უცნაური

უბედურების მომტანი ნახატები

a4f0210a9004

საკუთარი ნახატის ქონა,თანაც ცნობილი და აღიარებული ავტორის მიერ მოწერილი ნახატის – ბევრის ოცნებაა.ციფრული ტექნოლოგიების თანამედროვე სამყაროშიც კი ბევრი არ იტყვის უარს სახლში სურათის დაკიდებაზე.ზოგი შეიძლება,მაინცდამაინც არ გიჟდება პორტრეტზე,მაგრამ მაინც კიდებს ინტერიერის გასალამაზებლად და არც უფიქრდებაბ,რომ ყველა სურათს თავისი ენერგეტიკა აქვს.

სხვათა შორის,ისტორიაში ბევრი მაგალითია იმისა,თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ნახატები თავიანთ მფლობელებზე,ნატურისტებზე ან უბრალო ხალხზე,რომელიც მათ უყურებს.ზოგი თვლის,რომ ეს უბრალოდ სურათებთან მოგონილ კავშირს ემთხვევა,მაგრამ დამთხვევები ძალიან ბევრია.როგორც იტყვიან,ერთხელ – შემთხვევითობაა,ორჯერ – დამთხვევა,ხოლო სამჯერ – კანონზომიერება.

”წყლის ლილიები”

კლოდ მონეს ”წყლის ლილიები” – მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი შედევრია.საინტერესოა,მხატვარი იფიქრებდა კი,რომ მის ნახატს ათეულობით წლის შემდეგ,ასეთი ცუდი რეპუტაცია ექნებოდა?საქმე იმაშია,რომ სურათს თან სდევს ხანძრების მთელი შლეიფი.პირველი,თავად მონესთან სახლში მოხდა,ზუსტად ნახატზე მუშაობის დასრულებისთანავე.ხანძრის ჩაქრობა უცებვე მოხერხდა და ნახატის გადარჩა.

მალევე,ნახატი მონმარტრეზე გახსნილი გასართობი დაწესებულების მფლობელების ხელში გადავიდა.3 თვის შემდეგ,კაბარეს მფლობელები დამწვარი დაწესებულებიდან გადარჩენილი ნივთების ჩემოდანს კრავდნენ,რომელშიც ”წყლის ლილიებიც” იყო.ამის შემდეგ,ნახატს დაეუფლა ოსკარ შმიტსი,პარიზში მცხოვრები მეცენატი.მას სხვებზე მეტად გაუმართლა – მისი სახლი ერთი წლის განმავლობაში უვნებელი იყო.

ერთი წლის შემდეგ,სახლისგან მხოლოდ ფერფლიღა იყო დარჩენილი,თანაც ცეცხლი თვითმხილველების თქმით,იმ ოთახში გაჩნდა,სადაც ”წყლის ლილიები” ეკიდა.ნახატი,ახლაც ნივთების იმ მოკლე სიაში შევიდა,რომლის გადარჩენაც მოხერხდა.ტილო ისევ იცვლის პატრონს,მაგრამ უკვე მუზეუმში ხვდება – ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.ხანძარი ვერც ამ დაწესებულებას ასცდა – 4 თვეში იქაურობას ცეცხლი მოედო,ხოლო ნახატი საკმაოდ სერიოზულად დაზიანდა.

8707a735657f

”ვენერა სარკით”

კიდევ ერთი ტილო,რომელსაც თან სულ უსიამოვნებები სდევს არის დიეგო ველასკესის ”ვენერა სარკით”.ნახატის პირველი მფლობელი – ესპანელი ვაჭარი,გაკოტრდა,მისი ვაჭრობა დღითი-დღე უარესდებოდა,სანამ დარჩენილი ნავაჭრი პირატებმა არ მოიპარეს და არც პირატებს შერჩათ საქონელი – ნაქურდალით დატვირთული გემები ჩაიძირა.როდესაც იგი ჩაქუჩით დაწყებული ყველაფერს ყიდდა,ნახატიც გაასაღა.ტილოს ახლაც ესპანელი ვაჭარი დაეუფლა,რომლის საკუთრებაში პორტში მყოფი მდიდარი საწყობები შედიოდა.როგორც კი ნახატი გაიყიდა და ფული ხელში გადაეცა ახალ პატრონს,საწყობები უეცრად გავარდნილმა მეხმა დაწვა.

ccedcc29089e

აუქციონით ნახატი ახლაც მდიდარი ესპანელის ხელში ხვდება…სამ დღეში ის თავისივე სახლში აკუწეს მძარცველობის დროს.ამის შემდეგ ”ვენერა სარკით” დიდხანს ეძებდა ახალ პატრონს,მაგრამ მხოლოდ მუზეუმებს იცვლიდა,სანამ ერთ-ერთში,რომელიღაც სულით ავადმყოფი ქალი არ მივარდა და დანით არ დაფხრიწა.

e4b52d478b51

”მონა ლიზა”

ასევე ცნობილია ლეონარდო და ვინჩის ”ჯოკონდა”:ნახატი როგორღაც მოქმედებს მათზე,ვინც დიდხანს უყურებს მას.

ეს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მწერალმა,სტენდალმა აღნიშნა,რომელსაც დიდხანს ცქერის შემდეგ გული წაუვიდა.ლუვრის ზედამხედველები აღნიშნავენ,რომ გულის წასვლა,თანაც ზუსტად მონა ლიზას წინ აქ იშვიათობა ნამდვილად არაა.თვითონ და ვინჩიც,ახლობლების თქმით გაგიჟებული იყო ”ჯოკონდაზე” – ყოველთვის ცდილობდა ჩაესწორებინა დეტალები,გადაეხატა და ა.შ.ხოლო ნახატზე მუშაობის დროს,ხშირად ეცლებოდა ძალა და სტრესი ჰქონდა.

c8d6149ec67b

„სამეული”

ბევრი იდუმალებით მოცული ნახატი ადამიანების პორტრეტებთანაცაა დაკავშირებული.ტილოზე აღბეჭდილების უეცარი სიკვდილი ან სერიოზული ავადმყოფობა ზოგიერთებისთვის მოულოდნელობაც კი არ იყო.მაგალითად,ვასიაც მშობლები კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ,რომ მხატვარს იგი ტილოზე გამოესახა,უთუოდ ცუდს მოგვიტანსო,მაგრამ მხატვარმა მაინც დაითანხმა ისინი.მხატვარმა ბიჭი თავის ერთ-ერთ ტილოზე გამოსახა.პეროვის ”სამეული”,სადაც ვასია შუაში მიდის,გახდა ძალიან პოპულარული,ხოლო ბავშვი მალევე მოკვდა.

a4f0210a9004

მსგავსი ისტორია ბევრია.მაგალითად,როდესაც ბოროვიკოვსკიმ მარია ლოპუხინას პორტრეტი დახატა,ქალი ადრეულ ასაკში ჭლექით გარდაიცვალა.მას მერე ამბობენ,რომ არა ერთი მდიდარი ქალი გარდაცვლილა ნახატის ნახვის შემდეგ.ახლა ტილო ტრეტიაკოვსკის გალერეაშია გამოფენილი და ხმები,თითქოს მიწყნარდა.

c8b4ac7bcb9b

უეცარი სიკვდილი სწვევია ისეთი ცნობილი მხატვრების მენატურეებსაც,როგორებიც არიან მოდილიანი,რუბენსი,რემბრანტი…მოდილიანის ყველაზე ცნობილ ტილოებზე გამოსახულია მისი მუზა – ჟანა ებიუტენი,რომელიც მალე დაიმტვრა ფანჯრიდან გადმოვარდნის შემდეგ.

9ed93d8b5217

გარდაიცვალა ასევე სასკია,რემბრანტის მეუღლე,რომლის ნახვაც შეგვიძლია მაგალითად ”ფლორაზეც” და მისი ოთხი შვილი,რომელთა ხატვაც მას ძალიან უყვარდა.სამი მათგანი პატარაობაშივე დაიღუპა.

e8d725eaef57

მსგავსი ისტორიაა რუბენსის ახლობლებთანაც.მისი მენატურეები მისი ქალიშვილი და ცოლი იყვნენ.ორივე უეცრად გარდაიცვალა:ცოლი – 34 წლის ასაკში,ხოლო ქალიშვილი – 12 წლის ასაკში.

რუს მხატვრებს შორის,უსიამოვნებები სდევდა სეროვს,რეპინს,სომოვსა და სხვებს.მათი მენატურეები სურათზე აღბეჭდვიდან მოკლე დროში კვდებოდნენ.ცნობილი „გოგონა ატმებით“ სეროვისაა,“ქალი ცისფერში“ სომოვის:პორტრეტებზე გამოსახული ქალები კვდებოდნენ მალე და საოცრად მოულოდნელად.

7e415b1476d1

179219296cb3

სიკვდილი მათაც ეწვეოდათ,ვისაც ილია რეპინი ხატავდა.ხშირად ნახატის დახატვიდან მეორე დღეს.სამი ასეთი ცნობილი ფიგურაა:კომპოზიტორი მუსორგსკი,სტოლიპინი და ქირურგი პიროგოვი.ასევე გარდაიცვალა 8 სხვა მოდელი,მეორე დღეს არა,მაგრამ მოკლე დროში.

ძველი დროიდან მოყოლებული დღემდეც კი ზოგიერთ რელიგიურ სწავლებაში იკრძალება ადამიანების პორტრეტების ხატვა.ითვლება,რომ კავშირი ადამიანსა და მის გამოსახულებას შორის ისეთი ძლიერია,რომ სურათის ნებისმიერ დაზიანებას შეუძლია ადამიანის სიცოცხლე ძლიან დიდ საფრთხეში ჩააგდოს.

პოსტი საკონკურსეა,იმედია მოგეწონათ

Grigol Amanatashvili | შექმენი შენი ემბლემა
100001979419114.1059.2017624992

Back to top button