9 აპრილი
9 აპრილის მოვლენები …
5 აპრილი. ისინი ჯერ ათი ათასამდე იყვნენ, მშვიდობიანი მომიტინგენი. ლოზუნგი:
“გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!”
7 აპრილი. მათი რიცხვი საშუალოდ ოცი ათასამდე გაიზარდა. ამავე დღეს გამოცხადდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ათკაციანი ჯგუფის შიმშილობა.
8 აპრილი. მომიტინგეებს შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეები. შიმშილობა დაიწყო ხუთასმა ქალმა. გავრცელდა ხმა, რომ შ/ს სამინისტროს სპეციალურ ქვეგანაყოფებს მიცემული აქვთ მითითება მიტინგის დაუყოვნებლივ დაშლის შესახებ.
9 აპრილი. ხელნიჩაბიანმა ჯარისკაცებმა გაამართლეს გავრცელებული ხმა მიტინგის დაშლის შესახებ.
სიკვდილს ხატავენ ცელით, ჯარისკაცები ხელნიჩბებით ცელავდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს.
ცოცხალთ რა გვიჭირს, მზესა ვხედთ,
დაღამდება და გათენდება!
ბრალია, ვისაც დაუღამდა,
ვისთვინაც აღარ გათენდება!
ისე აშენდეს მტერ-დუშმანი,
როგორც ჩვენ სიკვდილმ აგვაშენა!
9 აპრილს დაღუპული ხალხი !
თამუნა ჭოველიძე, 16 წლისა,
51-ე საშუალო სკოლის მოსწავლე.
თამუნა ჭოველიძე, 16 წლისა,
51-ე საშუალო სკოლის მოსწავლე.
ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლისა.
51- ე საშუალო სკოლის მოსწავლე.
ნანა სამარგულიანი,
30 წლისა, თბილისიდან.
მარინე ჭყონია – სამარგულიანი,
35 წლისა, თბილისიდან.
ნატო გიორგაძე, 23 წლისა,
ჩოხატაურის რაიონიდან.
აყოლენ თვალნი, შვილო გზათა,
ლბათ გიჭირდა, დედამკვდარო,
მაგრამ შენდ დედა არსად იყო!
ალბათ გწყუროდა,შვილო წყალი,
მაგრამ არავინ მოგიტანა,
ალბათ გტკიოდა ნატყვიარი,
დედამ ვერც წყრული შაგიხვია.
ნეტა ვის უფრო გაგვიმართლა, ეკა? ჩვენი აწრიალებული სამშობლოს თეთრო ტარიგო, სამსხვერპლოზე მორჩილად თავდადრეკილო, მზეში განბანილო, გასპეტაკებულო, მტერთან ამაყად ყელაღერილო, უდრეკო ლერწამო, ვერგადაღუნულო, გადატეხილო, ტირილით დაბადებულო, სიმღერით აღსრულებულო, შენი მიძინებით ქვეყანა გააღვიძე, შენი დადუმებით ქვეყანა აახმიანე!
რა უცნაურად თვალს მიფარებულო ჩვენო დობილო, ჩვენგან წასულო და ჩვენ გულებში დარჩენილო, გზა და სავალი დაგვილოცე, მუხლი და გული გაგვიმაგრე, გონება გაგვინათლე, მიზანი დაგვისახე, რომ მამულის სამსახურში დავიღალოთ, მამულის წისქვილზე წყლად დავიღვაროთ, მამულის ტაძარში სანთლად ვენთოთ! გავმრავლდეთ და გავძლიერდეთ, აღვადგინოთ საქართველო, გავაბრწყინოთ საქართველო!