უცნაური

ნუნისი – ამოუხსნელი საიდუმლო

9c04159e85d3

მოკლედ პოსტია ნუნისზე, თავიდან ცოტა მოსაწყენია მაგრამ ბოლოს საინტერესოა. აქ არის ის ინფორმაცია, რაც საიტზე არ დევს და იმედია დაინტერესდებით!

კურორტი ნუნისი ხარაგაულის რაიონს ეკუთვნის. რაიონული ცენტრიდან კურორტი 22 კმ.-ით არის დაშორებული. სოფელ მოლითის რკინიგზის სადგურიდან სამთა ნუნისამდე 6 კმ.-ია. კურორტიდან 1,5 კმ. მანძილზე უახლოესი დასახლებული პუნქტია ამავე სახელწოდების სოფელი.

c78132fc3ab3

სოფელ ნუნისს დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს მოხსენიებული ნუნისის წყალი, როგორც საამო და მარგებელი.

ნუნისის აღმოჩენის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მთავარი მათგანი დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. ლეგენდა მოგვითხობს, რომ დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. დაღლილ სახედრებს კანი მთლიანად გადატყაული ჰქონდათ, როდესაც პირუტყვები ნუნისის წყალში შესულან, ჩაწოლილან და დიდხანს ვერ აუყენებიათ. წყალს მათი დაწყულებული კანი მალე განუკურნავს. დავითს სოფელი მოსწონებია და იქ ეკლესიის აგება უბრძანებია.

928a23a55ef8

კურორტ ნუნისში მიიღებთ ესთეტიურ თერაპიასაც. საოცარი ბუნება დაგამშვიდებთ და უფრო ჯანმრთელს გაგხდით, მაგრამ ეს არ ეხება თავგადასავლებისა და ანომალიის მაძიებლებს , რადგან ამ ადგილთან დაკავშირებით უცნაური ლეგენდები არსებობს:
ნუნისის ეკლესიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ტყის სიღრმეში მდებარეობს ადგილი, რომელსაც «ბერების კლდეს» ეძახიან. მის კომპლექსში შედის კლდეში გამოკვეთილი სამი გამოქვაბული, ლეგენდის თანახმად ნუნისის ღვთის¬მშობლის ტაძარი ოდითგან საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა «ბერების კლდეს».

525f37d4e00f

რამდენიმე წლის განმავლობაში აქ საძიებო სამუშაოებს აწარმოებდნენ «იბერიონთა საძმოს» წევრები, რომლის დროსაც ცხრა მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ლოდით ამოქოლილი შესასვლელი მიწისქვეშეთში და რომელიც, «იბერიონთა საძმოს» მტკიცებით, წინაპართა დატოვებულ საიდუმლოს უნდა წარმოადგენდეს. მათივე მტკიცებით ამ კლდის მიღმა დარბაზში დევს წიგნი, რომელიც სახარებაში მოხსენიებულია «ლაზარედ» და მზის შუქს ელოდება, რომ ნუნისი სამყაროს ცენტრია და აქ არის ნოეს კიდობანი. ეს მტკიცება ჯერ გამოკვლეული არ არის.

80e1e940e508

არსებობს სხვა ვერსიებიც, რომელთა მიხედვით ამ კლდეში ინახება უძველესი რელიქვია, რომელიც 
თამარ მეფის დავალებით წამოიღეს ქათველებმა წმინდა მიწიდან.  ეს არის ერთერთი შუბი, რომლითაც 
ქრისტე განგმირეს,  და მაცხოვრის სისხლმა შუბი სასწაულმოქმედი გახადა.  სხვა ვერსიის თანახმად, აქ ინახება იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.

dd6145692c32

ყოველ შემთხვევაში ეს ლეგენდები ლეგენდებად დარჩებოდა და ისე ჩაივლიდა, რომ არა ბოლო დროის მოვლენები. 
სპეციალურად ჩამოსულმა გერმანელმა მეცნიერებმა ტერიტორიაზე დაიწყეს გამოკვლევები, და ტერიტორიის გარკვეული 
ნაწილი ჩაკეტილია, ანუ ხალხს არ შეუძლია შესვლა. რა არის მიზეზი? ნუთუ ქვებმა ასე დააინტერესა მეცნიერები ან 
მხოლოდ ბუნებით დასატკბობად ჩამოვიდნენ? აშკარაა, რომ ან რაიმე აღმოაჩინეს, ან აღმოჩენის პირას არიან. 
ყოველ შემთხვევაში ეს გამოსაკვლევია და მე ვგეგმავ პატარა დაზვერვით ექსპედიციას, რის შემდეგაც იმედი მაქვს,  ყველაფერი ასე თუ ისე გაირკვევა, და თქვენც გაგიზიარებთ.

წყარო: regions.ge

მსგავსი ამბები

Back to top button