არქივი

სიკვდილის რაზმი #731 (I ნაწილი) (16+)

 

ac444c398424
“ჩვენი ცდებით დადგინდა, რომ მსგავს პირობებში ადამიანის გამძლეობა მტრედის გამძლეობის ტოლია. იმ პირობებში, როდესაც მტრედი იღუპება, იღუპება ადამიანიც…”

მეორე მსოფლიო ომი – ეს ის თემაა, რომელსაც არაერთი მხატვრული თუ სამეცნიერო ნამუშევარი მიეძრვნა. როგორც წესი, წერდნენ გერმანელებზე, რუსებზე, ამერიკელებზე, დასავლეთ ევროპელებზე და ა.შ. უფრო ნაკლები იწერებოდა იაპონიაზე, აგრესორთა მხარის ერთ–ერთ წარმომადგენელზე. უკვე 65 წელი შესრულდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, მაგრამ ამ მოვლენასთან დაკავშირებული ფაქტები დღემდე არ კარგავს საზოგადოების იტერესს.
იაპონელი სამხედრო დამნაშავეები, ისევე როგორც გერმანელი ნაცისტები, საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ. მაგრამ, საინტერესოა, რომ გერმანელებისაგან განსხვავებით, მათ სხვადასხვა ქვეყანაში და განსხვავებული მიდგომებით ასამართლებდნენ. ერთი პროცესი ომის დარულებიდან პირველივე წელს ტოკიოში გაიმართა, ხოლო მეორე რუსეთში, ხაბაროვსკში 1949 წელს. ამ ორივე პროცესის ერთ–ერთი შემზარავი საქმე ეხებოდა “სიკვდილის რაზმ #731”, ოფიციალური სახლწოდებით “კვანტური არმიის წყალმომარაგებისა და პროფილაქტიკის სამმართველო”. აღსანიშნავია, რომ იაპონიაში გამართულმა სამხედრო ტრიბუნალმა ამ რაზმის მეთაურები გაამართლა. 1947 წლელს იაპონიაში მოკავშირეთა საოკუპაციო ჯარების სარდალი, გენერალი დუგლას მაკარტური ვაშინგტონს შემდეგ წეილს სწერს: ” ბაქტეოროლოგიური იარაღის შესახებ არსებული ინფორმაციის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, ამ სახის იარაღის მომზადებაში მონაწილე იაპონიის არმიის არც ერთი თანამშრომელი არ უნდა დაისაჯოს, როგორც სამხედრო დამნაშავე.” და მართლას, ამ რაზმის წევრები შემდგომშიც მეტად პრივილეგირებული პირები არიან, რაზმის ერთ–ერთი წევრი უმსვილესი იაპონური ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელი ხდება, სხვები სათავეში უდგებიან სხვადასხვა სამედიცინო სკოლებს და საქმდებიან სახელმწიფო სტრუქტურებში. თავად ამ რაზმის ხელმძღვანელი , შირო იშიი, აშშ–ში განაგრძობს ბიოლოგიური იარაღის სრულყოფის სამუშაოების გაწევას.

1981 წელს ჯონ პაუელის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახადა 731–ე რაზმის ექსპერიმენტების სისასტიკე და ცინიზმი. ამ სტატიაზე კომენტარი პროცესზე მობნაწილე მოსამართლე როლინგმა გააკეთა, რომლის განცხადებითაც, ამერიკულმა მხარემ ეს ინფორმაცია დაუმალა პროცესში მონაწილე განსასჯელებს.

რაც შეეხება ხაბაროვსკის პროცესს, აქ აქ განაჩენი თორმეტ სამხედროს გამოუტანეს. საქმე ეხებოდა კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს: მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება და, შემდგომ, გამოცდა ცოცხალ ადამიანებზე, ასევე, მათზე სხვადასხვა სამედიცინო და სხვა ტიპის ექსპერიმენტების ჩატარება.

ექსპერიმენტების წარმოების ადგილი ჩინეთი, კერძოდ – მანჯურიის მთები იყო. ყველაფერი ჯერ კიდევ 1926 წელს დაიწყო სამეფო ტახტზე იმპერატორ ჰიროჰიტოს ასვლით. მან საკუთარ მმართველობის პერიოდს “განათლებული სამყაროს ეპოქა” უწოდა. იგი განათლებით ბიოლოგი იყო და ამ მეცნიერებას მეტად მფარველობდა. ის თვლიდა, რომ ბიოლოგიურ იარაღს მისთვის, როგორც ქალღმერთ ამატერასუს ჩამომავლისათვის, მსოფლიო ბატონობა უნდა მოეტანა.
d0c358d11beb

იმპერატორი ჰიროჰიტო

იმპერატორმა საკუთარი იდეების ხორცშესხმისათვის 30-იან წლებში შექმნა ბიოლოგთა  გუნდი, რომელსაც სათავეში პოლკოვნიკი, ბიოლოგი შირო იშიი ცაუდგა. სწორედ ამ პერიოდში, იშიი ევროპის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიების დასათვალიერებლად გაემგზავრა, მათი გამოცდილების შესასწავლად.
2d36cc80ce05

შირო იშიი

იგი ევროპიდან იმპერატორს წერს: “საარტილერიო იარაღისაგან განსხვავებით,  ბაქტერიოლოგიურ იარაღს არ ძალუძს მოძინააღმდეგის ცოცხალი ძალის ერთბაშად განადგურება. იგი ნელა, წამებით კლავს მსხვერპლს. ამ იარაღისას ჭურვების ძარმოება არცაა საჭირო, საკმარისია ბაქტერიებით გაჭღენთილი ტანსაცმელი, კოსმეტიკა, საკვები პროდუქტები, სასმელი… შეიძლება, ის უბრალოდ მიაფრქვიო ჰაერში. დიდი რაოდენობით გაშვება არცაა საჭირო, იგი მოკლე დროში გამრავლდება და თავის საქმეს გააკეთებს.”

ამგვარი დასკვნის შემდეგ, დიდი თანხა გამოიყო  ბაქტერიოლოგიური იარაღის  შემუშავებისა და წარმოებისათვის სპეციალური კომპლექსების შესაქმნელად. ამ კომპლექსებიდან ყველაზე გამორჩეული იყო რაზმი # 731.

ამ რაზმების არსებობა, ცხადია, მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. მეტი კონსპირაციისათვის,  ისინი ჩინეთის ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამუშაოებს.  ეს ადგილი სხვა მხრივაც აძლევდა მკვლევარებს ხელს, იქაური ხელისუფლება ძლიერ იაპონიას წინააღმდეგობას ვერ უწევდა, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ხდებოდა ექსპერიმენტების ობიექტები.
fe5363767fc3
“სიკვდილის ქარხნის” მშენებლობა 1936 წელს დაიწყო. ეს იყო საკმაოდ დიდი კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა “საამქროებისაგან” შედგებოდა:4500 კონტეინერი შავი ჭირის გადამდები ტილების მოსაშენებლად, 6 დიდი ქვაბი სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებების მოსაშენებლად, 1800 კონტეინერი – ბიოლოგიური ნივთიერების დასამზადებლად  და ბოლოს, კრემატორიუმი.  რაზმი პრესტიჟული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებით დაკომპლექტდა. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით წარმოებდა: ვირუსოლოგია, მწერები, შავი ჭირი, ცდები მომწამვლე აირებზე, დაბალი ტემპერატურის პირობებში, ადამიანის სხეულში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვება, პათოგენეზი, ტიფი, ტუბერკულოზის კვლევა, ფარმაკოლოგიური კვლევები და სხვა…

ექპერიმენტებს შემდეგი სახე ჰქონდა: სატუსაღოში ჰქონდათ იმ ზომის ცხაურები, რომ ტყვეს განძრევა არ შეეძლო.  “მორი” (ასე უწოდებდნედ   ისინი ექსპერიმენტის მსხვერპლს), უნდა  ყოფილიყო ფიზიკურად ძლიერი, რომელშიც შეჰყავდათ ბაქტერიებით სავსე ხსნარი და განსაზღვრული დროის განმავლობაში, ვირუსის განვითარებას აკვირდებოდნენ. დაავადების ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ცოცხალ პაციენტს ყოველგავარი ანესთეზიის გარეშე კვეთდნენ და მის ცალკეულ ორგანოებს ცოცხლად აკვირდებოდნენ. ცხადია, ექსპერიმენტი პაციენტების უმრავლესობა სიკვდილით მთავრდებოდა, რომელთა გვამსაც კრემატორიუმში ათავსებდნენ.

c780373653fe

თუ პაციენტი ამის შემდეგ ცოცხალი დარცებოდა, მას მკურნალობდნენ და სხვა ექსპერიმენტისათვის იყენებდნენ. საბლოლოოდ, “მორა” ქარხნიდან ცოცხალი ვერ გადიოდა.

სხვა ექსპერიმენტები მხუთავი აიერის მოქმედებაზე ტარდებოდა. ექსპერიმენტის ერთ–ერთი   მონაწილე იხსენებს: “წყალბადის ციანიდით გაგუდულებს სახე მუქი წითელი ფერისა ჰქონდათ. იმას, ვინც აირით იწამლებოდა, მთელი ტანი ისე ჰქონდა დამწვარი, შეხედვის შეგეშინდებოდა.”

ამ ექსპერიმენტების პარალელურად, მათ მალევე დაიწყეს ბაქტეოროლოგიური იარაღის სხვადასხვა სახით დამზადება, ჭურვები, სათამაშოები, საკვები… იგეგმებოდა, აშშ–სა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ამ იარაღის გამოყენება. იაპონური წყალქვეშა ნავები უნდა მიახლოვებოდა აშშ–ს სანაპიროს და გაოეშვა შავი ჭირის მატარებელი ბუზები. ამ მიზნით შეიქმნა კერამიკული ჭურვები, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ოპერაცია ჩაიშალა. იაპონელებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი წყალქვეშა ნავები.

36e668cf9267

გამოძიების შედეგებმა აჩვენა, რომ რაზმის საქმიანობა მხოლოდ ზემოთქმულით არ შემოიფარგლებოდა. ისინი დგამდნენ სამეცნიერო ექსპერიმენტებს გამძლეობაზე. ერთ–ერთი სტაჟიორის მოგონებებიდან: “ჩვენი ცდებით დადგინდა, რომ მსგავს პირობებში ადამიანის გამძლეობა მტრედის გამძლეობის ტოლია. იმ პირობებში, როდესაც მტრედი იღუპება, იღუპება ადამიანიც”.

ცდებისას მონაწილეები გაჰყავდათ ღამით ცივ ამინდებში, როდესაც ტემპერატურა -20°–ზე დაბალი იყო, ცივი წყლით სავსე კასრში კიდურებს აყოფინებდნენ. შემდეგ მათკენ ჰაერის ჭავლს ისე მიმართავდნენ, რომ ისინი მოყინოდათ. მოყინულობის ხარისხის შესამოწმებლად, ჯოხს უკაკუნებდნენ. შემდეგ მოყინულ კიდურებს სხვადასხვა ტემპერატურის წყალში აყოფინებდნენ და აკვირდებოდნენ, როგორ კვდებოდა კუნთოვანი ქსოვილი. საშინელებაა, რომ ამგვარი ექსპერიმენტისათვის ჩვილი ბავშვიც კი გამოიყენეს. ჩვილს ხელი რომ არ მოეკუმშა, შუა თითებში ნემსები ჩაარჭვეს.  ამ ექსპერიმენტების შედეგად, მოყინვის საწინააღმდეგო საშუალება მაინც ვერ აღმოაჩინეს, მხოლოდ დაასკვნეს, რომ მისი საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება კვლავ პაციებნტის ცივ აბაზანაში ჩასმა იყო… (გაგრძელება შემდეგ ნაწილში).

 

პოსტი ეყრდნობა სხვადასხვა უცხოური საიტებიდან მოძიებულ ინფორმაციას, ასევე, ჟურნალ “ისტორიანიში” გამოქვეყნებულ  სტატიას “სიკვდილის კონვეირი #731”

 

Keti Kozmanashvili | შექმენი შენი ემბლემა
1173073225.2274.113839696

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button