არქივი

გამონათქვამები – კარლ მარქსი & ფრიდრიხ ენგელსი

393712715e00
სტატიაში იხილავთ სოციალიზმის ერთ-ერთი მიმართულების, კერძოდ კი მარქსიზმის სულისჩამდგმელების, კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის ცნობილ გამონათქვამთა ნაკრებს… სანამ გამონათქვამებზე გადავიდოდეთ მინდა შემოგთავაზოთ მარქსიზმის მცირე განმარტება. მარქსიზმის ძირითადი მიზანი ქვეყნის მუშათა კლასის დიქტატურის დამყარება იყო. მარქსიზმის თეორიის თანახმად XIX საუკუნეში კაპიტალისტური საზოგადოება მჩაგვრელებისაგან და ჩაგრულთაგან შესდგებოდა. ჩაგრული კლასების ბრძოლას, რომელიც “დაჩაგრავდა მჩაგვრელს” სათავეში ისევ დაჩაგრულები უნდა ჩასდგომოდნენ. გამარჯვების შემთხვევაში კი პროლეტარიატის მეთაურობით შეიქმნდებოდა თანასწორი საზოგადოება – კომუნიზმი.

სოციალ-დემოკრატების ანუ მომავალი მარქსისტებისა და კომუნისტების საქართველოში გამოჩენა 1892-1893 წლებით თარიღდება. ამ ახალგაზრდათა ჯგუფს სათავეში იმდროინდელი გამოჩენილი ქართველები ედგნენ: ეგნატე ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, ისიდორე რამიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე და სხვები…

კარლ მარქსი

თავიდან, როგორც ყოველთვის ზემოდხესებულის ბიოგრაფიიდან/დოსიიდან დავიწყოთ:

სრული სახელი და გვარი: კარლ ჰენრიხ მარქსი
ეროვნება: გერმანელი
დაბადების თარიღი: 5 მაისი, 1818 წელი
გარდაცვალების თარიღი: 14 მარტი, 1883

კარლ მარქსი გახლდათ გერმანელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, სოციოლოგი, პოლიტიკური თეორიტიკოსი. მის იდეებს ეფუძვნება თანამედროვე კომუნიზმი. მის სრულ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
  • მე მარქსისტი არ ვარ.
  • ისტორია თავად გვიმეორებს: პირველი ტრაგედიაა, მეორე ფარსი.
  • დემოკრატია სოციალიზმის გზაა.
  • ხელოვნება სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად, მაგრამ ყოველთვის აღიარებული იყო.
  • მედიცინა ისევე “არჩენს” ეჭვებს, როგორც დაავადებებს.
  • ყველაფერს ეკარგება ფასი, როდესაც უსარგებლოა.
  • რელიგია ბრბოს ოპიუმია.
  • რევოლუცია ისტორიის ლოკომოტივია.
  • სოციალური პროგრესი შეიძლება გაზომილი იქნას ქალის იმდროინდელი პოზიციებითა და შეხედულებებით.
  • კაპიტალიზმი გონიერად ძუნწობს.
  • ბიუროკრატისთვის მსოფლიო წყლის ნაკადია, რომლის მანიპულირება თავადვე შეუძლია.
  • ისეთ ისტორიას, რომელიც ცალკეულ ინდივიდს მისივე ნაწილად მიიჩნევს, არ ვცნობ ისოტიად.
  • კაპიტალიზმი მკვდარ შრომით სამუშაოს გავს, რომელიც ვამპირის მსაგვსად ცხოვრობს და მუშებს სწოვს სისხლს.
  • მწერალმა აუცილებლად უნდა იშოვოს ფული, რათა განაგრძოს წერა, მაგრამ მან ფურცელი და კალამი არასდროს არ უნდა გაიხადოს ფულის კეთების გზად.
  • მსოფლიოში მუშებს დასაკარგავი არაფერი აქვთ, გარდა ერთმანეთისა.
  • ბევრი საჭირო ნივთის წარმოაბამ, შესაძლოა ბევრი უსარგებლო ადამიანი წარმოშვას.
  • მშვიდობის განმარტება: სოციალიზმისას არ უნდა არსებობდეს ოპოზიცია.
  • დიდი ადამიანები იმიტომ გვეჩვენებიან ასეთებად, რომ თავად ვდგავართ მუხლებზე.
  • “წინა” საზოგადოებების ისტორია, საზოგადოებრივი ომების ისტორია იყო და არაფერი სხვა.
  • მიწათმფლობელები ჩვეულებრივები არიან, როგორც ყველანი. მათ სურთ მოსავალი აიღონ იქიდან სადაც არასდროს დაუთესავთ.
  • საზოგადოება ინდივიდებისგან არ შედგება. ინდივიდი საზოგადოებისგან იმით განსხვავდება, რომ ის დგას.
ფრიდრიხ ენგელსი

სანამ ენგელსის გამონათქვამებს გაეცნობოდეთ, მინდა მისი მცირე ბიოგრაფია/დოსიე შემოგთავაზოთ:

სრული სახელი და გვარი: ფრიდრიხ ენგელსი
ეროვნება: გერმანელი
დაბადების თარიღი: 28 ნოემბერი, 1820 წელი
გარდაცვალების თარიღი: 5 მაისი, 1895

ენგელსი გერმანელი მწერალი, პოლიტიკოსის და ისტორიკოსი იყო. იგი კარლ მარქსთან ერთად მარქსიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მის სრულ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

  • ისტორია საზოგადოების ომებს აღწერს, დომინანტი საზოგადოებების და კლასებისა, რომლებიც სოციალიზმს განვითარების სხვადასხვა ეპოქაში ცხვორობდნენ.
  • მშვიდობა დაჟინებით მოთხოვნის შეცნობა და აღიარებაა.
  • პირველი დღიდანვე გამოჩნდა, რომ ადამიანებს და საერთოდაც ცივილიზაციას მხოლოდ და მხოლოდ სიხარბე და გაუმაძღრობა ამოძრავებს.
  • შეხედეთ პარიზის კომუნას. ეს ხომ პლორეტარიატის დიქტატურაა.
  • ზოგი კანონი ისეთი საშინელია, რომ იგი კრიმინალსაც კი “სჯობია”.
  • ერთ უნცია მოქმედებას ტონობით თეორიის შეთხზვა ძალუძს.
  • როგორც მარქსი იტყოდა ხოლმე, ერთადერთი რამ რაც მე ვიცი ისაა, რომ მე მარქსისტი არ ვარ…
  • საერთოდ მუშები თავისუფლები არიან. მათ მეფაბრიკეები არაფერს აძალებენ, მაგრამ ეუბნებიან: “თუ ჩემს ტაფაზე არ გსურს დაიხრუკო, მაშინ შენ ცეცხლისკენ გზა ხსნილი გაქვს”.

‘სხვა” გამონათქვამები:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button