არქივი

10 უცნაური ძველი პროფესია

8a91b37fb905
უძველეს დროში ზოგიერთი სამუშაო იმდენად დამამცირებელი იყო, რომ არავის სურდა მისი
შესრულება, გარდა საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენლებისა, რომელთაც
არაფერი ჰქონდათ დასაკარგი. ქვემოთ წარმოგიდგენთ ათ მათგანს.

10. ნომენკლატორი – ძველ რომში: მონა, რომლის მოვალეობაც იყო სცოდნოდა და სათანადო

დროს მოეხსენებინა თავისი ბატონისათვის მოქალაქეებისა და სახლში მყოფი მონების სახელები,

აგრეთვე, წარმოეთქვა სუფრაზე შემოსული კერძების სახელები.

ეს პიროვნება მუდმივად კუდში სდევდა თავის უფროსს და ვალდებული იყო დაემახსოვრებინა

ყველაფერი რაც მის გარშემო ხდებოდა, მითუმეტეს თუკი ბატონი შეთვრებოდა.. იქნებოდა ეს სხვებთან

საკონტაქტო ინფორმაცია, დაბადებიის დღეები თუ უამრავი სხვა წვრილმანი როგორიცაა შვილების რაოდენობა

თუ ათასი სხვა რამ..

9f7cb5c10577

9. მონებით მოვაჭრე – მონებით მოვაჭრე, ადამიანი რომელიც ყიდულობდა მონებს – სამუშაოდ ან საკუთარი

სიამოვნებისთვის. ის მონაწილეობდა ლაშქრობებში და დამარცხებულებს ატყვევებდა, შემდეგ კი მდიდარ

ბერძნებზე ჰყიდდა. ასევე ყიდულობდა მშობლებისთვის ,,არასასურველ“ ბიჭებს (მხოლოდ ლამაზებს) ახდენდა

მათ კასტრირებას, ბერძენი მამაკაცები საყვარლებად ყიულობდნენ ასეთ ჭაბუკებს.

4b64096cef4b

8. ქვის მსროლელი – ადამიანი, რომელიც დახელოვნებული იყო შურდულით ქვის ტყორცნაში.

შურდული ერთ–ერთი მნიშვნელოვანი იარაღი იყო რომაულ არმიაში. ის ისარზე უფრო ეფექტური იყო,

უფრო შორ მანძილზე და უფრო მეტი ზიანის მიყენება შეიძლებოდა მოწინააღმდეგისთვის. ბავშვები,

რომელთაც ამ საქმისთვის წვრთნიდნენ ვალდებული იყვნენ ენადირათ შურდულით, თუ ვერფერს

მოინადირებდნენ არაფერს აჭმევდნენ. ამ საქმეში დახელოვნებულ რომაელებს ნახევარ კილოგრამიანი

ქვის სროლა 200 მეტრის მანძილზე შეეძლოთ ზუსტად.

6cc849711b8d

7. გამღვიძებელი – ძველად ინგლისში და ირლანდიაში გავრცელებული პროფესია. განთიადისას გრძელი

ჯოხის დაკაკუნებით აღვიძებდა თავის კლიენტებს, რომლებიც არ ენდობოდნენ მზის ამოსვლას და მამლის

ყივილს. ფანჯარაზე კაკაუნს არ წყვეტდდა, მანამ სანამ სახლის პატრონი აივანზე არ გამოვიდოდა.

e8cfa47cd013

6. კლოუნი დაკრძალვის ცერემონიალზე – კლოუნს გამოაწყობდნენ გარდაცვლილის სამოსში, მოირგებდა

მისი სახის ნიღაბს და ცეკვავდა. ძველ რომაელებს სჯეროდათ, რომ ამით მიცვალებულის სული სიმშვიდეს მოიპოვებდა .

52305878136e

5. ,,ვესტას ქალწულები“ – ვესტა – რომაელების ცეცხლის, ოჯახური კერის, ქალაქის თემის და კურიის

მფარველი ქალღმერთი. ვესტას ქურუმებს 6-10 წლის ასაკში არისტოკრატიული ოჯახების ქალიშვილებიდან

არჩევდნენ და მათ 30 წლის მანძილზე უნდა შეენარჩუნებინათ ქალწულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ

ცოცხლად მარხავდნენ. ვესტას ქალწულები ტაძარში მარადიულ ცეცხლს ინარჩუნებდნენ, რომელიც

სახელმწიფოს ძლიერების და სტაბილურობის სიმბოლო იყო.

b3388e5069f3

4. დეგუსტატორი – ადამიანი, რომელსაც უნდა გაესინჯა საჭმელი, სანამ მას იმპერატორი მიირთმევდა.

იმპერატორებს, როგორც წესი უამრავი მტერი ჰყავდათ და უამარავ ადამიანს სურდა მათი მოწამლვა.

ისტორია გვიჩვენებს, რომ გაცილებით მეტი დეგუსტატორი იღუპებოდა იმეპერატორისთვის განკუთვნილი

საწამლავით, ვიდრე თვითონ იმპერატორები.

b77340e8801a

3. მენიჩბე – უმეტესად მონები, რომლებსაც მხოლოდ ყოველდღიურ საკვებზე ამუშავებდნენ. ძლიერი

დამწვრობის მიღების შემდეგ, თუ შესვენებას ითხოვდნენ, წკეპლავდნენ.

f40481ea2cd0

2. იღლიის თმის მპუტავი – როგორც ცნობილია ანტიკურ დროში ძალიან უყვარდათ სპორტული თამაშობები.

ათლეტები მთელი დღის განმავლობაში მცხუნვარე მზის ქვეშ ვარჯიშობდნენ, საღამოს კი უსიამოვნო სუნის

მოსაცილებლად აბანოში დადიოდნენ, სადაც სარგებლობდნენ იღლიის თმის მპუტავთა მომსახურებით.

958c848f3b5d

1. მაბეზღარი – ძველ რომში ადამიანი, რომელიც თავის მეზობელზე ყველა წვრილმანს ატყობინებდა

ოფიციალურ პირებს. მაბეზღარას მსხვერპლისთვის ჩამორთმეული ქონებიდან გარკვეული წილი ერგებოდა.

 

მსგავსი ამბები

Back to top button