვარ საშუალებადაც ითვლებოდა. როგორც გაირკვა, აღნიშნული საღებავები, მართლაც, ტრაქომეას პროფილაქტიკის საშუალებებიცაა.
სხეულის მოვლის მნიშვნელოვანი ნაწილია ჰიგიენური საშუალებები. ტანის ნელსაცხებლები არა მხოლოდ სხეულის სისუფთავის შენარჩუნების საშუალება იყო, არამედ- შინაგან ორგანოებზე მოქმედებასაც. ანტიკურ პერიოდში ასეთად მიიჩნეოდა გულის დამამშვიდებელი მალამო. სხაულიდან მომდინარე კეთილსურნელებებს განსაკუთრებული არამოტაული კოდიც ახლდა. მაგალითად ძველ საბერძნეთში სასიამოვნო სურნელება თავისუფალი ადამიანებისთვის იყო ნიშანდობლივი. საბერძნეთშივე ვაქხის საპატივცემულო დღესასწაულის მონაწილენი სახს მურითა და ღვინის თხლით ითხუპნიდნენ.
წყლით დაბანა ყველა ხალხისთვის არ იყო დამახასიათებელი. უფრო მეტად ის ტროპიკებში მცხოვრებ ხალხებს ახასიათებდათ. ევროპაში წყლით დაბანა ანტიკურ პერიოდში გავრცელდა, ის აქ რომაელთა საშუალებით გავრცელდა, ხოლო თვით ანტიკურ სამყაროში ეგვიპტური და კრეტა-მიკენური (და არა ბერძნული) გავლენის შედეგი იყო. ძალიან ბევრ ხალხში სტუმრის დაბანის ტრადიცია არსებობდა. ინდოევროპელებში მას რიტუალური ხასიათი ჰქონდა. საპნის კულტურა მოგვიანებით გავრცელდა. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ საპნის კულტურა რომალებმა გერმანელებისგან ისწავლეს.

 

16cb3b6a863a

ევროპული ჰიგიენისა და კოსმეტიკის ისტორიაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯვაროსანთა აღმოსავლურ ლაშქრობასა და ბიზანტიელთა სავაჭრო საქმიანობას. ევროპაში სუნამო აღმოსავლეთიდან გავრცელდა. სპირტის სუნამო მათთვის ცნობილი მხოლოდ XVI საუკუნეში გახდა. თავდაპირველად მას “უნგრულ წყალს” უწოდებდნენ. სუნამოს წარმოებაში პრიორიტეტი იტალიელებს ჰქონდათ, მაგრამ მალევე პირველობა ამ სფეროში მათ ფრანგებმა ჩამოართვეს.
საყოველთაოდ ცნობილია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას დაცვას ისლამის მიმდევარ ხალხებში- ყველა შესასრულებელი წესი აქ მუჰამედის ანდერძად ითვლება. ყველა ეთნოსისათვის დამახასიათებელი ჰიგიენური წესი მდგრადობით გამოირჩევა და მათ ეთნიკურ თვითშეგნებაში განსაკუთრებული ადგილი აქვთ. ჰიგიენასთან ბევრი ტრადიციული რწმენაც არის დაკავშირებული: გაზაფხულზე სისხლი ფუჭდება და მისი გამოშვება აუცილებელია, გაცვენილი და მოჭრილი თმები არ უნდა გადაიყაროს, ბავშვი ცაცია რომ არ გამოვიდეს, მას რძე ჯერ მარჯვენა ძუძუთი უნდა მიეცეს და ა. შ.

Back to top button