არქივი

“რკინის ფარდის” რღვევა – დაშვება წითელ მოედანზე

a8bc8670bd49
1987 წლის 28 მაისი.საბჭოთა კავშირის დედაქალაქში,წითელი მოედნის თავზე გამოჩნდა მცირეგაბარიტიანი სამგზავრო თვითმფრინავი,მცირედი ირაოს შემდეგ მფრინავი ობიექტი დაეშვა.მცირე ხნის შემდეგ დაინტერესებულმა საზოგადოებამ თვითმფრინავი ალყაში მოაქცია.მოედანზე შეკრებილ ხალხს აზრადაც არ გაუვლია თუ რა დონის სკანდალი აგორდებოდა წითელი მოედნის სიახლოვეს თვითმფრინავის დაშვების გამო… საქმე იმაშია ,რომ მფრინავ ობიექტს მართავდა 19 წლის გფრ_ს მოქალაქე მატიას რუსტი იყო…

1987 წლის 28 მაისს საბჭოთა კავშირში მესაზღვრეთა დღესასწაული იყო,ხოლო ამ დროს ჰელსინკის სიახლოვეს მალამის აეროდრომზე საჰაერო ვოაიჟისთვის ამზადებდნენ მცირეგაბარიტიან თვითმფრინავ “Cessna 172R skyhawk”_ს,რომლის პილოტიც იყო გერმანელი მატიას რუსტი.თვითმფრინავს დოკუმენტებში არსებული ჩანაწერებიდან გამომდინარე უნდა შეესრულებინა რეისი ჰელსინკი–სტოქჰოლმი.მცირედი ხნის შემდეგ საწვავის ავზი ბოლომდე იქნა შევსებული(სწორედ აქ შეიმჩნევა,რომ მატიას რუსტი სულ სხვა რამეს გეგმავდა,რადგან საწვავის რაოდენობა საშუალებას იძლეოდა 8 საათიანი ფრენისა).

a2240e80822e

მალე მალამის აეროდრომის ასაფრენ ზოლზე ამოძრავდა “Cessna 172B skyhawk” და რამდენიმე წუთის შემდეგ ჰაერში გაინავარდა.თავდაპირველად ყველაფერი გეგმის მიხედვით ხდებოდა და რუსტი თვითმფრინავს სტოქჰოლმისკენ მიმართავდა.22_ე წუთზე კი მოხდა ის რაც საბოლოოდ სკანდალით დამთავრდება და პილოტიც გისოსებს მიღმა აღმოჩნდება.

სწორედ 22_ე წუთზე მატიასმა თავისი გეგმის ამოქმედება დაიწყო და დაადგა გზას სულ სხვა მიმართულებით.ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ფინელ დისპეჩერს და მალევე თვითმფრინავის ბორტზე გაისმა მისი ხმა.რუსტმა მას არ უპასუხა და სეანსის დასრულების შემდეგ გათიშა რადიომოწყობილობები,ჩართული მხოლოდ რადიოკომპასი დატოვა.დისპეჩერმა შემდგომი დაკვირვების შემდეგ შეამჩნია,რომ თვითმფრინავი საბჭოთა საზღვრისაკენ მიიწევდა,რამდენიმე წუთის შემდეგ მფრინავი ობიექტი რადარებიდან საერთოდ გაქრა.შეიქმნა ავიაავარიის ეჭვი და ამის გადამოწმების მიზნით დაიწყო მიმდებარე ტერიტორიების შესწავლა ფინელ მაშველთა მიერ.ამის შედეგად ბალტიის ზღვაზე აღმოაჩინეს საწვავის ფენა.ჩათვალეს,რომ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და დაიწყო სამაშველო ღონისძიებები,მაგრამ ვერაფეს მიაგნეს–როგორც იტყვიან “რთულია ბნელ ოთახში შავი კატის პოვნა”.გაივლის რამდენიმე წელიწადი და ფინეთის ხელისუფლება მატიას რუსტისგან 120 ათას აშშ დოლარს მოითხოვს ამ სამაშველო ღონისძიების გამო,თუმცა ფინელებმა ფიასკო განიცადეს.როგორც აღმოჩნდა ბალტიის ზღვაზე მანამდეც შეიმჩნეოდა დაღვრილი საწვავის მსგავსი ფენები.

14:20 საათზე ესტონეთის სსრ_ის ტერიტორიაზე განთავსებულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ლოკატორებზე გამოჩნდა დაბალი სიჩქარით მფრენი აპარატი,რომელიც საბჭოთა კავშირის საზღვარს თანდათან უახლოვდებოდა და მალევე გადმოკვეთა.საბჭოთა რადიოლოკაციურ სადგურზე ე.წ “ჩე პე” ცხადდება.

14:50 საათზე სიტუაციის გასარკვევად ცაში აიჭრა საბჭოთა გამანადგურებელი “მიგ-23”.რამდენიმე წუთის შემდეგ “მიგ”_ის პილოტი იტყობინება,რომ ხედავს დაბალ სიმაღლეზე მოძრავ ობიექტს,მან სცადა გაერკვია თუ რა ტიპის ობიექტი შეამჩნია და ამ მიზნით შეეცადა მიახლოებოდა მას.თუმცა ამ მანევრის შესრულება საკმაოდ რთული იყო,რადგან მატიას რუსტის “ცესნა” 500 მეტრ სიმაღლზე გადაადგილდებოდა.რამდენიმე ცდის შემდეგ გამანადგურებლის პილოტი იტყობინება,რომ ობიექტი წააგავდა საბჭოთა მსუბუქძრავიან “იაკ-12″_ს.ყოველივე ეს კონტროლდებოდა რადარების საშუალებითაც.

“Cessna 172B skyhawk”

9a10360e5cf2

“იაკ-12”

ccd271d09392

15:00 საათზე მატიას რუსტის თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა.5 წუთის შემდეგ რადარზე გამოჩნდა ობიექტი რომელიც სულ სხვა მიმართულებით მიფრინავდა და იძლეოდა სიგნალს “я – свой”(“თქვენიანი”).მიიჩნიეს,რომ სწორედ ეს იყო ის ამოუცნობი ობიექტი.

ამ დროს კი მატიასი ისევ განაგრძობდა მოძრაობას მოსკოვისაკენ.ამ დროისათვის ის ფსკოვის მიდამოებში იყო.სწორედ ამ დროს ფსკოვში ტარდებოდა ავიაწვრთნები და ცაზე არაერთი თვითმფრინავი გადაადგილდებოდა.რადარებზე რათქმაუნდა გამოჩნდა ახალი ობიექტი,მაგრამ ჩათვალეს,რომ წვრთნებში მონაწილეობდა.წვრთნებში მონაწილეები გამოუცდელი პილოტები იყვნენ და მათ უმეტესობას ყურადღება არ მიუქცევია ერთი აუცილებლობის მიმართ–ყოველი მათგანი ვალდებული იყო სიგნალის(კოდის) “თქვენიანი”_ს გაშვება და რადარებმა ყველა “უცნობად” ჩათვალა.ეს ფაქტი ხშირად ხდებოდა წვრთნებისას,ამიტომ სამხედროები თვითონ ანიჭებდნენ კოდებს თვითმფრინავებს და ამის გამო ამ დროს ყველა “უცნობი” თვითმფრინავი “იდენტიფიცირებულად” ითვლებოდა.სწორედ ამ “დარღვევის” გამო მატიას რუსტის თვითმფრინავმაც მიიღო კოდი “თქვენიანი”.

ქალაქ სტარაია რუსას სიახლოვეს “ცესნა” რადარებიდან ისევ გაუჩინარდა და ყოველივე ეს იყო იმის ბრალი,რომ მატიასი ხშირად ცვლიდა სიმაღლეს.გერმანული გაზეთი “ბუნტე” მიიჩნევდა,რომ აქ თვითმფრინავი ახორციელებს დაშვებას–მაგრამ შემდეგ გაირკვა,რომ ჟურნალისტები ცდებოდნენ.საგაზეთო სტატიაში გაჟღერებული ეს ეჭვი იმას ბრალი იყო,რომ მოსკოვამდე რუსტს დასჭირდა დაახლოებით 7 საათი,რეალურად კი ეს დრო უფრო მცირე უნდა ყოფილიყო.მაგრამ როგოც გაირკვა ყოველივე ეს დაბალი სიჩქარის გამო მოხდა(“ცესნას” ამ მოდელის კრესისერული სიჩქარეა 220 კმ/სთ,ხოლო რუსტი მიფრინავდა 140 კმ/სთ_ით),ასევე ეჭვს იწვევდა ის ფაქტი,რომ რეისის დასაწყისში მატიასს ეცვა ჯინსებიდა მწვანე მაისური,ხოლო წითელ მოედანზე ის უკვე კომბინიზონში გამოწყობილი დააბიჯება.

გზა მოსკოვისაკენ

ce436aeb011b

ქალაქ ტორჟოკის იახლოვეს რადარებზე გამოჩნდა რამდენიმე თვითმფრინავი,მათ შორის მატიასის “ცესნა”.მას უკვე მინიჭებული ქონდა კოდი “თქვენიანი”.ქალაქ ტორჟოკის სიახლოვეს რამდენიმე ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა ავარია,საჰაერო სივრცე ვერ გაიყვეს გამანადგურებელმა “მიგ–25″_მა და რაკეტმზიდ–შემტევმა “ტუ-22მ”_მა–შეასკდნენ ერთმანეთს.ამის გამო მიმდინარეობდა სამაშველო სამუშაოები.ჩათვალეს,რომ რადარზე გამოჩენილი თვითმფრინავები მონაწილეობდნენ ამ პროცესში.მატიას რუსტის თვითმფრინავი ორგზის “ლეგალიზებული” აღმოჩნდა და აგრძელებდა გზას დაუბრკოლებლად.2 საათიც და ის უკვე მოსკოვს მიუახლოვდება.

სანამ გავაგრძელებ ერთ საინტერესო გადახვევას გავაკეთებ–1983 წლის 1 სექტემბერს საბჭოთა საზღვარი გადაკვეთა სამხრეთ კორეულმა სამგზავრო ლაინერმა “ბოინგ 747″.დისპეჩერებმა სცადეს დაკავშირება პილოტებთან,თუმცა კავშირი არ შედგა.შემდეგ კი მოხდა ფაქტი რამაც მსოფლიო შეძრა.გაიცა ბრძანება თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ.რის შედეგად კი 270მდე ადამიანი დაიღუპა… მსოფლიოს რეაქცია კი ხისტი აღმოჩნდა,კორეა მოიცვა საპროტესტო ტალღამ–დაწვეს საბჭოთა დროშები.მრავალმა ქვეყანამ საბჭოეთს დაუხურა საჰაერო სივრცე,აიკრძალა რეისები მოსკოვის და სხვა ქალაქების მიმართულებით.ამან საბჭოთა ხელისუფლებაც დააფიქრა და გამოვიდა ბრძანება,რომელიც კრძალავდა საზღვრის უკანონდ მკვეთი სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდებას.თუ დავუბრუნდებით მატიას რუსტის შემთხვევას იქმნება შთაბეჭდილება,რომ მან იცოდა ამის შესახებ და ამიტომაც აგრძელებდა ფრენას წითელი მოედნისაკენ.

როგორც ვთქვი მატიასი მოსკოვს უახლოვდებოდა.”პადმასკოვიეს” ტერიტორიაზე საქმეში უკვე მოსკოვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა ჩაერთო,თუმცა უნდა აღნიშნოს ისიც რომ ეს სისტემა იმ დროს გამორთული იყო და სამხედროებს უწევდათ საჰაერო სივრცის გაკონტროლება სხვა ხერხით.თუმცა თვითმფრინავს განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც არავინ მიაქცევდა,ის ხომ ორგზის “ლეგალიზებულია”…

0bd29476332e

18:30 საათი.მოსკოვში მშვენიერი ამინდია,უღრუბლო ცა რაცმთავარია.როგორც ვთქვი 28 მაისს აღნიშნებოდა მესაზღვრეთა დღე და წითელ მოედანზე მრავლად იყო ხალხი.ასევე ამ დროს ვერტმფრენებიდანაც იღებდნენ მოედანსა და კრემლს.მატიას რუსტი უკვე კრემლის თავზე წრეს აკეთებს და ცდილობს დაჯდომას,თუმცა მოედანზე მრავალი ადამიანია.მალევე ის პოულობს “ოქროს შუალედს” და მდინარე მოსკოვის ხიდზე ეშვება,ნელი სვლით უახლოვდება სასტუმრო “რასიას”.თვითმფრინავი ჩერდება,კომბინიზონში გამოწყობილი პილოტი გადმოდის,მის გარშემო ხალხი იკრიბება.რამდენიმემ მას გამოელაპარაკა და გერმანულ ენაზე მიიღო პასუხი,რომ ის იყო მოყვარული პილოტი მატიას რუსტი.ხალხი დაბნეულია და ვერ ხვდება თუ როგორ მოხვდა გერმანელი 19 წლის ახალგაზრდა წითელ მოედანზე.გადის 10 წუთი და თვითმფრინავის სიახოლოვეს გამოჩნდნენ სამართალდამცველები.მატიას რუსტი დაპატიმრებულია!!!

84e6d2f84f5f

66ce11e485b9

d67991c20d75

მატიას რუსტი, 2007 წელი

3c0b889cf301

საბჭოთა კავშირში ამ ფაქტის გამო სკანდალი აგორდა–ეს ხომ “რკინის ფარდის” რღვევის ტოლფასი იყო!,ბერლინში მყოფმა გორბაჩოვმა გადადო ვიზიტი და დედაქალაქს გაემართა.ამ ფაქტს შემდეგ მოყვება საკადრო წმენდა,თანამდებობას დატოვებს 250მდე სამხედრო მაღალჩინოსანი,ხოლო რუსტი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება.ხოლო მოსკოველები წითელ მოედანს ხუმრობით “შერემეტევო–3″_ს დაარქმევენ.

პირველი ნაწილის დასასრული…

წყარო: ჩემი ბლოგი (don-mindia.blogspot.com)

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button