გართობაუცნაური

შეშლილი,შეშლილი,შეშლილი მსოფლიო

cc979fb60714
წინა ხუთშაბათიდან მოყოლებული ვფიქრობ რაზე დავდო პოსტი , დღეს ძლივს მოვიფიქრე . აი ისიც :
მსოფლიოში 400-მდე ქვეყანაა . ყველა ქვეყანას თავისი ტრადიციები აქვს . მე გაგაცნობთ რამდენიმე უცნაურ მათგანს .

უცნაური ტრადიციები

1.მსოფლიო ჩემპიონატი ბალიშებით “ბრძოლაში”

cc979fb60714

მსოფლიო ჩემპიონატი ბალიშებით ბრძოლაში იმართება ყოველ წელს აშშ-ს ქალაქ კენვუდში სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით . მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ვინც 14 წელზე უფროსია . ორი “მებრძოლი” ზის ერთმანეთის პირისპირ სველ მილზე რომელიც მოთავსებულია ტალახში . მონაწილეების მოვალეობაა გადააგდონ მოწინააღმდეგე ტალახში .

იარაღად გამოიყენება მხოლოდ ბალიში . მოწინააღმდეგე უნდა გადააგდო ბალიშიდანმილიდან 30 წამში . ზუსტად ერთი წუთის მერე ერთ-ერთი ხელი უნდა დაიდო ზურგის უკან . კიდევ 1 წუთის შემდეგ ისევ შეგიძლიათ ორივე ხელით ბრძოლა . შეჯიბრება 3 ტურიანია . გამარჯვებულია ის ვინც 2 ტურს მოიგებს .

f2aae22cb79b

2.საუნის მსოფლიო ჩემპიონატი

d06bb46e6c00

ეს ჩემპიონატი , რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1999 წელს , კი იმართება ფინეთის ქალაქ ჰეინოლაში . წესები ძალიან ადვილია – მოგაბულია ის ვინც ყველაზე დიდი ხანი გაძლებს საუნაში . საუნაში ტემპერატურა იზრდება ყოველ 30 წამში როცა გავარვარებულ ქვებზე ასხვამენ ნახევარ ლიტრ წყალს .

დღემდე ამ შეჯიბრებაში მხოლოდ ფინელები იმარჯვებენ . ფინელი ტიმო კაუკონენი არის ნამდვილი ლეგენდა . მას აქვს მოგებული ეს ჩემპიონატი 5-ჯერ . 2010 წელს ჩატარდა 5 და 7 აგვისტოს . მონაწილეობას იღებდა 135 ადამიანი 15 ქვეყნიდან . ამ ჩემპიონატს ტრაგედიის გარეშე არ ჩაუვლია . საუნაში შესვლიდან 6 წუთის მერე რუსმა – ვლადიმირ ლადიჟენსკმა და ფინელმა ტიმო კაუკონენმა ვეღარ გაუძლეს სიცხეს . ორივე მოათავსეს საავადმყოფოში . ცოტა ხნის შემდეგ რუსი ვლადიმირ ლაჟენსკი გარდაიცვალა . ამის შემდეგ აიკრძალა ეს ფესტივალი ფინეთში .
f879402f7e79

3.შემწვარი ღორების პარადი

9c2625d5f1c1

ფილიპინებში ამტრადიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს . ყოველი წლის 24 ივნისს იმართება ქალაქ ბალაიანში(108 კმ სამხრეთით მანილადან) .

გამთენიისას ასობით ადამიანი გამოდის ქუჩებში შემწვარი ღორებით . ღორები გამოწყობილნი არიან სხვადასხვა კოსტუმებში . შეიძლება შეგხვდეთ ღორები მოტოციკლეტებზე , ღორები ჩაცმული როგორც ნეფე-პატარძალი და ასე შემდეგ .

4.მსოფლიო ჩემპიონატი ქვანახშირის ტარებაში

38245079e304

ინგლისის სოფელ გაუტრიფში იმართება ძალიან უცნაური რბოლა . ლეგენდის თანახმად ყველაფერი დაიწყო 1963 წელს ადგილობრივ პატარა სასტუმროში .

თითო მონაწილემ უნდა ატარის 50 კილოგრამი წონის ქვანახშირით სავსე ტომარა 1 მილის (1012.5 მტერი) სიგრძის ტრასაზე . რეკორდი არის 4 წუთი და 6 წამი რომელიც დეივიდ ჯონსმა დაამყარა . მან ეს რეკორდი დაამყარა 1991 წელს შემდეგ კი 1995 წელს თავისივე რეკორდი გააუმჯობესა .

ქალებმა კი 10 კილოგრამი წონის ქვანახშირის ტომარა უნდა ატარონ . რეკორდი – 5 წუთი და 5 წამი დაამყარა ჯულია ნაითმა . არსებობს ასევე ბავშვებს შორის რბოლა რომელიც 3 კატე4გორიადაა დაყოფილი – 9 წლამდე , 11 წლამდე , და 15 წლამდე .

5b4ee64c53e5

5.ცხოვრება მთვარეზე

467b94a59a12

ნეილ არმსტრონგმა მთვარეზე ფეხი დადგა 1969 წლის 20 ივლისს . მან აღმოაჩინა რომ იქ არანაირი სიცოცხლის მიწაწყალი არ არსებობს .

ბევრ კულტურას აქვს სხვადასხვა წარმოდგენა ვინ ცხოვრობს იქ .

იაპონელები და კორეელები ამბობენ რომ იქ ცხოვრობენ კურდძლები რომელიც აკეთებენ ბრინჯის ნამცხვარს .

ჩინელებს სჯერათ რომ იქ ცხოვრობს ჩანგ’ე .

დიდი ხნის წინათ 10 მზე ანათებდა ცაზე . ყველაზერი დამშრალი იყო . ადამიანები მშვირები და მწყურვალები ეყარნენ მიწაზე . იმპერატორმა იაომ თხოვა ცნობილ ჰოუ ინს დახმარება . ეს უკანასკნელი ავიდა კუნ ლუნის მთის წვერზე და 9 მზე ჩამოაგდო ციდან . ამ გზით მან გადაარჩინა დედამიწის მოსახლეობა .

ჰოუ ინს ჰყავდა ულამაზესი ცოლი ჩანგ’ე . მას ის ძალიან უყვარდა , ამიტომ მან დედოფალ ხი ვანგმუს თხოვა უკვდავების ელექსირი . მან თხოვნა შეუსრულა . ასევე გააფრთხილა რომ მას და ჩანგ’ე-ს ერთად უნდა დაელიათ ეს ელექსირი რომ ერთად ეცხოვრათ დედამიწაზე . მაგრამ თუ მხოლოდ ერთი დალევდა ელექსირს , ის შეუერთდებოდა უკვდავებს სამოთხეში .

ჰოუ ინმა და ჩანგ’ემ გადაწყვიტეს დაელიათ ელექსირი მერვე თვის მეთხუტმეტე დღეს , როცა ბადრი მთვარე დაანათებდა დედამიწას . მაგრამ ერთ დღეს საშინელება მოხდა . ერთ ადამიანს უნდოდა ელექსირის მოპარვა . მან ჰოუ ინი მოკლა და ჩანგ’ეს მოკვლით დაემუქრა . თავი რომ გადაერჩინა , ჩანგ’ემ დალია ელექსირი და გახდა უკვდავი .

მას ძალიან ენატრებოდა ქმარი და გადაწყვიტა ეცხოვრა მთვარეზე . ის ახლაც იქ ცხოვრობს . თუ კარგად დააკვირდებით მთვარეს , შეამჩნევთ ჩანგ’ეს რომელიც უკვდავების ელექსირს ამხადებს .

ჩინელების მსგავსად ვიეტნამელებს აქვთ ზღაპარი . აი ისიც :

ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა ერთი მეტყევე კაცი . ერთ დღეს როცა ძალიან დაიღალა , დაისვენა განსკუთრებული ხის ქვეშ . ამ ხის ფოთლები წამლებად გამოიყენებოდა . ეს კაცი ხეს ყოველ დღე რწყავდა .

მან გააფრთხილა ცოლი რომ ყოფილიყო ძალიან ფრთილად ხესთან . ერთხელ ცოლმა ესროლა ნაგავი ხეს . ხემ დაიწყო ძალიან სწრაფად ზრდა .

ტყეში მომუშავე კაცმა დაინახა ეს ყველაფერი . ის ბრუნდებოდა სამუშაოდან და უცბად , ძალიან ჩქარა შეახტა ხეს . ბოლოს ხემ მიაღწია მთვარეზე და ახლა ის კაცი მთვარეზე ცხოვრობს .

იმედია მოგეწონათ . პოსტი საკონკურსოა .

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button