არქივი

ფაქტები საბჭოთა კავშირის მულტფილმებზე (მე-2 ნაწილი)

6db86e5a6e48

ფაქტები საბჭოთა კავშირის მულტფილმებზე (მე-2 ნაწილი)

კატა ლეოპოლდი

6db86e5a6e48

საბჭოთა მულტიპლიკაციური სერიალის შემქმნელები, კეთილ ლატასა და ბოროტ თაგვებზე, დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ მთავარი გმირის სახელზე. მათ ნამდვილად არ სურდათ გმირისთვის უბრალო კატის სახელის დარქმევა, მურზიკა ან ბარსიკა. ასევე სახელი უნდა ყოფილიყო მარტივად დასამახსოვრებელი და მუსიკალურად ჟღერადი. არსებობს ვერსია, რომ კეთილმოსურნე კატის სახელი არკადი ჰაიტის ვაჟმა მოიფიქრა, რომელიც მულტფილმის სცენარის ავტორად გვევლინება. ბიჭუნამ უყურა პოპულარულ ფილმს “დაუნდობელი შურისმაძიებლები”, ერთ-ერთ მთავარ გმირს კი ფილმში პოლკოვნიკი, თეთრგვარდიელი თამაშობდა, რომელსაც ლეოპოლდ კუდასოვი ერქვა. სწორედ ასე წარმოიშვა ცნობილი კატის, ლეოპოლდის სახელი. აღსანიშნავია, რომ ხულიგან თაგვებსაც აქვთ საკუთარი სახელები. მსუქან, ნაცრისფერ თაგვს მოტეი ქვია, გამხდარს და მავნეს კი – მიტეი. თუმცა მულტიფლმში თაგვები უსახელოდ გვევლინებიან.

მულტფილმის ზოგიერთი სერია საბჭოთა ფილმების პაროდიას წარმოადგენს. მაგალითად, სერიაში “კატა ლეოპოლდის გასეირნება” ასახულია “თეთრი მზე უდაბნოში” იდეა. ხოლო სერიაში “კატა ლეოპოლდის საავადმყოფო” “ოპერაცია „Ы“”-დან არის ამოღებული იდეა, როდესაც თეთრი თაგვი აგეგმავს ქლოროფორმის საშუალებით დააძინოს კატა ლეოპოლდი, საბოლოოდ კი თავის ნაცრისფერ მეწყვილეს აძინებს.

2008 წელს კუკის კუნძულებზე, საკოლექციო ვერცხლის ორდოლარიან მონეტაზე გამოსახული იყვნენ “კატა ლეოპოლდის” მთავარი პერსონაჟები.

შარშანდელი თოვლის ცვენა

9989fc5639b9

მულტფილმი “შარშანდელი თოვლის ცვენა” ზედმეტად კონტროლდებოდა ცენზურის თვალსაზრისით. მის რეჟისორს კი, ალექსანდრე ტატარსკის ეუბნებოდნენ: “თქვენ მხოლოდ ერთი მთავარი გმირი გყავთ, რუსი მამაკაცი, ის კი იდიოტია!”, რაზეც რეჟისრომა განაცხადა, რომ მას წინა საინფარქტო მდგომარეობა ჰქონდა.

მულტფილმის მოტივების მიხედვით შექმნილია ორი კომპიუტერული თამაში, რომელშიც მამაკაცის სხვადასხვა, ახალი თავგადასავალია წარმოდგენილი. თამაშის ორივე ვარიანტი გაახმოვანა სადალსკიმ.

რიდესაც ტატარსკი კომპოზიტორს უხსნიდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ფინალური მუსიკალური თემა, მან თქვა: “ამ მელოდიის ფონზე ჩვენ დაგვმარხავენ!” ასეც გამოვიდა, მუსიკა მულტფილმიდან “შარშანდელი თოვლის ცვენა” ჟღერდა რეჟისორის დაკრძალვაზე.

ფრაზა “ოჰ ეს მეზღაპრეები” ეს ეპიგრაფია, ფიოდორ დოსტოევსკის პირველი რომანიდან, “უბედური ხალხი”, რომელიც ოდოევსკის ზუსტი ციტატაა ნაწარმოებიდან “ცოცხალი მკვდარი”.

ყავისფერი კუზმა

6021e4cc6cda

მულტფილმის პირველ სერიაში ჟღერს ვალენტინა ბერესტოვას ლექსებზე შექმნილი სიმღერები.

ტატიანა ალექსანდროვას ტრილოგიის გარდა, არსებობს კიდევ ერთი ნაწილი “ყავისფერ კუზმაზე”, რომელიც დაწერა ტატიანას ქალიშვილმა, გალინა ალექსანდროვამ.

არსებობს ორი აუდიოსპექტაკლი, რომლებსაც “ყავისფერი კუზმა” ეწოდებათ, ისინი ჩაწერილია “ვიმბოსა” და “ასტრელის” მიერ 2008 და 2010 წლებში.

ფრაგმენტი სერიიდან “კუზმას თავგადასავალი” ნაჩვენებია ფილმში “ღამის მზვერავი”.

მესამე პლანეტის საიდუმლო

af13e740db9c

მულტფილმი წარმოდგენილი იყო რუსეთის საზღვრებს გარეთაც. ამერიკის შეერთებულ შტატებში ალისა გაახმოვანა კირსტენ დანსტმა, გოვორუნი კი ჯეიმს ბელუშიმ.

2005 წელს “აკელას” ფირმამ მულტფილმის მიხედვით შექმნა პლატფორმული თამაში – “მესამე პლანეტის საიდუმლო”.

მფრინავი გემი

bbc1d8ab5258

მულტფილმში იური ენტინის სიმღერები ჟღერს, რომლებიც მაქსიმ დუნაევსკის მუსიკაზეა დაწერილი. სიმღერებს ცნობილი არტისტები ასრულებენ: მიხაილ ბოიარსკოვი და ანატოლია პაპანოვა.

ეპიზოდი, სადაც მეფე დედოფალს სასახლეში კეტავს, ხოლო დედოფალი ამტვრევს ჭურჭელს, ზუსტი ანალოგია ლეონიდ გაიადის ფილმისა “კავკასიელი ტყვე ქალი”.

ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი იური ენტინმა, სააბაზანოში ჯდომისას, 10 წუთში დაწერა, ეს მან თვითონვე აღიარა.

პეპელა-ზღარბის ნაწილის სიმღერა შეასრულა მოსკოვის კამერული ანსამბლის ქალთა ჯგუფმა.

პლასტილინის ყვავი

d9f4f672e50d

ამ მულტფილმის აკრძალვა სურდათ, რადგან ის მათ “იდეოლოგიურად საწინააღმდეგოდ” ეჩვენებოდათ. ეს მულტფილმი ქსენია მარინინამ და ელდარ რიაზანოვმა იხსნეს.

მულტფილმის სამივე ნაწილს აერთიანებს ერთი გავრცელებული პერსონაჟი – მოხუცი ქალი.

მულტფილმის დამზადებს მოხმარდა დახლოებით 800 კილოგრამი საბჭოთა პლასტილინი, ზოგიერთი პლასტილის შეღებვაც კი გახდა საჭირო.

მესამე ნაწილის მთავარი მელოდია («А может, а может…») ირლანდიური ხალხური მუსიკის, Whiskey in the Jar, ოდნავ შეცვლილი ვარიანტია.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button