საკითხავისასარგებლოსაქართველო

9 აპრილი

ce564576c4ea

9 აპრილის მოვლენები …

5 აპრილი. ისინი ჯერ ათი ათასამდე იყვნენ, მშვიდობიანი მომიტინგენი. ლოზუნგი:
“გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!”

7 აპრილი. მათი რიცხვი საშუალოდ ოცი ათასამდე გაიზარდა. ამავე დღეს გამოცხადდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ათკაციანი ჯგუფის შიმშილობა.


ba3414272625

8 აპრილი. მომიტინგეებს შეუერთდნენ სკოლის        მოსწავლეები. შიმშილობა დაიწყო ხუთასმა ქალმა.            გავრცელდა ხმა, რომ შ/ს სამინისტროს სპეციალურ            ქვეგანაყოფებს მიცემული აქვთ მითითება მიტინგის          დაუყოვნებლივ დაშლის შესახებ.

b7bc4151fc31

9 აპრილი. ხელნიჩაბიანმა ჯარისკაცებმა გაამართლეს                     გავრცელებული ხმა მიტინგის დაშლის შესახებ.
სიკვდილს ხატავენ ცელით,  ჯარისკაცები ხელნიჩბებით                       ცელავდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს.

e79d30ffc24f

ცოცხალთ  რა  გვიჭირს,  მზესა  ვხედთ,
დაღამდება  და  გათენდება!
ბრალია,  ვისაც  დაუღამდა,
ვისთვინაც  აღარ  გათენდება!
ისე  აშენდეს  მტერ-დუშმანი,
როგორც  ჩვენ  სიკვდილმ  აგვაშენა!

9 აპრილს დაღუპული ხალხი !

ccf74ebd58b4

თამუნა ჭოველიძე, 16 წლისა,
51-ე საშუალო სკოლის მოსწავლე.

a162b272d3d9

თამუნა ჭოველიძე, 16 წლისა,
51-ე საშუალო სკოლის მოსწავლე.

06fa4856a6b6

ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლისა.
51- ე საშუალო სკოლის მოსწავლე.

912c51039e88

ნანა სამარგულიანი,
30 წლისა, თბილისიდან.

4c3970100dde

მარინე ჭყონია – სამარგულიანი,
35 წლისა, თბილისიდან.

e2153bb0db1d

ნატო გიორგაძე, 23 წლისა,
ჩოხატაურის რაიონიდან.

ხმით ნატირალი

. . . ვინ იცის, დედა დაინატრე, –
აყოლენ თვალნი, შვილო გზათა,
ლბათ  გიჭირდა, დედამკვდარო,
მაგრამ შენდ დედა არსად იყო!
ალბათ გწყუროდა,შვილო წყალი,
მაგრამ არავინ მოგიტანა,
ალბათ გტკიოდა ნატყვიარი,
დედამ ვერც წყრული შაგიხვია.

ნეტა ვის უფრო გაგვიმართლა, ეკა? ჩვენი აწრიალებული სამშობლოს თეთრო ტარიგო, სამსხვერპლოზე მორჩილად თავდადრეკილო, მზეში განბანილო, გასპეტაკებულო, მტერთან ამაყად ყელაღერილო, უდრეკო ლერწამო, ვერგადაღუნულო, გადატეხილო, ტირილით დაბადებულო, სიმღერით აღსრულებულო, შენი მიძინებით ქვეყანა გააღვიძე, შენი დადუმებით ქვეყანა აახმიანე!
რა უცნაურად თვალს მიფარებულო ჩვენო დობილო, ჩვენგან წასულო და ჩვენ გულებში დარჩენილო, გზა და სავალი დაგვილოცე, მუხლი და გული გაგვიმაგრე, გონება გაგვინათლე, მიზანი დაგვისახე, რომ მამულის სამსახურში დავიღალოთ, მამულის წისქვილზე წყლად დავიღვაროთ, მამულის ტაძარში სანთლად ვენთოთ! გავმრავლდეთ და გავძლიერდეთ, აღვადგინოთ საქართველო, გავაბრწყინოთ საქართველო!

მსგავსი ამბები

Back to top button