არქივი

10 განზომილებიანი ჰიპერ სივრცე…მხოლოდ დასაწყისია

499723b13f00

როდესაც დავდე ჩემი პირველი პოსტი “სიმების თეორია” მთხოვეს რომ 10 განზომილებიან ჰიპერ სივრცეზეც დამედო სტატია, ინფორმაციის მოძიებისაც მრავალი საინტერსო რამ გავიგე და გადავწყვიტე, რომ ისიც გამეცნო თვქენთვის.

დღეს კაცობრიობა ფიქრობს რომ ცხოვრობს 4 განზომილებიან სამყაროში სადაც 3 განზომილება სივრცითია და ერთი დრო, მაგრამ არსებობს მეცნიერთა ჯგუფი რომლებიც ამბობენ რომ 
განზომილებები უფრო მეტია, რითი ხსნიან ისინი ამას? სიმებით, ისინი ამბობენ რომ თუ სიმების თეორია სწორია მაშინ საჭიროა კიდევ 6 სივრცითი განზომილება რომ სიმმა მოახერხოს ვიბირირება, ჩვენ ყველამ ვიცით რა ქვია 3 მიღებულ და დოგმატურ განზომილებას ესენია სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, მაგრამ რა ქვია დანარჩენ 6 განზომილებას? ამაზე პასუსხს ვერცერთი გამოჩენილი სიმების შემსწავლელი მეცნიერიც კი ვერ მოგცემთ პასუხს, რატომ? იმიტომ რომ ეს განზომილებები იმდენად მცირეები არიან, იმდენად შეუმჩნეველნი, ადამიანის გონისათვის რთულად აღსაქმელნი და რაც მთავარია სამყაროში მხოლოდ სიმს შეუძლია მათი “გამოყენება”, მაგრამ მეცნიერებმა ის მაინც მოახერხეს რომ აეხსნათ სად “მდებარეობენ” ისინი. ეს 6 დამატებითი განზომილება როგორც ფაქტურა ისეა შემოფარებული 3 ძირითადი განზომილების გარშემო, უფრო ადვილად რომ ავხსნა როდესაც თვქენ ხედავთ ან ეხებით თაბახის ფურცელს ის თქვენ გლუვი გეჩვენებათ, სინამდვილეში ფურცლის მთელი ზედაპირი დაფარულია უსწორმაწოროებებით, ზუსტათ ასევე სამი სწორხაზოვანი ძირითადი სივრცითი განზომილება “დაფარულია” 6 არა სწორხაზოვანი არამედ წრიული განზომილებით ასე ვთქვათ “განზომილება განზომილებაზე”, სწორედ იქ არიან მოვიბრირე სიმები, აი ასე

6d3f2e5b51c4

ეს რაც შეეხება 10 განზომილებას მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი ისე შორს მიდის რომ 11 განზომილების არსებობასაც ამტკიცებს. 1995 წლამდე არსებობოდა 5 ერთმანეთისაგან განსხვავებულ სიმების თეორია, 5-ვე აღიარებდა რომ ყოველი მატერიის რაობა და არსი განისაზღვრებოდა სიმების ვიბრირების სიხშირით და მიმართულებით, რომ სიმი მატერიის უმარტივესი ნაწილაკია მაგრამ თეორიები დეტალებში განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან აი ეს კი პრობლემა იყო რადგან სიმების თეორიას პრეტენზია აქვს რომ ახსნის მთლიანად მთელი სამყაროს არსს და რაღა თქმაუნდა როდესაც სვამ კითხვას გსურს 1 პასუხის მიღება და არა 5-ს ასე რომ თუ ფიზიკოსებს სურდათ სიმების თეორიის გადაარჩენა მაშინ 5 თეორიიდან უნდა დასულიყვნენ ერთ უნივერსალურადმდე.

ab935e7b1d88

ასეც მოხდა 1995 წელს ედვარდ ვიტენმა (ეს ადამიანი ითვლება ალბერტ აინშტაინის მემკვიდრეთ ფიზიკის დარგში) წამოაყენა ახალი თეორია ე.წ M-თეორია რომელიც ამბობდა რომ აქამდე არსებული 5 სიმების თეორია არა სხვდასვაა არამედ ისინი სხვადასხვა კუთხით უდგებიან ერთადერთ ჭეშმარიტებას, M-თეორიას რომელიც საუკეთესოდ აღწერს სიმებს. ეს დიდი ნახტომი იყო სიმების თეორიისათვის, მიუხედავათ ასეთი წარმატებისა და წინ გადადგმული ნაბიჯისა M-თეორიამ თავისი “მსხვერპლი” მოითხოვა ეს არის 11 განზომილების არსებობა, აი როგორ აიხსნება ეს, ზოგიერთი სიმი შეიძლება გაიჭიმოს და გარდაიქმნას მემბრანად რომელიც მოძრაონს XI განზომილებაშიც. როგორც მეცნიერები ამბობენ მემბრანის სიდიდე ძალიან განსხვავებულია საერთოდ მემბრანა სიმზე ცოტა დიდია და აი ერთი მემბრანა მეცნიერებისვე აზრით უშვებელია, და როცა ფიზიკოსები ამბობბენ რომ რაღაცა დიდია ე.ი ის მართლა დიდია, მათი აზრით ყველა პარალელური სამყარო ჩვენის ჩათვლით მოთავსებულია ერთ მემბრანაში და ეს პარალერული სამყაროები ამ მემბრანის უბრალოდ თხელი ნაჭრებია რომლებიც ერთმანეთს ვერ “ეხებიან” მათ შორის არსებული მემბრანული კედლის გამო, და ეს სუპერ მემბრანაც რა თქმაუნდა მოძრაობს 11 განზომილებაში. ჩნდება კითხვა ეს სუპერ მემბრანა სივრცეშია? ის ერთადერთია თუ კიდევ არის  სხვა სუპერ მემბრანები?
და ბოლოს რამხელა გგონიათ სიმი? კვარკი რომ გავზარდოთ ჩვენს მზის სისტემამდე სიმი იქნება ერთი ხის ხელა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button