ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

“როკისა” და “პოპის” აღორძინება

d64b7fbc8ae6

“ცუდი მავნებელი და დამღუპველი”_ ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ როკენროლს თეთრკანიანი ამერიკელები მისი აღმოცენების დღიდან. ამის მიუხედავად, როკენროლის ფესვები ღრმად არის ჩაფლული ისტორიაში. ეს არის მუსიკის მიმდინარეობა, რომელმაც წლებს გაუძლო და დღესაც უკვდავია. 

როკენროლი არ იყო გათვლილი მხოლოდ გიტარის ჟღერადობაზე. ეს დაამტკიცა ჯერი ლი ლიუსმა, რომელმაც ამერიკელი ხალხის გულები ფორტეპიანოზე შეუდარებელი შესრულებით დაიპყრო. დღეს როკის კლასიკად აღიარებული სიმღერა “whole latta goin on”, იმ დროისთვის ბევრ ამერიკულ რადიოზე აკრძალული იყო მისი ვულგარული ხასიათის გამო.
შეგიძლიათ აქ მოუსმინოთ :)

3c1768e88f6c

ელვის პრესლის სიმღერის მანერა შოკში აგდებდა უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რონლებიც მას “ეშმაკს და ვულგარულ სოფლელს” უწოდებდნენ თუმცა ახალგაზრდა ამერიკელები ეთაყვანებოდნენ მას. მისი პირველი ჰიტის “Heartbreak Hotel” გამოშვების შემდეგ, ელვისი უდავოდ როკენროლის მეფედ იქცა .

c1505d350126

რითმ-ენდ-ბლუზის სიმღერა თეთრკანიანებმაც დაიწყეს. მათ შორის აღსანიშნავია ბილ ჰეილი, რომლის სიმღერები იმ დროს ჰიტებს წარმოადგენდნენ. იგი იყო 50-იანი წლების ვარსკვლავი, რომელმაც თავისი წილი შეიტანა როკენროლის ჩამოყალიბებაში.

b7a86998becf

თავდაპირველად როკენროლს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქმნიდნენ. ეს იყო ქვეყანა, რომელიც “აწარმოებდა” ისეთ ვარსკვლავებს, როგორიც იყო ლითელ რიჩარდი.

738f19ebbf6c

დეტროიდი ცნობილია, როგორც ამერიკის მოტო-ქალაქი, რადგანაც აქ საავტომობილო წარმოება კარგადაა განვითარებული. 1960 წელს აქ მუსიკის ახალი სტილი ჩამოყალიბდა რომელსაც “მოტოთაუნი” , ანი მოტო-ქალაქი ეწოდა. წარმატება მოიპოვა გოგონათა ჯგუფმა “The Supremes”

9e89862a5a69
c37d7f911ecb

“The Beatles”-თან შედარებით “The Rolling stones”-ის წევრები ბრიტანული როკენროლის ცუდ ბიჭებს წარმოადგენდნენ. თუმცა მათმა ხმაჩახლეჩილმა და უხეშმა ჟღერადობამ 30-ზე მეტ წელიწადს გაუძლო და დღესაც პოპულარულია .

The Beatles პირველი იყო, რომელმაც დაიწყო ახალი ტექნიკის და ეფექტების აპრობირება .

დღეს მმუსიკა ძალიან დიდ ბიზნეს წარმოადგენს, სადაც ერთი ვიდეორგოლის გადაღება ათასობით დოლარამდე ჯდება. მაგალითად, მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული 14 წუთიანი ვიდეორგოლის Trillier-ს გადაღება ერთ მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. იგი ნომინირებული იყო ოსკარზე.

მსგავსი ამბები

Back to top button