არქივი

გენიოსები – ვაღიაროთ სანამ ცოცხლები არიან (მე-2 სერია)

cb6a67d0a3d1

ვაგრძელებთ თანამედროვე მსოფლიო დონის გენიოსების ქება-დიდებას. ჩემი შემდეგი სამიზნე მკითხველის თხოვნით: ჰანს ციმერი.

ჰანსის შემოქმედება არის უზარმაზარი. ოთხმოციანი წლებიდან აქტიურად წერს საუნდტრეკებს ჰოლივუდის ფილმებისთვის. უნდა ვაღიარო, როცა საუნდტრეკებით, როგორც ცალკე ჟანრით, დავინტერესდი, პირველი, რასაც ჩემ დისკზე ადგილი მივუჩინე, სწორედ მისი მუსიკა იყო მულტფილმიდან ეგვიპტის პრინცი. მაგრამ ჯერ მოკლე ბიოგრაფია :)

ჰანს ციმერი დაიბადა 1957 წლის 12 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში. ბავშვობაში ესეც ზარმაცი ნიჭიერი ყოფილა, ამიტომ ფორტეპიანოს გაკვეთილებს ცოტა ხნის განმავლობაში იღებდა. ჰანსს მამა ადრე გარდაეცვალა, და ბავშვმა მწუხარებას თავი მუსიკaში “გაქცევის” საშუალებით დააღწია, როგორც თავად ამბობს, მუსიკა მისი საუკეთესო მეგობარი იყო. თინეიჯერობის ასაკში საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა.

მუსიკალური კარიერა დაიწყო სინთეზატორებსა და სხვა კლავიატურებზე დაკვრით. იგი იყო ჯგუფ ”The Buggles”-ის წევრი (70-იანების ბოლოს შექმნილი როკის ერთ-ერთი მიმდინარეობის ჯგუფი), ამის შემდეგ არა-ერთ ჯგუფთან მუშაობდა, მაგრამ მხოლოდ როგორ შემსრულებელი, ან თანა-პროდიუსერი.

ფილმებისთვის მუსიკის წერა პირველად დაიწყო 1985 წელს, კომპოზიტორ სტენლი მაიერსთან ერთად. მალე სოლო პროექტებზეც დაიწყო მუშაობა. პირველი და უზარმაზარი წარმატება მისთვის იყო საუნდტრეკები ყველასათვის კარგად ცნობილი ფილმიდან ”წვიმის კაცი”, 1988 წ.

90-იანებიდან მოყოლებული ჰანს ციმერმა შექმნა მუსიკა არაერთი წარმატებული და მილიონობით დოლარის ბიუჯეტიანი ფილმისთვის. მას უყვარს კლასიკური ტრადიციული საკრავებისა და თანამედროვე ელექტრონული ინსტრუმენტების, და ზოგჯერ სხვადასხვა ეთნოსის ხალხური საკრავების გამოყენებაც, სინთეზი, და საერთოდ ბგერებით ექსპერიმენტირება.

fad8e102fdd4

საკუთარ თავზე ციმერი ამბობს, რომ ძალიან უპასუხისმგებლო ცხოვრებას ეწევა, და მხოლოდ ფურცელზე რომ ნოტებს წერს, მათ შესახებ იღებს გადაწყვეტილებებს.

ახლა კი ჩემი საყვარელი მუსიკა :) (ქრონოლოგიურად არ მივყვები, და რასაკვირველია, ყველაზე მეტად რომელიც მიყვარს, იმას ბოლოსთვის ვიტოვებ ;) ასე რომ, თუ ყველას მოსმენა დაგეზარათ, ბოლოში გადადით)

პ.ს. ოღონდ არ დამცინოთ, მაგრამ ამ ფილმებიდან ზოგი სულ არ მაქვს ნანახი, ზოგი ნაწყვეტებად და ისიც ძლივს მახსენდება. სამაგიეროდ საუნდტრეკები ვიცი ზეპირად XD

პერლ ჰარბორი
1. Tennessee

გლადიატორი
1. Might of Rome

2. Rome is the light

3. Not Yet

4. No We Are Free (ეს კომპოზიცია ჰანსმა დაწერა კლაუს ბადელტთან ერთად, რომელიც ჩემი შემდეგი მსხვერპლი იქნება ;))

და ვინჩის კოდი
1. Poisoned Chalice

2. Chevaliers de Sangreal

ანგელოზები და დემონები
1. Air

2. Science and Religion

შვებულება გაცვლით
1. Maestro

2. Cry

კარიბის ზღვის მეკობრეები 3
1. Calypso

2. What Shall We Die For

3. Drink Up Me Hearties (ამ ტრეკშიც მუსიკის პირველი ნაწილი, პირველი თემა ეკუთვნის კლაუს ბადელტს, რომელმაც დაწერა პირველი ფილმის საუნდტრეკი. თუმცა აქ ჰანსის არანჟირებითაა და შემდეგაც მოსდევს ჰანსის დამატებული ორი თემა.)

დასაწყისი
1. Dream Is Collapsing

2. Time

აააააახლა კი ჩემი უსაყვარლესებიიიიიიი

მეფე ლომი
1. Kings of The Past

2. To Die For (კომენტარებში აღიარეთ ვინც იცრემლებოდით ამ ეპიზოდზე, მე ახლაც ვერ ვუძლებ მაგ სცენას T..T)

3. King Of Pride Rock

ეგვიპტის პრინცი (თუ არ ვცდები, ამის მუსიკის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა კლაუს ბადელტმა)
1. Deliver us

2. When You Believe

3. Red Sea

სულ ეს იყო, ვიცი რომ ჰანსს უამრავი სხვა გადასარევი საუნდტრეკი აქვს, მაგრამ იმდენი აქვს დაწერილი, ერთი სტატია ნამდვილად არ ეყოფოდა. ამას გარდა, სპეციალურად გამოვტოვე ზოგიერთი ფილმის საუნდტრეკი, რომლებზეც სხვა კომპოზიტორებთან ერთად იმუშავა, კოლაბორაციებს ცალკე სტატიას მივუძღვნი ;)

წყარო: ბიოგრაფიული ცნობები და სურათები აღებულია საიტებიდან www.hanszimmer.com და  www.hans-zimmer.com

1-ლი სერია: http://ucnauri.com/200552/გენიოსები-ვაღიაროთ-სანა/

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button