არქივი

ისტორიული კურიოზები

napo

მინდა რამდენიმე ისტორიული კურიოზი შემოგთავაზოთ

1. ნაპოლეონ ბონაპარტმა გადაწყვიტა თავისი საყვარელი მეუღლისთვის, ჟოზეფინასთვის სასახლე აეშენებინა. მან გასცა ბრძანება, რომ მშენებლობაზე მხოლოდ სუფთა სისხლის ფრანგებს ემუშავათ და უცხოელები არ გაეკარებინათ. როდესაც სასახლე თითქმის უკვე მზად იყო, იმპერატორმა გადაწყვიტა დაეთვალიერებინა. როდესაც ის თავისი ცოლის მომავალ აპარტამენტებში შევიდა, მან დაინახა, რომ მღებავი ჭერს ისეთი წითელი ფერით არ ღებავდა, როგორიც მას სურდა. ნაპოლეონი გაბრაზდა:

-კი მაგრამ, რატომ არ ღებავთ ჭერს ჩემი სასურველი წითელი საღებავით?!

-თქვენო უდიდებულესობავ , რა მნიშვნელობა აქვს, როგორი წითელი იქნება ჭერი, მას ხომ თქვენ კი არა, თქვენმა ცოლმა უნდა უყუროს.

-უსინდისო! მე თქვენ მომატყუეთ – თქვენ ფრანგი არ ხართ.

2. მეფე ლუდოვიკო XIII ერთხელ ზამთარში სამეფო სასახლიდან გამოვიდა სასეირნოდ და უცებ დაინახა, რომ ვიღაცა თოვლზე შარდით წერს: “სულელი მეფე”. გაბრაზებულმა მეფემ მსახურები მოიხმო “ეხლავე დაიჭირეთ დამნაშავე, თორემ ყველას თავებს დაგაყრევინებთ!” ბრძანა მან. მეორე დღეს მსახურები მოდიან მეფესთან და ანგარიშს აბარებენ: “შარდი ბუკინგამის ჰერცოგისაა, ხოლო ხელწერა. . . . დედოფლისა”.

3. ერთმა მეფემ თავისი ჯარების მთავარსარდალს ჰკითხა, თუ რატომ არ ხვდებოდნენ სამეფო გემს სანაპიროდან სალუტით.

-ათეულობით მიზეზია – პასუხობს მთავარსარდალი. – პირველ რიგში, დენთი აღარ არის. . . .

karti

4. სამი ჯარისკაცი საფრანგეთის არმიის გენერალური შტაბის შენობას იცავს. მოიწყინეს და გადაწყვიტეს ბანქო ეთამაშათ. უცებ პოლკოვნიკის ნაბიჯების ხმა გაისმა. ჯარისკაცებმა მაშინვე მოკრიფეს ბანქო და მაგიდის ქვეშ დამალეს. პოლკოვნიკი გამოვიდა და ეჭვით უყურებს ჯარისკაცებს.

-ბანქოს თამაშობდით ხო?

-არა ბატონო პოლკოვნიკო.

პოლკოვნიკი სხვას მიუბრუნდა:

-თქვენ ვინ ხართ?

-ქრისტიანი

-დაიფიცეთ ბიბლიაზე, რომ ბანქოს აღარ ითამაშებთ.

მეტი გზა არ არის და ჯარისკაციც იფიცებს: ვფიცავ ბატონო პოლკოვნიკო ბანქოს აღარ ვითამაშებ.

ახლა მეორეს მიუბრუნდა პოლკოვნიკი:

-თქვენ ვინ ხართ?

-მუსულმანი

-დაიფიცეთ ყურანზე, რომ აღარ ითამაშებთ ბანქოს

-ვფიცავ ბატონო პოლკოვნიკო.

ახლა მესამეს მიუტრიალდა პოლკოვნიკი:

-თქვენ ვინ ხართ?

-იუდაისტი

-დაიფიცეთ თქვენს თალმუდზე, რომ ბანქოს აღარ ითამაშებთ.

-ბატონო პოლკოვნიკო, რაღაზე უნდა დავიფიცო? ეს თუ აღარ ითამაშებს და არც ეს (ანიშნა ჯარისკაცებზე), თქვენი აზრით ვიღას უნდა ვეთამაშო ბანქო?

5. ინგლისელმა ელჩმა ეკატერინე II-ს ტელესკოპი აჩუქა, რომელიც მას ძალიან მოეწონა. სასახლის კარისკაცებმა გადაწყვიტეს ესიამოვნებინათ დედოფალი საჩუქრით. მათ მთვარისკენ მიმართეს ეს ხელსაწყო და გაოცებულები იძახდნენ, რომ იქ მთებსაც კი ხედავდნენ.

– მე არამარტო მთებს, არამედ ტყესაც კი ვხედავ – თქვა გრაფმა ლვოვმა.

-თქვენ ჩემი ცნობისმოყვარეობა გააღვივეთ – წამოიძახა ეკატერინე II-მ, წამოიწია სავარძლიდან და ტელესკოპისკენ გადადგა ნაბიჯი.

-იჩქარეთ დედოფალო, ტყის ჩეხვა დაუწყიათ და მგონი ვეღარ მოასწრებთ.

mefe nikoloz I

6. ერთხელ ერთ-ერთმა უცხოელმა დიპლომატმა გაბედა და ნიკოლოზ I-ს ჰკითხა: რატომ ზრდის ჯარის რაოდენობას რუსეთი?

-იმიტომ, – პასუხობს მეფე, – რომ ამის შესახებ არ შემეკითხონ

7. ერთხელ ადმირალის შტაბთან ნასვამი ოფიცერი იდგა. პავლე I-მა შეამჩნია ის და ბრძანა დაეპატიმრებინათ.

– წესის თანახმად, სანამ დამაპატიმრებთ ვინმემ პოსტზე უნდა შემცვალოს – თქვა ნასვამმა ოფიცერმა, რომელიც უკვე დასაპატიმრებლად მიჰყავდათ.

-მან ნასვამმა უფრო კარგად იცის თავისი საქმე, ვიდრე ჩვენ ფხიზლად – თქვა იმპერატორმა და მისი ბრძანებით ოფიცერი უფრო მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button