საკითხავისასარგებლოუცნაური

მშვიდობის პატარა დესპანი

d6cd53d3f6ac

ეს მომღიმარი გოგონა უნდა ახსოვდეს იმათ ვინც 30 წელს ზევითაა. 1983 წელს მის შესახებ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. მას მშვიდობის პატარა დესპანიც უწოდეს. ეს რის სამანტა სმიტი (Samantha Reed Smith, June 29, 1972 – August 25,1985) მან სახელი იმით გაითქვა , რომ წერილი მისწერა იმჟამინდენ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელს , ანდროპოვს. გაცხარებული ცივი ომის დროს. 

ხელისუფლებაში ანდროპოვის მოსვლის შემდეგ ურთიერთობა საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ძალიან დაიძაბა და ლამის მესამე მსოფლიო ომამდე მივიდა.

მაშინ , როცა სამანტა 10 წლის იყო მან ჟურნალ “ტაიმსში” წაიკითხა სტატია ანდროპოვის შესახებ. სტატიაში ეწერა , რომ ეს არის ძალიან საშიში ადამიანი, რომელიც ემუქრება შეერთებულ შტატებს.

სწორედ მაშინ გადაწყვიტა სამანტამ მიეწერა წერილი ანდროპოვისათვის , წერილი ასეთი შინარსის იყო.
“პატივცემულო ბატონო ადროპოვ. მე მქვია სამანტა სმიტი. ვარ 10 წლის. მე ძალიან ვწუხვარ იმის შესახებ , რომ დაიწყება თუ არა ბირთვული ომი საბჭოტა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის. თქვენ ომის მომხრე ხართ? და თუ წინაღმდეგი ხართ, მაშინ როგორ აპირებთ თავიდან აიცილოთ იგი? თქვენ რა თქმა უნდა არ ხართ ვალდებული მიპასუხოთ, მაგრამ მე მინდა ვიცოდე , თუ რატომ გსურთ დაიპყროთ მთელი მსოფლიო , ყოველშემთხვევაში ჩვენი ქვეყანა? უფალმა შექმნა ქვეყანა რათა ყველამ ვიცხოვროთ მშვოდობით და არა ვიომოთ.
პატივისცემით სამანტა სმიტი”

ერთ დღესაც სამანტას სახლს მიაწყდნენ ჟურნალისტები, სწორედ მაშინ გაიგეს სმიტებმა, რომ წერილი გამოქვეყნდა “პრავდას” პირველ გვერდზე , რომელიც საბჭოთა კავშირში პირველი გაზეთი იყო. თან გაზეთში გამოქვეყნებული იყო სამანტას სურათი, რომელიც სამანტამ კონვერტში ჩადო. მაგრამ სამანტას აწუხებდა იას , რომ პასუხი არ მიიღო ანდროპოვისაგან , რასაც ის ასე ელოდა, მაშინ მან გადაწყვიტა მეორე წერილი გაეგზავნა, ამჯერად წერილის უპაუხოდ დატოვება უტაქტობა იქნებოდა და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ანდოპოვმა სამანტას წერილზე უპასუხა და მიწერა:

«ძვირფასო სამანტა !
მივიღე შენი წერილი , ისევე როგორც სხვა მრავალი, რომლებსაც ბოლო დროს ვღებულობ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მე ვფიქრობ და ვსაზღრავ წერილიდან გამომდინარე, რომ შენ ძალიან გაბედული და სამართლიანი გოგონა ხარ, ისევე როგორც ბეკი, ტომ სოიერის მეგობარი გოგონა – შენი თანამემამულის მარკ ტვენის ცნობილი წიგნიდან. ეს წიგნი ჩვენთანაც კარგად იციან და უყვართ ბავშვებს. შენ მეკითხები, რომ შეიძლება თუ არა რომ დაიწყოს ომი ჩვენს ქვეყებს შორის და ვაკეთებთ თუ არა ჩვენ რაიმეს მისი თავიდან ასაცილებლად.

ეს კითხვა აწუხებს დღეს ყველას მსოფლიოში. გიპასუხებ მასზე სერიოზულად და სრული პასუხისმგებლობით.
დიახ სამანტა ჩვენ საბჭოთა კავშირში ვაკეტებთ ყველაფერს რათა არ დაუშვათ ომი ჩვენს ქვეყნებს შორის და საერთოდ მსოფლიოში. ასე სურს ყოველ საბჭოთა ადამიანს , ასე გვასწავლიდა ჩვენი დიადი სახელმწიფოს დამაარსებელი ლენინი. საბჭოთა ადამიანებმა კარგად იციან თუ როგორი საშინელებაა და დამანგრეველი ომი. 42 წლის წინ ნაცისტური გერმანია თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას, რომელიც ოცნებობდა მსოფლიოს დაპყრობაზე. დაანგრია და გადაწვა ჩვენი ქალაქები და სოფლები. დაიხოცა მილიონობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

იმ ომში, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა ნაცისტი დამპყრობლების წინააღმდეგ, ჩვენს გვერდით იბრძოდა, შეერთებული შტატებიც. შენ რა თქმა უნდა ისტორიის გაკვეთილებიდან ეს გეცოდინება და დღეს ჩვენ ძალიან გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობით, ვივაჭროთ და ვითანამშრომლოთ მსოფლიოში ყველა მეზობელთან, ახლოსთანაც და შორეულთანაც, განსაკუთრრებით ისეთ დიდ მეზობელთან როგორიც შეერთებული შტატებია.

ამერიკასაც და ჩვენც გვაქვს ატომური იარაღი, საშინელი იარაღი, რომელსაც რამდენიმე წამში შეუძლია მოკლას მილიონობით ადამიანი, მაგრამ ჩვენ არ გვსურს რომე ეს როდესმე მოხდეს . სწორედ ამიტომ საბჭოტა კავშირმა მთელ მსოფლიოს დემონსტრაციულად განუცხადა, რომ არასოდეს, არასოდეს პირველი არ გამოიყენებს ამ იარაღს და საერთოდ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით მისი შემგომი წარმოების შემცირების შესახებ. მე მგონი ეს ამომწურავი პასუხია შენს მეორე კითხვაზე- “რატომ გვსურს მთელი მსოფლიოს დაპყრობა?”. არავის ჩვენს დიდ და ლამაზ ქვეყანაში ომი არ სურს , არც მუშებს , არც გლეხებს, არც მწერლებს , არც ექიმებს, არც დიდებს და არც ბავშვებს, არც მთავრობის წევრებს არ სურს არც დიდი და არც ” პატარა” ომი.

ჩვენ გვსურს მშვიდობა, ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს : მოვიყვანოთ პური, ვაშენოთ, ვწეროთ წიგნები, ვიფრინოთ კოსმოსში. ჩვენ გვსურს მშვიდობა ჩვენთვის და მსოფლიოს ყველა ხალხებისათვის. ჩვენი შვილებისთვის და შენთვის სამანტა.

თუ მშობლები უფლებას მოგცემენ, მე გპატიჟებ ჩვენს ქვეყანაში, უმჯობესია ზაფხულში. შენ გაიცნობ ჩვენს ქვეყანას ,შეხვდები შენს ტოლებს, მოინახულებ საერთაშორისო საბავშვო ლაგერს – არტეკს და დარწმუნდები, რომ საბჭოტა კავშირში ყველას მშვიდობა სურს. მადლობა წერილისათვის. გისურვებ ყველაფერ სუკეთესოს.
ი. ანდროპოვი”

სამანტა თავის მშობლებთან ერთად მართლაც ეწვია საბჭოთა კავშირს 1983 წლის 7 ივლისს. 2 კვირის განმავობაში სამანტამ მოინახულა მოსკოვი, ლენინგრადი ( სანკტპეტერბურგი) და პიონერული ლაგერი “არტეკი” ყირიმში. თუმცა იმ დროისათვის მძიმედ ვადმყოფ ანდროპოვთან შეხვედრა მან ვერ მოახერხა, (გავრცელებული ხმებით მას ბრეჟნევის ქალიშვილმა ესროლა) მათ მხოლოდ ტელეფონით ისუბრეს .

ჟურნალისტები საბჭოთა კავშირიდან , შეერთებული შტატებიდან და მთელი მსოფლიოდან აშუქებდნან მის ყოველ ნაბიჟს და ყოველ ფრაზას. სახლში წასვლის წინ სამანტა მიუბრუნდა კამერებს, გაუღიმა და რუსულად დაიძახა – «Будем жить!» ხოლო თავის წიგნში “მოგზაურობა სსრკში ” სამანტამ დაწერა , ისინი ისეთივე ხალხია , როგორც ჩვენ.

ამ ისორიას ძალიან სამწუხარო დასასრული აქვს, სამანტაზე მსოფლიო ერთხელ კიდევ 1985 წლის 25 აგვისტოს ალაპარაკდა. სამანტა მამასთან ერთად ბრიტანეთიდან ბრუნდებოდა , როცა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და ყველა მგზავრი , მთ შორის სამანტაც დაიღუპა. სამანტას დაღუპვას ამერიკაში კაგებეს უკავშირებდნენ, საბჭოტა კავშირში კი პირიქით ამეიკის სადზვერვო სამსახურს. როგორც არ უნდა იყოს გამოძიბამ დაადგინა , რომ თვითმფრინვის დაღუპვა იყო მფრივანვის ბრალი.

c7e3d2b70926

5615667d7519

ddfc7868b6d9

752dd23ca7e2

818096200a9d

4e3290f39e90

6d58314a892b

491391852112

bda7c58e925c

708c0e1dc0f6

8e2289d648ce

bd8dcf96d8e2

578643a7eb65

7c34d6495c59

fe8ab8877f0b

3014f839dd59

2401f1a654d0

ece5149e0998

af206db0df41

d922ffd2764a

a0ccbfcac3f7

0c5e70a04ac6

c79b7d6fd414

9ec0a212143b

d30de9dcc329

7698d795153f

8057708fc945

d638fc48d53a

მასალა აღებულია სხვადასხვა წყაროებიდან

თეგები
Back to top button
Close
Close