არქივი

მკვლელების ფსიქოლოგია (მეორე ნაწილი)

e8a004b690ca
როგორ შეუძლიათ ექიმებს ჩაიდინონ მკვლელობა (?!) ამ თემაზე და სექსუალურად მოძალადე ექიმზე მოგიყვებით პოსტში
წინა ნაწილში ალბათ წაიკითხეთ ის მოტივები, რის მიხედვითაც მოქმედებენ ექიმი სერიული მკვლელები. ასევე ისიც გავიგეთ, რომ შესაძლოა ექიმი იყოს მკვლელი, მაგრამ თავის პროფესიას არანაირად არ იყენებდეს, განსხვავებით ექიმ მკვლელთა მეორე ნაწილისგან, რომელთა საქმიანობაში დომინირებს პროფესიაც.

თუ პირველი ნაწილი არ წაგიკითხავთ, დააკლიკეთ აქ, და შემდეგ განაგრძეთ ამ პოსტის კითხვა.

ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ჩვეულებრივი მკვლელის, რომელიც მაგალითად ეჭვიანობის ნიადაგზე კლავს ცოლს, გაცილებით ადვილი გასაგებია მისი ფსიქოლოგია, ვიდრე იმის, ვინც განსაკუთრებული მანერით, სასტიკი მეთოდებით უსწორდება მსხვერპლს.

პოლიციის ფსიქოლოგი, მილერი ამბობს: ,,ეს რა თქმა უნდა პათოლოგიაა, არ არის ბუნებრივი ქცევა. არც ტვინის დაავადება სჭირთ, რომელიც აიძულებს იყვნენ ასეთნი.. ისინი მოქმედებენ როგორც უნდათ, თავს სრული ძალაუფლების მქონეთ თვლიან და კვლავ და კვლავ უნდათ იმ ენერგიის მიღება. ეს ენერგია კი ჰგავს უდიდეს ღელვას, რომელსაც მაგალითად მამაკაცი განიცდის ომში გამარჯვების დროს. ზოგიერთი თავს კარგად გრძნობს მკვლელობის შემდგომ, ხოლო ზოგი კი თავად მკვლელობის პროცესში.”

რომ გარდაიქმნას ისეთ ბოროტ ადამიანად, როგორც ჩვენი პოსტის გმირები არიან, ექიმები პირველ რიგში უნდა გააჩნდეთ ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელიც შესაბამისი მოქმედების საშუალებას მისცემს მათ. შეგვიძლია გავიხსენოთ ცნება ,,გაორება”. დიახ ადამიანის სახის გაორება, არსებობს ერთი მთავარი სახე, რომელსაც ადამიანი იყენებს ჩვეულებრივ ცხოვრებაში, და მეორე სახე, რომელსაც იშვიათად და მალულად გამოაჩენს ხოლმე.
უნდა გავითვალისწინოთ,რომ ამ შემთხვევაში გაორება არ უკავშირდება დისოციაციური აშლილობას, კერძოდ დეპერსონალიზაციას, არც ფსიქოზის შიზოიდურ ტიპთან უნდა გავაიგივოთ.

გაორება (ჩვენი მკვლელების შემთხვევაში) არის ადამიანის ფსიქიკის ადაპტაციური მექანიზმი, რომელიც რაღაც პირობებისა და გარემოებების შექმნის დროს გვეხმარება, თუმცა შესაძლოა ეს ყველაფერი ზედმეტად შორს წავიდეს.

ექიმი, რომელიც იორმაგებს სახეს რათა მოკლას ვინმე.. სწავლობს თავისი უნარის ადაპტირებას, თვით-მმართველობის სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელშიც მის ყველა თვისებას ათავსებს. მორალის გრძნობას შესაბამისად ანაწილებს.. ეს გრძნობა თითქმის საერთოდ არ აქვს პიროვნების იმ ნაწილში, რომლის საშუალებითაც იგი მკვლელობებს ახორციელებს. საგულისხმოა ისიც, რომ ექიმმა შესანიშნავად იცის რასაც აკეთებს, მაგრამ არ განიხილავს,არ აღიქვამს მოვლენას იმ მნიშვნელობით, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი უნდა აღიქვამდეს.

გაორებულ სახეს შეუძლია იმოქმედოს ავტომატურადაც, მაგრამ შესაძლოა კვლავ იყოს დაკავშირებული პირველ სახესთან, ანუ პიროვნების მთავარ საწყისთან. მაგალითად შესაძლოა ექიმი ფიქრობდეს, რომ მას გული შესტკივა ავადმყოფზე, მისი გულშემატკივარია, მაგრამ უცებ აიღოს და მოკლას.

რა თქმა უნდა არსებობს შანსი, რომ ეს მეორე სახე (მკვლელი) გახდეს თავდაპირველი სახე, შეიძინოს დომინანტური თვითმართველობის ფუნქცია, როგორც მაგალითად ჰოლმზის შემთხვევაში მოხდა. (ჰოლმზის ამბავი პირველ ნაწილში იყო აღწერილი).

რამდენიმე ტიპის გაორება არსებობს, მაგალითად:

შეზღუდული გაორება: როცა ადამიანი კლავს მსხვერპლს მხოლოდ გარკვეულ და განსაკუთრებულ შემთხვევებში. მაგალითად როცა ფინანსური ან პირადი საჭიროება მოითხოვს ამ საქციელს. აუშვიცში ექიმები ხომ სწორედ იმას ასრულებდნენ, რასაც ავალებდნენ, ამის წყალობით კი საკუთარ სიცოცხლეს ინარჩუნებდნენ.

ენთუზიაზმით აღსავსე გაორება: ეს ადამიანი მოხარულია, რომ შეუძლია მოკლას ვინმე, მშვენივრად ეწყობა ამ აზრს, მაგრამ ასევე ფუნქციონირებს ჩვეულებრივი ნორმალური პიროვნებასავით. ადაპტაციის თვისება აქვს კარგად განვითარებული.

კონფლიქტური გაორება: ორივე მხარე ადამიანის გაორებული სახისა, ინარჩუნებს თავის ძალაუფლებას, ისე რომ მკვლელობა კი წარმოქმნის დანაშაულის გრძნობას, მაგრამ პიროვნება ვერ აღიქვამს ამას სათანადოდ და აგრძელებს კვლავ მკვლელობებს.

ოჯახის ექიმი და სექსუალური მოძალადე

ძნელი წარმოსადგენია ოჯახის ექიმი, რომელიც იმის მაგივრად რომ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობით იყოს დაინტერესებული, ამ დროს ოჯახის წევრ ლამაზ თინეიჯერ გოგონას აქცევს ზედმეტ ყურადღებას. სწორედ ასეთ ექიმთან გვქონდა საქმე იოსებჰაკის ჩარალამბოესის შემთხვევაში. იგი 1952 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ კვიპროსზე, მაგრამ 8 წლის ასაკში მშობლებთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად და ვანკუვერში დასახლდა. ჯონ გრიფიტი (მწერალი) თავის წიგნში Fatal Prescription37daaa94c57d წერს, რომ იოსებჰაკის მამა მეტად სასტიკი ვინმე იყო, ოჯახის წევრებს სძულდათ და უხეშად ეპყრობოდნენ, რამაც საბოლოოდ დააშორა ის ცოლსა და შვილებს.

იოსებჰაკს დედა ანებივრებდა, ქალი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შვილს სრულყოფილი სამედიცინო განათლება მიეღო. ბიჭს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა დასთანაც და დედასთანაც, მაგრამ მიუხედავად ამისა მუდამ ნეგატიურად იყო განწყობილი ქალების მიმართ. ისინი ყოველთვის მისი ხედვის სანაგვეში იყვნენ, ქალებს ობიექტებად თვლიდა, რომელიც უნდა შეაცდინო და შემდეგ უგულებელყო.

2478a63f304c
ეს გახლავთ იოსებჰაკი

იოსებჰაკის სურვილი ქალებზე კონტროლის მოპოვებისა, ჯერ კიდევ ახალგაზრდობის წლებში გაჩნდა. ეს სურვილი მჭიდროდ უკავშირდებოდა მეორეს, ექიმად ყოფნის წადილს.. მას მიაჩნდა, რომ ექიმის სტატუსი გამოადგებოდა სასურველი ქალის მოსაზიდად. რა თქმა უნდა მისი სამედიცინო ხარისხი მთლად მაგნიტიც ვერ გამოდგა, როგორც თავად იმედოვნებდა. ქალებისგან ხშირად ვერ გრძნობდა ყურადღებას და ამიტომაც მეძავების არც ისე იშვიათი სტუმარი გახლდათ.

მოვლენები უფრო სერიოზულად განვითარდა 1985 წელს, როცა იოსებჰაკი 33 წლის გახლდათ. მას ერთ-ერთი პაციენტი 15 წლის შელი ჯოელი ,,შეუყვარდა”. გოგონას მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ მათი ურთიერთობის, მაგრამ ექიმმა იმდენი მოახერხა, რომ შელი ოჯახს ჩამოაშორა. რამდენიმე წლის შემდგომ კი მათ იქორწინეს. (რამდენიმე წლის შემდეგ იმიტომ, რომ ეს ამბავი მაინც მიუღებელი იქნებოდა ექიმთა წრისთვის). სულელ შელის მთელი თანაცხოვრების მანძილზე გამუდმებით უსწორდებოდა ფიზიკურად და ფსიქიკურ ზეწოლასაც არ აკლებდა. ამას გარდა ხშირად ღალატობდა მეძავებთან. თუმცა ეს არაფერი იყო მის შემდგომ სვლასთან შედარებით..

იოსებჰაკმა გადაწყვიტა შენ და კეიტ სიმენდსების(ახალგაზრდა პაციენტი დები) გული დაეპყრო. გოგონებმა მამას შეატყობინეს ექიმის ზღვარგადასული საქციელის ამბავი და მამამ 1991 წელს ექიმთა და ქირურგთა კოლეჯში ფორმალური საჩივარი შეიტანა თავისი გასაჭირის თაობაზე. 1992 წლის ნოემბერში იოსებჰაკს შეატყობინეს, რომ გოგონების საქმის განხილვა 1993 წლის მარტში გაიმართებოდა. მაგრამ ვინ აცადა მარტს მოსვლა..
d0e7e16a00b0
ეს გახლავთ შენ სიმენდსი

1993 წლის 27 იანვარს შენ სიმენდსი საკუთარი სახლის სარდაფში მოკლეს, მას ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და თავში ბლაგვი საგნით იყო ნაცემი. დანაშაული აღიარა დევიდ უოლტერ შენდლერმა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ალბათ დაგაინტერესათ თუ ვინ იყო ეს დევიდი და რატომ მოკლა მან გოგონა. კანადელი პროკურორების აზრით იოსებჰაკმა დაიქირავა ვინმე ბრაიან ვესტი, რომელსაც დები უნდა მოეკლა, რადგანაც არ აწყობდა კოლეჯში საქმის გაფუჭება. ბრაიანმა კი შენდლერს გაურიგდა და ბინძური საქმე მას გადააბარა.

დევიდ შენდლერი ნარკომანი იყო და ბრაიანის დიდძალი ფული მართებდა. ვესტი რამდენჯერმე დაემუქრა მევალესა და მის ოჯახს, შემდეგ კი ეს სიტუაცია გამოიყენა და დევიდს დების მკვლელობა დაავალა. თვითონვე მიუტანა იარაღი, მაყუჩი და ტყვიები.

1993 წლის 27 იანვარს დევიდი თავის მეგობარ ბრაიან კანთან ერთად ლუდს სვამდა და თან კოკაინს ეწეოდა. შემდეგ ბრაიანის მანქანით წავიდა და სიმენდსების სახლი შეათვალიერა. კვლავ უკან დაბრუნდა და ცოლთან ერთადაც მოწია კოკაინი. შემდეგ შეიარაღდა და წავიდა. შენ სიმენდსის ჯიპი გასაღებით გაჩხაპნა, მერე კი სახლის კიბეებს აუყვა და გოგონას გაესაუბრა, უთხრა, რომ მისი მანქანა შემთხვევით დააზიანა. შენი გამოჰყვა მანქანის სანახავად, და ცოტა ხანში ისევ უკან შებრუნდნენ. შენდლერმა გოგონას ბრაიან კანის სადაზღვევო დოკუმენტები გადასცა და აბაზანაში შევიდა, აქ უკვე შეემზადა, იარაღი ამოიღო და მაგიდასთან მჯდომ შენს უკნიდან მიეპარა, ქალმა იარაღი დაინახა და პანიკაში ჩავარდა, დევიდმა კი ორჯერ ესროლა, შემდეგ თავშიც ჩაარტყა და მოკლა.

რა თქმა უნდა დევიდის ჩვენებას შეეძლო დიდი ზიანი მოეტანა იოსებჰაკისთვის, მაგრამ მისმა ცოლმაც არაფერი დააკლო. საქმე ისაა, რომ ქმარმა ზედმეტად ბევრი დეტალები გაუმხილა შელის, ქალი მიხვდა, რომ ეს ამბები ადამიანს ,,ჰაერზე” ვერ ეცოდინებოდა, ამიტომაც სასამართლოს შესაბამისი ჩვენება მისცა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა იოსებჰაკის დასაკავებლად.

იგი დაიჭირეს, პირველი ხარისხის მკვლელობაში დასდეს ბრალი და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
საქმის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ დაკლიკებით

შემდეგ ნაწილში უფრო საინტერესო ამბავი გელით : )

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button