არქივი

რატომ!?

a0012001811a
დიდი ხანია პოსტი არ დამიწერია და აი ეხლა გადავწყვიტე დავწერო. არ ვიცი რის გამო მომინდა პოსტის წერა, იმის გამო რომ ჩემი აზრი გამოვხატო გარკვეული საკითხების მიმართ თუ ავტორების კონკურსში ჩემი ძალების მოსინჯვა მომინდა. ალბათ უფრო პირველია, დიდი იმედი არც მაქვს კონკურსში გამარჯვებისა.

”საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო”. თქვენ ნუ გაეცლებით, თქვენ სტატია წაიკითხეთ… :):):):)

(ამ პოსტში ვისაუბრებ, “XI საუკუნის საქართველოზე”. სასაუბრო და სამსჯელო ბევრია, მარა მე მცირედით შემოვიფარგლები.)

”საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო”, ალბათ მართლა ავერიდებოდი ამ საკითხებზე საუბარს, რომ არა საქართველოსადმი სიყვარული. ზოგმა შეიძლება გადაჭარბებულად ჩამითვალოს ნათქვამი. მაგრამ მე მართლა მიყვარს ჩემი საქართველო! მიყვარს არამარტო სუფრასთან და უცხოელებთან ლაპარაკში, არამედ სულ, არაა აქვს მნიშვნელობა სად და როგორ ვითარებაში ვიქნები….
აგვისტოს ომი, რომ არა ალბათ ვერც მივხვდებოდი თუ როგორ მყვარებია ჩემი საქართველო. აი სწორედ სამი წლის წინ , როდესაც დიდი საშიშროება იყო იმის რო არამარტო საცხოვრებელი ადგილი არამედ ქვეყანაც დამეკარგა, მაშინ მივხვდი თუ რაოდენ ძვირფასი ყოფილა ჩემი სამშობლო ჩემთვის.
არა მოგაბეზრებთ თავს ჩემი სიყვარულის ახსნით საქართველოს მიმართ და პირდაპირ სათქმელზე გადავალ.

db7fc0df56a2

ზემოთ ვახსენე ომი და ქვეყნის დაცვა, რაც ქართველისთვის “უმთავრესია”. ხო “უმთავრესია”, შეიძლება სუფრასთან 8-10 ჭიქის დალევის შემდეგ. ამ 8-10 ჭიქის შემდეგ გვეხსნება სიყვარულის ბუშტი და დავიწყებთ სხვადასხვა ისტორიების მოყოლას, რომლების შესახებაც წინა სუფრაზე მოვისმინეთ და ისიც კი არ ვიცით მართლა მოხდა თუ არა ეს ამბავის სინამდვილეში. მაგრამ მაინც ვყვებით, იმიტო რო ამიტ ჩვენ “დიდ სიყვარულს” ვამტკიცებთ საქართველოს მიმართ. ვსვვთ აღმაშენებლის სადღეგრძელოს, რომელიც ჩვენი აზრით V-VI საუკუნეში მეფობდა, უი ბოდიში შემეშალა XIV საუკუნეში მეფობდა “ეგ”. ვაქებთ ჩვენ იდად წინაპრებს, მაგრამ მატ მიერ გაკეთებული საქმეების 1/1000 არც ვაკეთებთ. პირიქით უკან უკან ვეშვებით.
უკან დაშვებაში არ ვგულისხმობ იმას რომ ტრადიციებს ვივიწყებთ, უკან დაშვება ისა რომ პრობემას როგორც პრობლემა ვერ აღვიქვავთ! ვართ “სასტიკად” სუბიექტურები და ვიმეორებთ 2-3 სიტყვას, რომლებსაც სადღაც მოვკარით ყური….
ამ ბოლოს თითქოს აება ყველაფერი ერთმანეთს. იქ “კის პართიო”, აქ “ზასაობის” აკრძალვაო და ამას მოყოლილი “ზასავაქცია”. საერთო ჯამში კი ამ ყველაფერმა გამოიწვია დიდი “ინტერნეტბუნტი”, ზოგი იქით, ზოგი აქეთ გადავნაწილდით, ზოგმაც საერთოდ გაცლა ამჯობინა და დავიწყეთ ერთმანეთის აზრების თელვა და გლეჯვა სიტყვას არ ვარჩენდით(ვარჩენთ) ერთმანეთს. ზოგს დებილს და ზოგს უცოდინარს ვეძახით და ზოგსაც ზე ჭკვიან ადამიანს და იმათ მივყვებით კუდში. თქვა ვიღაც “ზე ადამიანმა” დაწერა რაღც? ეგრევე ქოფი/ფასთე და ვიღაცას ჩვენც ზე ადამიანი ვგონივართ, ამის შემხედვარე კი “კმაყოფილი დებილის” სახით ვიღიმით :)
მე მაპატიეთ თუ რომელიმეს შეურაცხყოფა მოგაყენეთ. :(
აქ ზოგადად ჩემი თავიც ვიგულისხმე.
15c329d8e623

ეხლა კი ზოგადად განვიხილავ იმ საკითხებს, რომლებმაც ასეთი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
მაინც ყველაფერი “ზასაობსიკენ” მიდს და მოდი გავაერათიანებ ყველაფერს…
“ზასაობის” აკრძალვამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბევრი მომხრეც გამოუჩნდა და ბევრიც მოწინააღმდეგე. მე ვერცერთში გავიყვან ჩემ თავს, მაგრამ უფრო მოწინააღმდეგებში გავალ ალბათ. ხალხისგან წამოვიდა აზრი, ბავშვი პარკში ვეღარ ჩამიყვანია სასეირნოდ “მოზასავეების” გადამკდეო. მაგრამ ვერ ვხვდები რომელ სკვერში(ბინების წინ რომაა იმათ ვგულისხმობ, სადაც ბევრია საბავშვო გასართობი) დაუნახავთ “მოზასავეები”? ნუ წაიყვანენ ვაკის თუ ვერის ბაღში თავის შვილებს. ესეც რომ არ იყოს მარტო აქ ახსენდებათ ბავშვები? ბევრჯერ შევსწრებივარ ისეთ სტუაციას, რომ ბავშვი ატირებული ყოფილა იმის გამო,რომ დედას ვეღარ პოულობს… რატომ? იმიტომ რომ დედა ლაპარაკში გაერთო და თავისი შვილი, რომელზეც ასე წუხს და არ უნდა “ზასაობას” აყურებინოს სულ გადაავიწყდა… ცოტა სასაცილოა ესეთი დედები, რომ გამოდიან და რაღაცის აკრძალვას მოითხოვენ. კაი დავანებოთ თავი დედების დამოკდიებულებას “ზასაობაზე”. ავიღოთ მაგალითად ჩემი თავი. რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი იმისა, რომ პარკში შეყვარებული წყვილი ერთმანეთს ეალერსებოდნენ, ვიმეორებ ეალერსებოდნენ და არა ეზასავებოდნენ! (აი კიდე ერთი პრობლემა გამოჩნდა, ვერ გაგვიგია ზასაობა რა არის და შეყვარებულების ალერსი რა! არადა კი ვჩხუბობთ და ვგნიასობთ ავკრძალოთ “ზასაობაო”) ისინი ხომ ერთმანეთის მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავენ ამით, ეხლა ისიც არ მოვინდომოთ რო საზოგადო ადგილებში შეყვარებულის ყოლა იკრძალებაო.
ზოგი იმასაც იტყვის, ეს ყველაფერი ამაზრზენია და აუტანელი, ამიიტომ უნდა აიკრძალსო. ხო შეიძლება აუტანელია, მარა ასაკრძალი რატოა? აი მაგალითად ჩემთვის აუტანელია, როცა ბიჭი თავის დედას იგინება! გოგო კი სხვების დაუნახავად, მაგრამ მანც ყველა ს დასანახად ” იფურთხება” ხო აი ტუნდაც მზესუმზირის ჭამის დროს. არ მომწონს და ჩემთვუის ამაზრზენია ქუჩაში ფენოვანი “ხაჭაპურის ჭამა”. მაგრამ გამოვრბივარ და ვიყვირივარ ეს ყველაფერი ავკრძალოთ მეთქიი? თუ ჩვენ გვაქვს უფლებები მათაც ხო აქვთ, ვინც “ზასაობენ” და გარეთ მიირთმევენ ფენოვა ხაჭაპურს. ( ეხლა არ თქვატ ზასაობა და ჭამა რა შუაშიაო, იმ შუაშია რო ორივე ამაზრზენია სხვადასხვა ადამიანისათვის)
ყველაფწრს რო ესე გამოვეკდიეთ სად წავალთ? ძალიან შორს და ბოლსო იქნებ იქამდეც მივიდეთ რომ სუნთქვაც ავკრძალოთ გარკვეულ ადგილებში.

კიდე მინდა შევეხო ერთ საკითხს, რომელსაც ხშირად ვხვდებოდი ასეთი თემების კომენტარებში. ვიცოდეთ სად უდნა ვახსენოტ ღმერთი და სად არა…. ერთმა კომენტარმა გამაოცა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით…
ვიღაც ძაან ჭკვიანი გამოვიდა სიტყვით ჩემი დედას ასეო და ისეო უნდა აიკრძალოსო ზასაობაო და ბოლოში მიაწერა ღმერთის მაინც არ გწამთო? კი ჩვენ გვწამს მარა ისიმის კითხვა ტუ ღმერთი გწამს და გინდა სარწმუნოებიტ შეაგნებინო ადამიანს რაღაც იქ რა საჭიროა გინება? რა მოდაშია ღმერთის ხსენება?
დიდხანს გამიგრძელდა მარა თითქმის მოვრჩი უკვე… :)

ჩემი პოსტის სათაურია “რატომ?” ალბათ იკითხვათ რა შუაშია ამ სტატიასტანო. აი იმ შუაშია რომ ვიფქრობ თუ რატომ ვართ ასეთები? დიდ ფიქრის შემდეგ ცოტას მიხვდვი….
ჩვენ ვხედავთ სხვის პრობლემებს, ჩვენსას კი ვერც ვამჩნევთ. ვაკრიტიკებთ სხვას ჩვენ თავს კი მხოლოდ ვაქებთ… აი ესაა დამღუპველი ჩვენთვის… თვითშეგნებამდე ვერ მივიყვანეთ ის რომ ჯერ ჩვენ თავში ვეძიოთ რაღაც ცუდი და ამ ცუდს რო გამოვასწორებთ მერე მივუთითოთ სხვას. იქნებ გახდეს ეს პოსტი პატარა ნაპერწკალი იმისა რო დავიფქრდეთ ჩვენ თავებზე და გამოსწორების გზაზე დავდგეთ. რისი იმედიც მე ჯერ კიდევ მაქვს!!!!

პ.ს შეიძლება აქ თქვენივე ნააზრევი ამოიკითხოთ ან თუნდაც სხვისი, მაგრამ ეს იამს არ ნიშნავს რომ საიდანმე დავაკოპირე:)
და ისიც შეიძლება ბევრმა გამაკრიტიკოს პირდაპირობის გამო, მაგრამ მოვიშველიებ ერთ კარგ გამონათქვამს “მოყვარეს პირში უძრახეო, მტერს პირს უკანო”. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ ბარიერის გადალახვაში.

კდიევ შეიძლებოდა ბევრი მეწერა და ემსჯელა,მაგრამ სატქმელი მგონი ვთქვი. :)

პოსტი საკონკურსოა….:)

მადლობა ყველას წინასწარ ვინც ხმას მომცემთ!

მსგავსი ამბები

Back to top button