ლას-ვეგასი
ლას-ვეგასი, ეს არის მსოფლიო გართობის ცენტრი, ქალაქი, რომელიც ყველას მოსწონს. მოდით ყველამ ერთად გავიგოთ ცოტაოდენი ინფორმაცია ამ შესანიშნავი ადგილის შესახებ.
ლას-ვეგასი ცნობილია მთელს მსოფლიოში თავისი კაზიონოებით, მაღაზიებით, რესტორნებითა და გასართობი ცენტრებით.
იგი დაარსდა 1905 წელს, ხოლო ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1911 წელს. მაშინ ლას ვეგასი გამოიყურებოდა დაახლოებით ასე:
ზუსტად იგივე ადგილი კი დღეს აი ასე გამოიყურება:
ლას-ვეგასის ცენტრი არის ეგრედწოდებული ლას-ვეგასის ხაზი ( Las Vegas Strip ), ან იგივე ლას-ვეგასის ბულვარი, რომელიც 6.8 კმ-ია სიგრძეში.
პიველი ევროპელი ვიზიტორი ვეგასში იყო ესპანელი რაფაელ რივერა 1829 წელს. მოგვიანებით ვეგასში (იმდროინდელ უდაბნოში) ჩავიდნენ ესპანელები ანტონიო ამიხოს ხელმძღვანელობით. ისინი ძველ ესპანურ კვალს მისდევდნენ, მოდიოდნენ ტეხასიდან და თურმე, ჩემდა გასაკვირად, იმ დროს ვეგასში არტეზიული ჭები ყოფილა და ამან გაოიწვია ის, რომ მრავალ ადგილას ვეგასი იყო მწვანე მდელოებით(ესპანურად vegas) დაფარული . აქედან წამოვიდა ლას ვეგასის სახელწოდება Las Vegas.
ლას-ვეგასის მონაცემები:
ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები
შტატი: ნევადა
მოსახლეობა: 583,756
ლას-ვეგასის საიტი: www.lasvegasnevada.gov
2 წლის წინ ლას-ვეგასში გაიხსნა ჰოტელი სახელად “ვენეცია”, რომელიც მართლა ნამდვილი ვენეციასავითაა. თუ ჩემი არ გჯერათ შეგიძლიათ თავადვე იხილოთ სურათები:
სულ დამავიწყდა მეთქვა, ამ ჰოტელში ერთი ღამე ყველაზე ცუდი ნომერი 450$ ჯდება.
თუ კი წახვედით ლას-ვეგასში, იქ შეხვდებით: სფინქსს, ხეოფსის პირამიდას( ასევე შეგიძლიათ მასში იცხოვროთ, ჰოტელია!) , ეიფელის კოშკს, დისნეის სამყაროს, ცეზარის სასახლეს, თავისუფლების ქანდაკებას და კიდევ მრავალ სხვას…
ესეც ვიდეოები:
და საბოლოოდ მინდა გითხრათ რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ლას-ვეგასის შესახებ.
1)მსოფლიოში სახელგანთქმული ლას-ვეგასის ნიშანი “Welcome to Las Vegas” შექმნილი იყო 1959 წელს ბეტი უილისის მიერ.
2)ლას-ვეგასში ელკოს ქუჩაზე აუცილებლად ნიღბით უნდა გაიარო თუ არადა სოლიდური ჯარიმაც გელოდება პოლიციისაგან(200$).
3)მსოფლიოს 20 ყველაზე დიდი ჰოტელიდან, 17 ვეგასში მდებარეობს.
4)პირველი სლოტ(სათამაშო) მანქანა 1899 წელს იყო მოგონებული ჩარლზ ფეის მიერ და იგი ლას-ვეგასში იქნა დადგმული მოგვიანებით.
D.P.S კაი ინებოდა ისე თბილისში, რომ გაგვიკეთონ “ვენეციის” ნაირი ჰოტელი.
P.S პოსტი საკონკურსოა!!!
ყველა ვინც ჩემ პოსტს მოიწონებს წინასწარ უდიდესი მადლობა.